მთავარი კულინარია არაჩვეულებრივი ,,ზარმაცი ოლადები”, რომელიც ხორცის მოყვარულებს მცირე დროში გააბედნიერებს!

არაჩვეულებრივი ,,ზარმაცი ოლადები”, რომელიც ხორცის მოყვარულებს მცირე დროში გააბედნიერებს!

by Keti

როცა სასწაულად გინდათ ხორციანი საკვები და ასევე სწრაფად, უარი არ უნდა თქვათ ამ სურვილზე – ეს ხომ მარტივი ადამიანური სიხარულია. ჩვენ ვამზადებთ ,,ზარმაც ხორცს”: კერძი მარტივია და უგემრიელესი. მოგიყვებით, როგორ მოამზადოთ ის.

რეცეპტი კარგია იმით, რომ საშუალებას გვაძლევს, ფაქტობრივად, ნებისმიერი ცხოველისა და ფრინველის ხორცი გამოვიყენოთ. ის ეკონომიურია, სწრაფი და გემრიელი.

დროს დაზოგავთ, დაჭრით ხორცს და მასში შეურევთ ლიმნის წვენს, ხახვს და არაჟანს. დამარინადებული ხორცი შეიძლება სეინახოთ მაცივარში 2 დღე-ღამე. შეწვის წინ დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და შეურიეთ.

ინგრედიენტები

300 გრამი ხორცი

ერთი სუფრის კოვზი სახამებელი

2 სუფრის კოვზი არაჟანი

ერთი კვერცხი

მარილი, პილპილი – გემოვნებით

2 სუფრის კოვზი ზეთი

ერთი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი

ერთი ხახვი

მომზადება

1. ხორცი დაჭერით წვრილ კუბებად, ჩაალაგეთ ჯამში, დაჭერით ხახვი, დაამატეთ ის ხორცს. ამ მასას დაუმატეთ კვერცხი, სახამებელი, არაჟანი, ლიმონის წვენი, მარილი, პილპილი. კარგად აურიეთ, დააფარეთ საკვები ცელოფანი და დატოვეთ 15 წუთით.

2. ზეთი ტაფაში გააცხელეთ, მასა ამოიღეთ კოვზით, რათა გამოვიდეს მრგვალი ხორცის ოლადები. შეწვით საშუალო ცეცხლზე, ერთ მხარეს, თავდახურულში, სანამ ხორცი არ გათეთრდება. გადააბრუნეთ ოლადები და განაგრძეთ შეწვა თავდახურვის გარეშე.

თუ ოლადები გსურთ, რომ აღმოსავლური გემოსი იყოს, არაჟნის ნაცვლად დაუმატეთ ორი კოვზი სოიოს სოუსი, დაამატეთ ნახევარი ჩაის კოვზი იმბირი და ერთი მუჭა სეზამი. გამოვა უჩვეულო და მდიდრული გემოს კერძი. გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: