4.7K
თითოეულ ჩვენგანს უწვნევია სხვადასხვა ტიპის დამწვრობა. მიზები ბევრია, შედეგი კი – აუტანელი ტკივილი, სიწითლე, ბუშტუკები და შოკიც კი.
დამწვრობა შეიძლება გართულდეს ინფექციებით, ნივთიერებათა ცვლის მოშლითა და სიკვდილითაც კი.
მდუღარეთი და ორთქლით დამწვრობა
პირველადი დახმარება
- სასწრაფოდ მოაცილეთ გამაღიზიანებელი ფაქტორი – წყალი ან ორთქლი. მთავარია, არ ჩავარდეთ პანიკაში და იმოქმედოთ სწრაფად.
- თუ დაზიანების ფარტობი პატარაა და არ არის მძიმე, დამწვარი ადგილი გამდინარე წყლით გააგრილეთ. პროცედურა მოიცავს 15-20 წუთს. წყალი არ უნდა იყოს ყინულოვანი.
- დააფარეთ დაზიანებულ ადგილს მშრალი, სტერილური სახვევი.
- თუ ტრავმა მტკივნეულია, მიიღეთ ნებისმიერი ტკივილგამაყუჩებელი ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი.
რა არ უნდა გააკეთოთ
- ძლიერი დამწვრობისას სასტიკად არ შეიძლება ჭრილობიდან ტანსაცმლის აგლეჯვა, თუ ის მიწებებულია.
- არ შეეხოთ ჭრილობას ხელით.
- არ წაისვათ მასზე მალამო, ზეთი და სხვა, ასე ხელს შეუწყობთ ინფექციის განვითარებას.
- არ დაიდოთ ჭრილობაზე თოვლი, ყინული.
- არ დაიმუშაოთ ჭრილობა გამაღიზიანებელი ანტისეპტიკური საშუალებებით – იოდით, ზეჟანგით, სპირტით.
- არ გახეთქოთ ბუშტუკები.
დამწვრობა ზეთით
პირველადი დახმარება
- მოიშორეთ ზეთის ფენა ქაღალდის ხელსახოცით.
- ჭრილობა ჩამოიბანეთ ცივი, გამდინარე წყლით 15-20 წუთის მანძილზე.
- თუ ვერ ახერხებთ დამწვარი ადგილის ჩამობანას, ფრთხილად გაათავისუფლეთ ტანსაცმლისგან და გააციეთ სპეციალური აეროზოლის ან გელის საშუალებით.
- თუ კანზე ბუშტები წარმოიქმნა, არ უჩხვლიტოთ.
- ძლიერი ტკივილისას მიიღეთ ტკივილგამაყუჩებლები.
რა არ უნდა გააკეთოთ
- არ ჩამოიბანოთ დამწვრობა მაშინვე, ჯერ ზეთი მოიცილეთ.
- არ გამოიყენოთ დამწვრობის საწინააღმდეგო კრემები.
- არ მოშარდოთ დამწვრობაზე, არ წაუსვათ მალამო, კვერცხის ცილა ან სხვა ხალხური მეთოდები.
ქიმიური დამწვრობა
პირველადი დახმარება
- მოიშორეთ გამაღიზიანებელი და გააციეთ ცივი, გამდინარე წყლით დამწვარი ადგილი, კვლავ 15-20 წუთით.
- ქიმიური საშუალება უნდა გაანეიტრალოთ: მჟავა – ტუტეთი, ტუტე – მჟავით.
- მჟავათი დაზიანებისას ჭრილობა ზოდით ან საპნიანი წყლით ჩამოიბანეთ, ტუტეთი დამწვრობისას – განზავებული ძმარმჟავათი.
- აგენტის ნეიტრალიზების შემდეგ დაიდეთ სტერილური სახვევი.
რა არ უნდა გავაკეთოთ
- არ მიიდოთ კომპრესები და სველი სახვევები, არ წაისვათ ზეთი, მიიკარეთ მხოლოდ წყალი.
- დამწვრობის გართულების შესაჩერებლად, მას ხელით არ შეეხოთ.
- დაზიანების მაღალი ხარისხის დროს, მიმართეთ ექიმს.
თვალის დამწვრობა
პირველადი დახმარება
- თუ თვალში მოგხვდათ შხამიანი ნივთიერება, სწრაფად და გულმოდგინეთ დაიბანეთ ცივი წყლით 30-40 წუთის განმავლობაში.
- შემდეგ თვალი დაიბანეთ ოთახის ტემპერატურის ჩაის ნაყენით.
- ეფექტურია ცივი ჩაის კომპრესიც.
- მიმართეთ ოფთალმოლოგს.
მზის დამწვრობა
პირველადი დახმარება
- გადაინაცვლეთ ჩრდილში ან გრილ ადგილას.
- დამწვარ ადგილზე დაიდეთ სველი, ცივი სახვევი.
- მიიღეთ ცივი შხაპი ან აბაზანა.
- თუ გაქვთ თავბრუსხვევა, გულისრევა, თავის ტკივილი – მიმართეთ ექიმს!
- პარაცეტამოლი ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება ტკივილის მოხსნაში დაგეხმარებათ.
რა არ უნდა გავაკეთოთ
- არ მიიდოთ დამწვარ კანზე ყინული, არ დაიბანოთ საპნით, არ გაიხეხოთ.
- კანზე არ წაისვათ ვაზელინი და მსგავსი ცხიმები.
- ბუშტუკები არ გახეთქოთ.
- გამოჯანმრთელებამდე არ იყოთ მზეზე.
- არ მიიღოთ ალკოჰოლი, ყავა, მაგარი ჩაი.
დამწვრობები, თუნდაც უმნიშვნელო, ამცირებს მოცირკულირე სისხლის მუშაობას, ამიტომ აუცილებელია სვათ ბევრი – არამხოლოდ წყალი, არამედ რაიმე ტკბილი და თბილი, მაგალითად, ჩაი ან კომპოტი.
შეინახეთ რჩევები და გაუზიარეთ მეგობრებსაც, ეს ყველას გამოადგება.