მთავარი რჩევები 7 დღიანი ჩინური დიეტა საგაზაფხულოდ: ვინც გამოიყენა, ჯერ არავინ გაწბილებულა.

7 დღიანი ჩინური დიეტა საგაზაფხულოდ: ვინც გამოიყენა, ჯერ არავინ გაწბილებულა.

by Keti

ჩინელები ისეთი გატაცებით არიან ჭამაზე შეყვარებულები, რომ სულ გვიკვირს, რატომ არასდროს აქვთ ზედმეტი წონა. რაშია მათი აღნაგობის საიდუმლო? დიეტოლოგები თვლიან, რომ საქმე ტრადიციულ კვების სისტემაშია.

ჩინური საჭმელი ბალანსირებულია ცილებით, ცხიმებითა და ნახშირწყლებით. ისინი ნახშირწყლებს იღებენ ძირითადად ბრინჯისგან. ბრინჯს კი იმდენს მიირთმევენ, რომ ის ცხიმად არ გარდაიქმნას, თუმცა საკმარისი იყოს ენერგიისთვის.

დანარჩენი კერძები კი არის ბოსტნეული, ხორცი, თევზი, სოიოს ხაჭო – ,,ტოფუ” – ვეგეტარიანელებისა და გახდომის მოსურნე გოგონების საყვარელი პროდუქტი. მას ცილების მაღალი შემცველობის გამო უწოდეს ,,უძვლო ხორცი.”

ჩინური დიეტა

გასახდომი ჩინური დიეტა მიმართულია იმისკენ, რომ არ მივიღოთ მარილი, შაქარი, ალკოჰოლი და პურ-ფუნთუშეული. რეკომენდებულია მხოლოდ მწვანე ჩაი, ადუღებული ან გაზგასული მინერალური წყალი.

გთავაზობთ შვიდდღიან ჩინურ დიეტას. მისი დაცვით ერთ კვირაში 3-4 კილოს დაიკლებთ სრულიად ჯანსაღად.

ორშაბათი

  1. საუზმე: მწვანე ჩაი ორცხობილასთან ერთად.
  2. სადილი: მოხარშული სატაცური, 150 გრამი მოხარშული თევზი, პატარა პურის ნაჭერი, ერთი ჭიქა მინერალური წყალი.
  3. ვახშამი: სტაფილოს სალათა მზესუმზირის ზეთით, 2 მოხარშული კვერცხი.

სამშაბათი

  1. საუზმე: 150 გრამი ახალი კომბოსტო, ერთი ჭიქა მინერალური წყალი.
  2. სადილი: 4 სუფრის კოვზი მოხარშული ბრინჯი, 150 გრამი გახეხილი სტაფილო ზეითუნის ზეთით. მინერალური წყალი.
  3. ვახშამი: 150 გრამი მოხარშული თევზი, პურის ნაჭერი, პომიდორი და სალათის ფურცელი.

ოთხშაბათი

  1. საუზმე: გახეხილი სტაფილო ლიმონის წვენითა და ნახევარი კოვზი თაფლით, მწვანე ჩაი
  2. სადილი: მოხარშული ზღვის თევზი – 500 გრამი. ერთი ჭიქა პომიდვრის წვენი
  3. ვახშამი: მოხარშული ქათმის ფილე, ერთი ჭიქა კეფირი

ხუთშაბათი

  1. საუზმე: ერთი ჭიქა ვაშლის წვენი, ვაშლი, ფორთოხალი, გახუხული პური
  2. სადილი: მოხარშული სატაცური ბრინჯითა და ბაზილიკის ფოთლებით, ვაშლი, შავი პურის ნაჭერი
  3. ვახშამი: 2 მოხარშული კარტოფილი, 200 გრამი მოხარშული თევზი, პურის პატარა ნაჭერი

პარასკევი

  1. საუზმე: ბრინჯის ფაფა, ჭიქა მინერალური წყალი
  2. სადილი: მოხარშული თევზი, თეთრი და ზღვის კომბოსტოს სალათა, ჭიქა მინერალური წყალი
  3. ვახშამი: ვაშლი სასურველი რაოდენობით

შაბათი

  1. საუზმე: სტაფილოს სალათა, მწვანე ჩაი ტოსტთან ერთად
  2. სადილი: ძირთეთრას ან ოხრახუშის ფესვი – მცირე რაოდენობის ზეთში შემწვარი, ვაშლი
  3. ვახშამი: 150 გრამი გამომცხვარი ხორცი, სალათის ფურცლები, ფორთოხალი

კვირა

  1. საუზმე: ხილის სალათა და ჭიქა მინერალური წყალი
  2. სადილი: ბრინჯი ხილითა და ერთი კოვზი თაფლით, ჭიქა მინერალური წყალი
  3. ვახშამი: ორთქლზე მომზადებული თევზი, ზღვის კომბოსტოს სალათა.

ჩინურ შვიდდღიან დიეტას აქვს თავისი უკუჩვენებები. უმარილო დიეტა იწვევს ორგანიზმის გაუწყლოებას, ასე რომ, სჯობს, ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია.

დიეტის დამთავრების მომდევნო დღეს ჩინელები გვირჩევენ მივირთვათ 5 პორცია სხვადასხვა სახეობის ხილი და ბოსტნეული. რაციონში ჩვეული კერძების დამატება საჭიროა თანდათან, მარილის შეზღუდვა კი სულ აუცილებელია.

გაუზიარეთ სტატია მეგობრებს და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი!