მთავარი რჩევები თერაპია ამას არ უშველის. რა შემთხვევებში გვჭირდება ფსიქიატრთან ვიზიტი?

თერაპია ამას არ უშველის. რა შემთხვევებში გვჭირდება ფსიქიატრთან ვიზიტი?

by Keti

მაშინაც, როცა ადამიანები ამჩნევენ საკუთარ თავში სერიოზულ მენტალურ პრობლემებს, ისინი მაინც არ სტუმრობენ ფსიქოდიაგნოსტიკოსს. ისინი უპირატესობას ანიჭებენ პოპულარულ ფსიქოლოგს ან თერაპევტს, ან იმედოვნებენ, რომ პრობლემა თავისით გადაიჭრება.

ეს ფაქტი ძალიან საშიშია პაციენტისა და მის ირგვლივ მყოფთათვის. თქვენ ფსიქიატრი გჭირდებათ!

ეს იმ სიმპტომთა ჩამონათვალია, რომელთა წინააღმდეგ თერაპევტები უძლურები არიან.

  • უწყვეტი აპათია
  • აგრესიისკენ მუდმივი მიდრეკილება
  • უკონტროლო შფოთვა
  • მოახლოებული საფრთხის შეგრძნება
  • ძლიერი ძილიანობა
  • ხშირი ინსომნია
  • საკვების ზიზღი
  • უკონტროლო კვება
  • თავის ან მუცლის ტკივილები მიზეზის გარეშე
  • გაუგებარი ან უცნაური შეგრძნება მუცელში
  • დამოკიდებულება (აზარტული თამაშები, ნარკოტიკები…)
  • კოგნიტური ფუნქციების შესუსტება (ყურადღების, მეხსიერების პრობლემები და ა.შ.)
  • სხვადასხვა ფობია (მაგ: კლაუსტროფობია)
  • აკვიატებული ქცევები და ფიქრები
  • ჰალუცინაციები
  • ბოდვითი მდგომარეობა
  • უმიზეზო ტირილი
  • პანიკური შეტევები
  • ავტოაგრესია
  • სუიციდური ფიქრები

შენიშვნა: ჩამოთვლილთაგან არც ერთი სიმპტომი თავის თავში არ მოიაზრებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემას, ვინაიდან თითოეული მათგანის მიზეზი შესაძლოა იყოს სხვა, მაგალითად ფიზიკური დაავადებები, ახლობლის გარდაცვალება.. ამ შემთხვევაში საჭიროა სპეციალიზირებული ექიმის ჩართვაც.

ეს სიმპტომები ყურადსაღებია, ჩანს, რომ ადამიანი კარგად არ არის და მას სჭირდება დახმარება.

თუ ამჩნევთ ამ სიმპტომებს თქვენში ან თქვენს ახლობლებში (რომელიმეს მაინც) ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს.

ბევრი ადამიანი თვითნებურად ეძებს ამ სიმპტომთა მიზეზებს და ეძებს დამნაშავეს, სანამ ისინი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ შეიტყობენ.

სამწუხაროდ, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანი სიტუაციას სწორად ვერ აფასებს და ხშირად საჭიროდ არ თვლის ფსიქიატრის ან სხვა ექიმის მონახულებას.

გაუზიარეთ სტატია ახლობელ ადამიანებს! გისურვებთ ჯანმრთელობას!