მთავარი რჩევები ექსპრეს დიეტა შავი ქლიავის ჩირით: წონის დაკლებასა და ორგანიზმის გაწმენდაში ეს რეცეპტი დაგეხმარებათ.

ექსპრეს დიეტა შავი ქლიავის ჩირით: წონის დაკლებასა და ორგანიზმის გაწმენდაში ეს რეცეპტი დაგეხმარებათ.

by Keti

ტკბილი და მჟავე გემოს მქონე შავი ქლიავი არ არის კურაგასავით კაშკაშა შეფერილობის და არც ლეღვის ჩირივით ეგზოტიკურია. მაგრამ მისმა მოყვარულებმა იციან: ეს შეუდარებელი ჩირი მთელ აფთიაქს იტევს. ის წმენდს ღვიძლს, ასუფთავებს საჭმლის მომნელებელ სისტემას და არეგულირებს წნევას. შავი ქლიავის დახმარებით შეიძლება 4 დღეში 2-4 კილოგრამის მოშორება.

ჩვენ დღეს მოგიყვებით საოცარი შავი ქლიავის სარგებლიანობაზე

შავი ქლიავი ჯანსაღად გახდომისთვის

ჩვენ გეტყვით, რატომ არის შავი ქლიავის დიეტა ეფექტური:

1. ჩირში სულ რაღაც 231 კილოკალორიაა 100 გრამზე. ქლიავის 67% ნახშირწყლებისგან შედგება, ამიტომ კარგადაც ანაყრებს.

2. შავი ქლიავი წმენდს კუჭს, შეკრულობისას ის საუკეთესო ბუნებრივი დამხმარეა. ის ასევე იდეალურად წმენდს ღვიძლს.

3. 100 გრამი შავი ქლიავი შეიცავს 680 მილიგრამ კალიუმს – ეს იმაზე მეტია, ვიდრე გოგრის, ფორთოხლისა და ლოსოსის შემადგენლობაში. კალიუმი ამაგრებს გულის კუნთებს და არეგულირებს წნევას, ორგანიზმიდან გამოაქვს ზედმეტი წყალი. დღეში რამდენიმე შავი ქლიავის ჩირი მედიკამენტების დახმარების გარეშე დაამარცხებს ჰიპერტონიას.

4. ქლიავში ბევრი ორგანული მჟავაა, C და B ჯგუფის ვიტამინები, ბეტა-კაროტინი, მაგნიუმი, ფოსფორი და რკინა. ზამთრისა და გაზაფხულის სეზონები საუკეთესო დროა შავი ქლიავის ჩირის მისაღებად.

5. ის ძლიერი ანტიბაქტერიული პრეპარატია, მას ხშირად უმატებენ ხორცის პროდუქტებს, რათა პროდუქტი გაწმინდოს ნაწლავური ჩხირების, სალმონელოზისა და სტაფილოკოკებისგან.

როგორ შევარჩიოთ შავი ქლიავის ჩირი სწორად

კარგი ქლიავის ჩირისთვის მიაკითხეთ ბაზარს ან ხილ-ბოსტნეულის მაღაზიას. ასეთ დროს შეგიძლიათ გარედან შეათვალიეროთ პროდუქტი და ყიდვამდე გასინჯოთ ის. აი ასე უნდა გაარჩიოთ პროდუქტის ხარისხი:

  • გემოთი ის მომჟაო-ტკბილია;
  • ფერით – მუქი შავი, ხავერდისებური. ცხიმოვანი ბზინვარება მეტყველებს იმაზე, რომ ის გლიცერინით დაამუშავეს. გამოყენების წინ ჩირი კარგად გარეცხეთ თბილი წყლით;
  • ხელით გასინჯვისას ნაყოფი უნდა იყოს ზომიერად დრეკადი და მოჭერისას თითებზე არ უნდა დატოვოს კვალი;
  • თუ ახალ შავ ჩირს ნახევარი საათით ჩავალბობთ, კარგი ჩირი ალაგ-ალაგ გათეთრდება, ქიმიით დამუშავებული კი – არა;
  • ქლიავი, რომელიც კურკასთან ერთადაა გამშრალი, ყველაზე სასარგებლოა.

ეს წესები შეიძლება ასე გავაერთიანოთ: რაც უფრო კარგად გამოიყურება შავი ქლიავი, მით ნაკლებ სასარგებლოა.

როგორ შევინახოთ ჩირი სწორად

შავ ჩირს ინახავენ მშრალ და გრილ ადგილას, 9 თვიდან 1 წლამდე. შეგიძლიათ შუშის ქილაში შეინახოთ, ან პლასტირის კონტეინერში. გამოყენების წინ პროფუქტი ჰაერზე გააშრეთ. პერიოდულად ჩირის მარაგი გამოაშრეთ.

შავი ქლოავის 4 დღიანი დიეტა

დღე 1

საუზმე: 1 მოხარშული კვერცხი, ნახევარი გრეიფრუტი, ორი ცალი შავი ქლიავი, უშაქრო შავი ყავა;

სადილი: საქონლის ან ქათმის ბორში, მსხვილად დაღერღილი პურის ნაჭერი, 8 ცალი შავი ქლიავი, 2 ბერძნული კაკალი, უშაქრო ჩაი;

ვახშამი: მოხარული ან გამომცხვარი თევზი, ნახევარი გრეიფრუტი, 1 მოხარშული კვერცხი, უშაქრო ჩაი;

დღე 2

საუზმე: 2 ნაჭერი მაგარი ყველი,  უშაქრო ყავა, 2 ცალი შავი ქლიავი;

სადილი: უკარტოფილო შჩი, შავი პურის ერთი ნაჭერი, მოხარშული ძროხის ხორცი – 100 გრამი, 2 ცალი ნუში, ჩაი

ვახშამი: ბოსტნეულის სალათა ზეითუნის ზეთით, 4 შავი ქლიავი, უშაქრო ჩაი;

დღე 3

საუზმე: ბუტერბროდი მსხვილად დაღერღილი პურით, მაგარი ყველითა და უცხიმო ლორით, ყავა, 3 ცალი შავი ქლიავი;

სადილი: ბოსტნეულის სუფი, მოხარშული კარტოფილი, ახალი პომიდორი, 1 ნაჭერი პური, 2 ქლიავი, ჩაი;

ხემსი: 2 ცალი შავი ქლიავი, 1 ვაშლი

ვახშამი: საშუალო ცხიმიანობის კეფირი – 1 ჭიქა, შავი პური, 5 ქლიავი,

დღე 4

საუზმე: 150 გრამი შვრიის ფაფა წყალზე, ყავა, 4 ცალი შავი ქლიავი

სადილი: ბორში შავ პურთან ერთად, კიტრისა და პომიდვრის სალათა, 2 ცალი შავი ქლიავი;

ვახშამი: ბუტერბროდი შავი პურით, ყველითა და ლორით, 1 მუჭა ქიშმიში, 6 შავი ქლიავი, უშაქრო ჩაი.

ვისთვისაა ქლიავის დიეტა უკუნაჩვენები

  1. ადამიანები, რომლებსაც აქვთ ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადებები.
  2. დედები ლაქტაციის პერიოდში
  3. გაცხიმოვნებისა და დიარეისკენ მიდრეკილ ადამიანები

ვიმედოვნებთ, დიეტის შედეგები თქვენს მოლოდინს გადააჭარბებს.

თუ ეს მასალა სასარგებლო იყო თქვენთვის, მოუყევით მის შესახებ მეგობრებს და გაგვიზიარეთ თქვენი აზრიც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: