მთავარი რჩევები არ მისცეთ ლიმფას უფლება, რომ შეგუბდეს! თუ ფეხები გისივდებათ, არ დაუშვათ დამღუპველი შეცდომები…

არ მისცეთ ლიმფას უფლება, რომ შეგუბდეს! თუ ფეხები გისივდებათ, არ დაუშვათ დამღუპველი შეცდომები…

by Keti

ვარიკოზი გულ-სისხლძარღვთა სისტემის ერთ-ერთი დაავადებაა, რომელიც უფრო და უფრო ხშირად გვხვდება ახალგაზრდებშიც. ამ დროს ხდება ფეხების შეშუპება.

ყველაზე მეტად ვარიკოზს იწვევს მუდმივი ჯდომა ან დგომა. ამ დროს ხდება სისხლისა და ლიმფის მიდინება ქვედა კიდურებთან. ჩვენ მოგიყვებით, როგორ ებრძოლოთ შეშუპებას და ვარიკოზს ზაფხულის პერიოდში.

როგორ განვკურნოთ ვარიკოზი

ფეხებზე შეშუპების გაჩენა ხშირი ჯდომის ან დგომის შემდეგ, ვარიკოზის ერთ-ერთი ნიშანია. ამ დროს უნდა მიმართოთ ექიმს.

პარადოქსია, მაგრამ ადამიანებს, რომლებიც დღის მანძილზე აქტიურად მოძრაობენ, ვარიკოზის დროსაც კი ნაკლები შეშუპება აღენიშნებათ. ეს იმით აიხსნება, რომ მოძრაობისას სისხლისა და ლიმფის ცირკულაცია მატულობს.

შეშუპება შეიძლება შევამჩნიოთ ვიზუალურადაც და შეგრძნებებითაც. შეშუპების აშკარა ნიშნებია სიმძიმის შეგრძნება კიდურებში, ხშირი კრუნჩხვა, ასევე ხანგრძლივი ქავილი. მათი იგნორირება არ შეიძლება. არსებობს სხვადასხვა მეთოდი, რომლებიც ხელს უწყობს შეშუპების შემცირებას. თუმცა თავდაპირველად ვარიკოზს უმკურნალეთ. რა თქმა უნდა, უარი უნდა თქვათ თამბაქოსა და ალკოჰოლზე, თორემ შედეგს ვერ მიიღებთ.

როგორ განვიკურნოთ ვარიკოზისა და შეშუპებისგან

1. გამოიყენეთ სააფთიაქო საშუალებები – ვენოტონიკები. თუ არ არის ვარიკოზის შორსწასული სტადია, ისინი სრულად გადაჭრიან შეშუპების პრობლემას.

2. მოამზადეთ ბუნებრივი მალამო. შეურიეთ ალოეს წვენი, თაფლი, გახეხილი სტაფილო თანაბარი პროპორციებით. წაისვით ისინი გაციებული. ამ საშუალებას დღეში 3-4ჯერ იყენებენ.

3. გამოიყენეთ სპეციალური კომპრესული თეთრეული, ის ხელს უწყობს კუნთების ტონუსში ყოფნას და არ იწვევს ზედმეტი სითხის დაგროვებას.

ასეთი თეთრეულის ტარება ზაფხულში რთულია, მაგრამ ცივ პერიოდში ის არის, რაც გვჭირდება. ალტერნატივის სახით შეგიძლიათ კიდურებზე მჭიდროდ შემოიხვიოთ ბინტი, თუ დიდხანს გიწევთ დგომა ან ჯდომა.

4. ვენების ვარიკოზული გაფართოების მკურნალობისთვის სასარგებლოა მეფუტკრეობის პროდუქტები. შეგიძლიათ მუხლები და სხვა პრობლემური ადგილები თაფლით დაიზილოთ, თუ მანამდე მიიღებთ ეთერზეთების გრილ აბაზანებს. თუ თაფლი გაღიზიანებთ, მოამზადეთ უკეთესი საშუალება: შეურიეთ ფუტკრის ცვილი, პროპოლისი და ზეითუნის ზეთი პროპორციებით 2:1:1.

5. და, რა თქმა უნდა, ფიზიკური აქტივობა. თუ არ გაქვთ საშუალება სამსახურიდან გახვიდეთ გასასეირნებლად, დღეში რამდენჯერმე მაინც გაიარეთ ოფისში, რათა სითხე არ დაგროვდეს ფეხებში. საუკეთესოა სპორტის წყლის სახეობები. იარეთ ცურვაზე და წაისვით ფეხზე ,,თრომბოციდომი”. ეფექტი ნამდვილად შესანიშნავია.

ვენების ვარიკოზული გაგანიერება და შეშუპება დაამარცხებადია, თუ გამოიყენებთ მალამოებს და დაკავდებით ფიზიკური აქტივობით. კიდევ ერთი – არასდროს მიიღოთ ამ დაავადებისას შარდმდენი პრეპარატები! მათი გამოყენება მხოლოდ სისხლის გასქელებას გამოიწვევს და უფრო მეტად გააძლიერებს ვენური უკმარისობის სიმპტომებს.