მთავარი რჩევები ინდოელი ქალები ცხელ ადუღებულ წყალს სვამენ. მიზეზს რომ გაიგებთ, თქვენც დაიწყებთ დალევას.

ინდოელი ქალები ცხელ ადუღებულ წყალს სვამენ. მიზეზს რომ გაიგებთ, თქვენც დაიწყებთ დალევას.

by Keti

ბავშვობაში ხშირად გვიკრძალავდნენ ონკანის წყალს და მხოლოდ ანადუღარს გვალევინებდნენ. დღესდღეობით ექიმები, პირიქით, მხოლოდ ცოცხალ წყალს ურჩევენ.

თუმცა ადუღებული წყლის სარგებლობაზე კიდევ ბევრი რამ არ ვიცით…

წყლის სარგებლობა უზმოზე

უძველესი ტიბეტური მედიცინა ამტკიცებს, რომ ადუღებული წყალი პირველი წამალია. ასე თვლის ჩვენთვის უკვე ნაცნობი ,,აიურვედა”.

ჩვენ გიამბობთ მიზეზს, რატომაც არის ცხელი და ადუღებული წყალის უზმოზე მიღება სასარგებლო.

აიურვედა გვიყვება ცოცხალი წყლის სხვადასხვა სახეობაზე, ხოლო ადუღებული წყლის სასარგებლო თვისებები ცალკეა გამოყოფილი. ეს უკანასკნელი საუკეთესოა დაღლილობასთან, გაცხიმოვნებასთან და სხვა დაავადებებთან საბრძოლველად.

ამისთვის იდეალურია წყაროს, ტბის, წვიმის, მდინარის წყლები. მხოლოდ ასეთი წყალია ცოცხალი.

ცხელი, ადუღებული წყალი ძალიან მსუბუქია, კლავს წყურვილს და მთლიანად შეიწოვება ორგანიზმში 24 წუთში. ცივი, მინერალური წყალი – 72 წუთში. თბილი – 48 საათში.

გაღვიძების შემდეგ, ორგანიზმის შოკირება რომ არ მოვახდინოთ, მნიშვნელოვანია, დასალევი წყალი იყოს ცხელი ან თბილი მაინც – 35-40 გრადუსი.

აიურვედას თანახმად, დუღილის დროზე დამოკიდებულია წყლის სასარგებლო თვისებები. რაც შეეხება დოზას, ინდივიდუალურია, ორიენტირება გააკეთეთ წყურვილის შეგრძნებაზე.

წყალი, რომელიც დუღილისას მცირდება მოცულობის ერთ მეოთხედამდე – ,,აროგიამბუ” – არის სამკურნალო წყალი. ის არეგულირებს საჭმლის მონელებას, კურნავს გაცხიმოვნებას, შარდისა და ნაღვლის ბუშტებს, შველის კოლიტს, ანემიას, ჰემოროის, ფილტვების ანთებას.

ოთახის ტემპერატურის აროგიამბუს ჰქვია ,,შრიტა სიტა”. ასეთი წყალი შველის ღებინებას, ფაღარათს, თავბრუს ხვევას, სისუსტეს, მოწამვლას.

ცხელი წყალი, რომელიც ნახევრამდეა დადუღებული, არის უშნადაკა. ის კურნავს ასთმას, ბრონხიტს, ამცირებს სიცხეს. ნევრასთენიისას ასეთი წყლის მიღება სცადეთ ძილის წინ.

როგორ დავლიოთ წყალი სწორად

1. დაიწყეთ დილა ერთი ჭიქა ადუღებული წყლით. ამის შემდეგ შეგიძლიათ მწიკვი მარილი დაწუწნოთ.

2. წყალი სვით ნელა, პატარა ყლუპებით.

3. წყალი აადუღეთ ერთხელ, გააციეთ კომფორტულ ტემპერატურამდე და დალიეთ საუზმემდე ნახევარი საათით ადრე.

4. საუკეთესო საშუალება წყლის გასაციებლად არის მისი თავდახურული გაციება.

5. უშუალოდ ჭამის წინ დალეული წყალი იწვევს სასუნთქი გზებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებს. ასევე ამცირებს მეტაბოლიზმის სიჩქარეს.

6. გაციებული მდუღარე წყალი, რომელიც 6 საათზე მეტხანს იდგა, მძიმდება და მავნებელი ხდება, იწვევს ნაწლავის დაავადებებს.

7. ორჯერ ადუღებული წყალი საწამლავად ითვლება, მისი დალევა არ შეიძლება.

8. რეკომედებული არაა მდუღარე წყლის ცივთან ან აუდუღებელთან შერევა.

როგორც ხედავთ, სანამ ტაბლეტს აიღებთ, უბრალოდ სვით ანადუღარი წყალი. დილიდან 1 ჭიქა თბილი წყალი აახალგაზრდავებს ორგანიზმს, ნაწლავი კი საათივით ამუშავდება.

გაუზიარეთ სტატია მეგობრებს!