მთავარი რჩევები თქვენს სამზარეულოშიც იქნება: ეს სანელებლები ძალიან საშიშია თქვენი ჯანმრთელობისთვის.

თქვენს სამზარეულოშიც იქნება: ეს სანელებლები ძალიან საშიშია თქვენი ჯანმრთელობისთვის.

by Keti

რთულია წარმოვიდგინოთ სამზარეულო სანელებლების გარეშე. ისინი გვეხმარება კულინარიულ ექსპერიმენტებში, რადგან კერძებს აძლევენ განუმეორებელ არომატს და გემოს. თუმცა… ცხოვრება ისე არ არის მოწყობილი, რომ ყველაფერი გემრიელი სასარგებლო იყოს.

ცნობილი ალქიმიკოსი და ექიმი პარაცელსიუსი ამბობდა: ,,ყველაფერი შხამია და ყველაფერი წამალი. ყველაფერს განსაზღვრავს დოზა.”

მეცნიერებმა დაასახელეს ყველაზე სახიფათო სანელებლები, რომლებიც ყველა სამზარეულოშია.

სანელებლები და სუნელები

მავნე საგემოვნო დანამატების სია:

1. მარილი

სუფრის მარილი ანუ ნატრიუმის ქლორიდი, როგორც მრავალი კვლევა ამტკიცებს, პროვოცირებას უკეთებს თირკმლის დაავადებებს და სისხლძარღვთა შევიწროებას.

ზედმეტი მარილის ტოქსიკურობის შესამცირებლად თირკმელებს უწევს გადაჯერებულ ხსნართან მუშაობა. ხსნარის კონცენტრაციის დაქვეითება შესაძლებელია სითხის ზედმეტი პორციის გამოყენებით. ეს კი იწვევს არტერიული წნევის მატებას და ინფარქტისა და ინსულტების რისკის ზრდას.

2. შაქარი

შაქრის ჭარბი გამოყენება იწვევს პრობლემებს კბილებთან, გაცხიმოვნებას, დიაბეტს, გულის დაავადებებს. შაქარი ფარულადაც შედის ბევრ პროდუქტში.

შაქარი გვხვდება ძეხვში, იოგურტებში, სოუსებში, სხვადასხვა კონსერვში. ჩვენ ყოველდღე მივირთმევთ ამ პროდუქტებს და არც კი ვეჭვობთ, რომ ვაჭარბებთ შაქრის უვნებელ ნორმას.

3. მაიონეზი

მარილისა და შაქრის გარდა მაიონეზში შედის კვერცხის გული, რომელიც არ არის პასტერიზებული. ეს ზრდის სალმონელოზის დაავადების რისკს. გარდა ამისა, ერთი სუფრის კოვზი მაიონეზი შეიცავს ცხიმების დღეღამური ნორმის 15%ს.

4. სოიოს სოუსი

სოუსის ერთი კოვზი შეიცავს მარილის დღეღამური ნორმის თითქმის ნახევარს. ამის გარდა სოიოს სოუსი იწარმოება სოიოს ფერმენტირებული პასტისგან, რომელიც შეიცავს 2% ალკოჰოლს.

5. დარიჩინი და მუსკატის კაკალი

ეს ორივე სანელებელი ზედმეტი დოზის მიღებისას საშიში ხდება. მათი ბოროტად გამოყენება იწვევს კრუნჩხვებსა და კონვულსიასაც კი.

6. როზმარინი

მისი გამოყენება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ორსულობისას, ასევე როზმარინს აქვს შარდმდენი ეფექტი და სერიოზულ დატვირთვას აყენებს თირკმელს. არ შეიძლება ის გამოიყენონ ჰიპერტონიისას.

7. მიხაკი

მიხაკს უმატებენ თევზისა და ხორცის პროდუქტებს, გამოსაცხობად. ცოტამ იცის, რომ მიხაკი იწვევს ძილიანობას და წარმოადგენს სედატიურ საშუალებას.

8. სალბი 

სალბის ზეთი შეიცავს მონოტერპინს – აქტიურ ტოქსინს. გადაჭარბებულმა დოზამ შესაძლოა ტაქიკარდია, კრუნჩხვები ან ჰალუცინაციები გამოიწვიოს.

რეალურად, სანელებლები ორი სახისაა: 1. სინთეტიური, რომლებიც აძლიერებს და ცვლის საკვების გემოს; 2. მხოლოდ მცენარეული წარმოშობის.

მრავალკომპონენტური კულინარული ნარევები ასევე შესაძლებელია იყოს გამოყენებული, როგორც გემოვნებითი დანამატები გარკვეულ კერძებთან და პროდუქტებთან.

ზოგიერთი სანელებელი ვერ ეგუება ერთმანეთს, მაგალითად, სჯობს, ბაზილიკი საერთოდ არ შეურიოთ სხვა სანელებლებს გარდა ნივრისა. ხოლო კვლიავი უხდება ანისულს, ცერეცოს და პილპილს.

სანელებლები აუმჯობესებს გონებრივ მუშაობასა და პროდუქტიულობას, ათავისუფლებს სტრესის, ნეგატიური ემოციებისა და დეპრესიისგან. არ გჯერათ? შეამოწმეთ. მთავარია, ყოველთვის გვახსოვდეს ნორმა!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: