მთავარი რჩევები მოასწარით ყვავილობის პიკზე: შეავსეთ ჭურჭელი მცენარეული ზეთითა და იისფერი ყვავილებით

მოასწარით ყვავილობის პიკზე: შეავსეთ ჭურჭელი მცენარეული ზეთითა და იისფერი ყვავილებით

by Keti

იასამნის ჯადოსნური არომატის დავიწყება შეუძლებელია, თუმცა ბევრმა არ იცის მის სამკურნალო თვისებებზე.

იასამნის ფერი

იასამნის სამკურნალო თვისებებზე ასწლეულების წინაც იცოდნენ. ვარაუდობენ, რომ პირველად ოსმალეთის იმპერიაში დაიწყეს იასამნის გამოყენება სამკურნალო და პარფიუმერული მიზნებისთვის.

იასამანი შეიცავს დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავას, ეთერზეთებს და ფლავონიდებს, რომლებიც დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე. იასამანი საუკეთესო სიცხის დამწევი, ანთების საწინააღმდეგო და გამაუტკივარებელი საშუალებაა.

მისგან ამზადებენ ჩაის, ზეთს, კომპრესებს, მალამოს. გვეხმარება რევმატიზმს, ართრიტს, რადიკულიტს, პოდაგრას დამარცხებაში. სამწუხაროდ, იასამნის ზეთს ვერ იყიდით, მაგრამ მისი მიღება სახლის პირობებში შეიძლება.

იასამნის ყვავილებისგან დამზადებული ზეთი

ყვავილები მოაგროვეთ ტყე-პარკის ზონაში ან ქალაქგარეთ – შორს სამრეწველო ზონებისა და მტვრიანი გზებისგან.

თქვენ დაგჭირდებათ

  • იასამნის ახალი ყვავილები
  • ნებისმიერი მცენარეული ზეთი ნეიტრალური სურნელით
  • ლიტრიანი ქილა სახურავით
  • სუფთა მარლა

მომზადება

1. ფრთხილად მოაცალეთ ღეროებს წვრილი ყვავილები და გაავსეთ ქილა.

2. გააცხელეთ მცენარეული ზეთი 80 გრადუსზე და დაასხით ყვავილებიან ქილას პირთამდე.

3. დააფარეთ ხუფი და დადგით 2 დღე.

4. გაწურეთ ზეთი მარლაში, იასამნის ყვავილების კარგად გაჭყლეტვით.

5. კვლავ გააცხელეთ ზეთი და დაამატეთ ყვავილების ახალი პორცია. დადგით.

6. გაიმეორეთ პროცედურა, სანამ არ მიიღებთ ზეთის საკმარის რაოდენობას.

ამ ზეთით უნდა გაიწმინდოთ შუბლი და საფეთქლები, მიგრენის დროს, შეციებისას. შეიზილეთ ავადმყოფ სახსრებში რევმატიზმისას, დაამატეთ ეს საშუალება მალამოს, ლოსიონს შამპუნს, კონდიციონერს. კოსმეტიკას გაამდიდრებთ შესანიშნავი არომატითა და ფასეული ნივთიერებებით.

დღესდღეობით სახალხო მკურნალები იყენებენ იასამნის ზეთს გამონაყარის, მზის დამწვრობის, ნახეთქების, ნაჩხაპნებისა და კანის სხვადასხვა დაავადებებისას. თუ ზეთს დაამატებთ გასასუფთავებელ საშუალებებს, საუკეთესო არომატი გაავსებს თქვენს სახლს.

ეს ზეთი კურნავს ბრონხიტს, გაციებას, ანგინას, გრიპს. გამოიყენებენ ინჰალაციის დროს. იასამანი ხსნის სტრესსა და ნერვულ დაძაბულობას. ზრდის სქესობრივ მიმზიდველობას.

იასამნის ყვავილისგან მიღებული ზეთი აუმჯობესებს მდგომარეობას ვენების ვარიკოზული დაავადებებისას. ამ დროს იყენებენ კომპრესებს და იტოვებენ მას მთელი ღამით. ამისათვის ბამბის ქსოვილს ასველებენ მთლიანად ზეთში და იდებენ მტკივნეულ ადგილზე. ზემოდახ იხვევენ საკვებ ცელოფანს. ეს პროცედურები ფიზიკურ ვარჯიშებთან ერთად ყველაზე ეფექტურია.

მოგეწონათ სტატია? დრო არ დაკარგოთ, დაკრიფეთ იასამანი, როცა ის აყვავდება და მოამზადეთ მისგან ეს შესანიშნავი ზეთი.

ასევე დაგაინტერესებთ: