მთავარი რჩევები პედიატრებმა დაადგინეს, რომ ბავშვისთვის ფეხშიშველი სიარული კარგია მათი ჯანმრთელობისთვის

პედიატრებმა დაადგინეს, რომ ბავშვისთვის ფეხშიშველი სიარული კარგია მათი ჯანმრთელობისთვის

by Keti

ბევრი მშობელი თვლის, რომ ბავშვისთვის ფეხშიშველი სიარული ცუდია. მეცნიერები კი საწინააღმდეგოს ფიქრობენ.

პედიატრები მშობლებს ურჩევენ, რომ ბავშვებს, რომლებიც გავლას სწავლობენ, ბუნებრივად, ფეხსაცმლის გარეშე სიარულის უფლება მისცენ.ეს იმიტომ, რომ შესაძლოა ფეხსაცმელმა შეცვალოს ფეხის ძვლის მდგომარეობა სიარულისას, ეს კი მომავალში პრობლემებს გამოიწვევს.

მიზეზები რატომაც უნდა იარონ ბავშვებმა ფეხსაცმლის გარეშე

ფეხშველა სიარულისას ბავშვი უკეთესად სწავლობს ბალანსის დაცვასა და კოორდინირებას, ამ დროს სენსორული სისტემა სწრაფად ვითარდება, რაც ეფექტურად ავარჯიშებს კუნთებსა და ძვლებს.

პედიატრი ტრეისი ბრაინი ამბობს, რომ უფეხსაცმლოდ სიარულის დროს ბავშვები მიწისა თუ იატაკისგანაც იღებენ უკურეაქციას, ეს კი აუმჯობესებს მათ პროპრიოცეფციას ანუ სხეულის ნაწილების მდებარეობისა და მოძრაობის შეგრძნებას.

ქიროპრაქტიკოსი ქეისი ფლეგალის თქმით, ფეხშველა სიარული აუცილებელია ორი სენსორული სისტემისთვის: ვესტიბულარული აპარატისა და პროპრიოცეპტიური სისტემისთვის.

ვესტიბულარული სისტემა სხეულს მდგომარეობის წონასწორობას უზრუნველყოფს, პროპრიოცეპტიური კი გვააზრებინებს მოძრაობას და სხეულის პოზიცირებას.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს სიარულში

  1. დაეხმარეთ იჯდეს სწორად
  2. პირველ რიგში მას ასწავლეთ ხოხვა. ითამაშეთ ისეთი თამაშები, რაც მოითხოვს მათ ხოხვით გადაადგილებას.
  3. ბევრი ბავშვი მშობელს ან ავეჯს ეყრდნობა. მიეხმარეთ მათ ამაში და დარწმუნდით, რომ სახლში განთავსებული ნივთები არ არის ბავშვისთვის საფრთხისშემცველი.
  4. ბავშვი მზადაა პირველი ნაბიჯის გადასადგმელად, თუმცა ამაში უნდა დაეხმაროთ. იდექით მის გვერდით და ეცადეთ აკონტროლოთ ყველაფერი, მას ან გვერდიდან უყურეთ ან უკან ამოუდექით.
  5. გარკვეული პერიოდი ვარჯიშს დაეთმობა, შემდეგ კი ბავშვი მზად იქნება სოლო პარტიის შესასრულებლადაც. კამერის აღება არ დაგავიწყდეთ!

აუცილებელია, რომ ბავშვმა ეს ყველაფერი ფეხშიშველმა ისწავლოს, რათა კარგად გამოიმუშაოს სხეულის მდგომარეობა, სიარულის მანერა და გაცნობიერებულად გადადგას ნაბიჯები.