მთავარი რჩევები გთავაზობთ დედის რეცეპტს -,,სამეულს” – ულამაზესი ვარდების მოსაყვანად

გთავაზობთ დედის რეცეპტს -,,სამეულს” – ულამაზესი ვარდების მოსაყვანად

by Keti

საწყენია, რომ რამდენიმე დღეში ყველაზე ლამაზი თაიგული ჭკნება. გთავაზობთ მეთოდს, რომლის მიხედვითაც ყვავილები უფრო დიდხანს გაგახარებთ, მთავარია ისინი სწორად და დროულად გადარგათ.

მებაღეები ამბობენ, რომ ეს მეთოდი მხოლოდ ახალაზრდა მცენარეებთან მუშაობს, ხოლო საყვავილეში კვირეების განმავლობაში მყოფ ყვავილებს აღარაფერი უშველით. თუმცა მათ არ უსმინოთ, ჩვენი საიდუმლო რეცეპტით თქვენ ყველაზე დამჭკნარ ვარდსაც კი აიძულებთ ყვავილობას.

როგორ გავზარდოთ ვარდი პატარა ღეროსგან

როგორ გავზარდოთ ვარდები სახლის პირობებში? ეს უმარტივესია! ყველაზე იოლი მეთოდი არომატული ვარდის გასაზრდელად არის ზემოაღნიშნული ეფექტური და ხელმისაწვდომი სამეულის რეცეპტი. მოამზადეთ ინგრედიენტები და მოიკრიბეთ მოთმინება – ვარდები გაგახარებენ მეორადი აყვავილებით.

ინგრედიენტები

ერთი ჩაის კოვზი თაფლი

2 ჩაის კოვზი ალოეს წვენი

ერთი ჩაის კოვზი ხის ნაცარი

120 მილილიტრი დამდგარი წყალი

ნიადაგი

მომზადება და გამოყენება

1. პირველად მოვამზადოთ ღეროები. ყვავილი სწორი კუთხით გადაჭერით, დატოვეთ მხოლოდ ღეროს ზედა ნაწილი რამდენიმე ფოთლით. ქვედა განაჭერი დახრილი გააკეთეთ.

2. შეურიეთ თაფლი, ალოე და ნაცარი. დაასხით ნარევს 120 მილილიტრი ოთახის ტემპერატურის წყალი. ჩაუშვით ღეროები ამ მკვებავ ხსნარში ნახევარი დღით. გაითვალისწიბეთ, რომ რაც უფრო უიმედოა ღეროს მდგომარეობა, მით მეტი დრო დასჭირდება აღდგენისთვის.

3. დროის გასვლის შემდეგ ამოიღეთ ღეროები ხსნარიდან და გადარგეთ ნიადაგში, რომელიც მდიდარია ჰუმუსით.

4. დარგულ ღეროებს უნდა დააფაროთ, რათა არ გამოშრნენ. გამოგადგებათ პლასტმასის ბოთლიცა და პოლიეთილენის ცელოფანიც. დადგით ქოთნები თბილ ადგილას, პერიოდულად ახადეთ, რაც აფარია აუცილებელი ჟანგბადის მისაღებად.

როდის გაიღვიძებს ღერო? ყველაფერი დამოკიდებულია ტემპერატურასა და მცენარის საწყის მდგომარეობაზე. საშუალოდ დაფესვიანებისთვის საჭიროა 40-45 დღე.

5. როცა ვარდი სათანადოდ დაფესვიანდება, შეგიძლიათ ის ბაღში გადარგოთ, შეგიძლიათ ქოთანში დატოვოთ – ფანჯრის თაროზე.

სახლის პირობებში ვარდის თაიგულისგან გაზრდა რთული არ არის, სასიამოვნო და იოლი სამუშაოა. გარანტიას გაძლევთ, თქვენს ბაღში ან ფანჯრის რაფაზე კიდევ ერთი შენიშნავი ყვავილი გამოჩნდება.

რა მეთოდებს იცნობ შენ? გაგვიზიარე კომენტარებში.