მთავარი ჯანმრთელობა გულის მუშაობას ამ მეთოდით ვამოწმებ. შესანიშნავია, ინფარქტის რისკი მცირეა.

გულის მუშაობას ამ მეთოდით ვამოწმებ. შესანიშნავია, ინფარქტის რისკი მცირეა.

by Keti

ყველას გვსურს დღეგრძელად ვიცოცხლოთ. ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე კი გულ-სისხლძარღვთა სისტემის სწორ მუშაობაზეა დამოკიდებული.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მიზეზი შეიძლება გახდეს არაბალანსირებული კვება, მავნე ჩვევები, მჯდომარე სამუშაო. სამწუხაროდ, ადამიანები არაფერს აკეთებენ გართულებების ასაცილებლად. გთავაზობთ უმარტივეს მეთოდს, თუ როგორ შეიმოწმოთ გულის მუშაობა. ამისთვის დაგჭირდებათ ტაშტი, ყინულიანი წყალი და ხელები.

როგორ შევიმოწმოთ გული

ჩაასხით ტაშტში ცივი წყალი და დაუმატეთ ყინული, შემდეგ ნახევარი წუთით ჩაყავით წყალში ხელის გულები და დააკვირდით თითებს. თუ თითის ბოლოები გაფერმკრთალდა ან მიიღო მოცისფრო შეფერილობა, თქვენ გაქვთ სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული პრობლემები.

სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული პრობლემები მდგომარეობს იმაში, რომ ის იწყება თანდათან, მიმდინარეობს დუნედ და იწვევს სასიკვდილო დაავადებებს: ინსულტს, ინფარქტს, იშემიურ დაავადებებს.

იმისათვის რომ არ დავუშვათ სერიოზული გართულებები, გადავხედოთ კვებას. გთავაზობთ პროდუქტების სიას, რომელიც დაგეხმარებათ ამაში.

გულის კარგი მუშაობისთვის საჭირო პროდუქტები

1. ნიორი

ნიორი მთავარ როლს თამაშობს გულის ჯანსაღად მუშაობაში, ის ხელს უწყობს სისხლის გათხელებას, რაც ამცირებს ინფარქტისა და ინსულტების რისკს.

2. კომბოსტო

სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებისთვის ყველა სახეობის კომბოსტო გამოდგება, განსაკუთრებით სასარგებლოა თეთრი და ყვავილოვანი კომბოსტო, ასევე ბროკოლი. მათში C ვიტამინის გარდა არის კალციუმი, ფოსფორი. ისინი აუმჯობესებს სისხლის დინებას.

3. გოგრის თესლი

ისინი შეიცავს მაგნიუმს, ეს კი სისხლძარღვებს იცავს. ის მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესშიც: ადამიანებს, რომლებიც საკმარის მაგნიუმს იღებენ, იშვიათად უჩნდებათ თრომბი. გოგრის თესლის გარდა მაგნიუმის წყაროა ნუში, არაქისი, ავოკადო, კაკალი, ისპანახი, ლობიო.

4. იმბირი

მისი ხშირი მოხმარება აქვეითებს ქოლესტერინის დონს და ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას. იმბირი ასევე ასუფთავებს სისხლძარღვებს.

5. ზღვის პროდუქტები

ცხიმიან ზღვის თევზსა და სხვა პროდუქტებში ბევრი იოდია და ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავა. ისინი მონაწილეობენ მეტაბოლიზმისა და სისხლის მიმოქცევის სისტემის დარეგულირებაში, იცავენ სისხლძარღვებს ქოლესტერინის ბალთების წარმოქმნისგან.

6. მწარე წითელი წიწაკა

წიწაკაში შემავალი ალკალოდი – კაფსაიცინი – აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და მის გამოყოფას ორგანიზმიდან.


7. ახალი კენკრა

ჟოლო, მოცხარი, მოცვი – სალიცილის მჟავის, C ვიტამინისა და რკინის საუკეთესო წყაროებია. მათი ხშირი გამოყენება ამცირებს თრომბების წარმოქმნის პროცესს, აღადგენს სისხლძარღვებს.

8. პომიდორი

ლიკოპინის შემცველობის მიხედვით პომიდორი რეკორდსმენია. ეს ნივთიერება ყველაზე მძლავრი ანტიოქსიდანტია, რომელიც შლის ცხიმებს და აქვეითებს ქოლესტერინის დონეს. პომიდვრის ხშირი გამოყენებისას სისხლძარღვების ათეროსკლეროზის რისკი მინიმუმამდე მცირდება.

ყოველთვის გახარებთ საკუთარი გამოსახულება სარკეში? ცხადია, თვალებქვეშ სილურჯე შეიძლება დავაბრალოთ გამოუძინებლობას ან ცუდ ამინდს. თუმცა ის შეიძლება სერიოზული სიმპტომიც იყოს, რომელიც შინაგანი ორგანოების მუშაობის დარღვევის შედეგია.

ჩვენი ორგანიზმის ყოველ სისტემას აქვს თავისი ძირითადი მაჩვენებელი, რომელიც შეგიძლიათ დამოუკიდებლადაც გაზომოთ ან ანალიზების შედეგად შეიტყოთ. რამდენადაც ეს მაჩვენებლები გამოდის ნორმიდან, იმდენაც სერიოზულია პრობლემა ორგანიზმში.

გაუზიარეთ სასარგებლო სტატია მეგობრებს! გისურვებთ ჯანმრთელობას!