მთავარი რჩევები შრი შრი რავი შანკარის 9 რჩევა, რომელიც ოპტიმიზმით აგავსებთ!

შრი შრი რავი შანკარის 9 რჩევა, რომელიც ოპტიმიზმით აგავსებთ!

by Keti

შრი შრი რავი შანკარი – ინდოელი სასულიერო ლიდერია, რომელმაც მიზნად დაისახა არა საკუთარი კეთილდღეობა, არამედ ადამიანების უანგარო დახმარება. ის 30 წელზე მეტია ასწავლის სუნთქვითი ტექნიკის გამოყენებას, რომელიც ხსნის სტრესს. მან დიდი ხნის წინ გახსნა საკუთარი სკოლა, სადაც ღარიბი ადამიანები უფასოდ იღებენ განათლებას.

ყველას უყვარს ინდოელი გურუ, დიდსაც და პატარასაც. ერთხელ ჟურნალმა ,,ფორბსმა” შრი შრის უწოდა ინდოეთის რიგით მეხუთე მნიშვნელობის ადამიანი. ჩვენ გაგიმხელთ სიბრძნის ნაკრებს, რომელსაც ეს საზოგადო მოღვაწე ქადაგებს.

არ იჩქაროთ

იყავი იქ, სადაც კარგად გრძნობ თავს. თუ გრძნობ, რომ არ ხარ საჭირო ადგილას, წადი იქ, სადაც შინაგანი ხმა გიკარნახებთ. აუცილებელი არაა სადმე წასვლა, რადგან არსებობს ვიწრო ზღვარი მუდმივ ყოფნას შორის.

წარმატება თავში არ აგივარდეთ

თუ ზუსტად გესმით თქვენი მიზანი და გამოიჩენთ მოთმინებას მის მისაღწევად, წარმატება გარდაუვალი იქნება.

იყავი ის, რაც ხარ, სხვებს კი მიეცი საშუალება იყვნენ ,,სხვები”

ყველას თავისი ცხოვრება აქვს, ყველა თავის გზით მიდის. თუ თქვენი გზები გადაიკვეთება, ეს შესანიშნავია. ხოლო თუ გზა გაიყოფა, არ იდარდოთ, რადგან ყველაფერი რაც ხდება, უკეთესობისთვისაა.

არ ისწრაფო იდეალურობისკენ

შრი შრი თვლის, რომ ყველა ბოროტება ამ მისწრაფებისგან მოდის. ,,რატომ არ შეგვიძლია ბოროტების კონტროლი? რადგან გვიყვარს სრულყოფილება. დატოვეთ ცოტა ადგილი არაიდეალურობისთვის.”

შორს შფოთვები

შფოთვა საერთოდ არ მოქმედებს. შედეგები მძიმე მუშაობას მოაქვს, ხოლო სულიერება ამტკიცებს ამ შრომას.

არ გაბრაზდეთ წვრილმანებზე

არ ღირს უკვე მომხდარზე გაბრაზება, უბრალოდ დარწმუნდით, რომ არასასიამოვნო სიტუაცია არ განმეორდება.

შეხვდით ყველასა და ყველაფერს სახეზე ღიმილით

მაგრამ არასდროს არ დაემშვიდობოთ, რადგან ქვეყანაზე არაფერს აქვს დასასრული. უთხარი: ,,მადლობა, მომავალ შეხვედრამდე”.

არ აწყენინო ადამიანებს სიტყვებით

ყველა ჩვენთაგანში ხომ ღვთაებრივი ძალის ნაწილია.

ყოველთვის იყავი გახსნილი ადამიანის, კოსმოსისა და საკუთარი თავის მიმართ

ცხოვრებაში ყველაფერი საუკეთესოდ ეწყობა. შენ ძლიერ უყვარხარ სხვებს, ზრუნავენ შენს საჭიროებებზე. თითოეულ ცუდი მოვლენის შემდეგ ერთი კარგი მოხდება, რადგან არსებობს კარმის კანონები

ინდოელი გურუს სიბრძნე არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ, თუმცა მართლმადიდებელი მრევლისთვის ეს ყველაფერი ისედაც ახლოა.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: