მთავარი კულინარია ნამცხვარი კვერცხითა და ისპანახით: აუცილებლად შესანახი რეცეპტი

ნამცხვარი კვერცხითა და ისპანახით: აუცილებლად შესანახი რეცეპტი

by Keti

მსუყე ნამცხვარი ისპანახითა და კვერცხით, რომლის მომზადებაზე ნახევარ საათზე მეტს არ დახარჯავთ, საუზმეზე ნამდვილი აღმოჩენაა. მუჭა ისპანახი საკმარისია ორგანიზმის აუცილებელი ვიტამინებითა და მკროელემენტებით დასაკმაყოფილებლად. ამაზე სასარგებლო საუზმე იშვიათია.

გთავაზობთ ფენოვანი ნამცხვრის მომზადების რეცეპტს, ისპანახითა და კვერცხით. ცომად გამოდგება მზა ფენოვანი უსაფუარო ცომი.

ნამცხვარი ისპანახი

ინგრედიენტები

2 ფირფიტა მზა ფენოვანი ცომი

225 გრამი ისპანახი

5 კვერცხი

3 სუფრის კოვზი არაჟანი

ერთი სუფრის კოვზი კარაქი

ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი

ერთი მწიკვი დაფქული მუსკატის კაკალი

ერთი მწიკვი შავი დაფქული წიწაკა

1/4 ჩაის კოვზი ზღვის მარილი

მომზადება

1. ცომი გადნეთ წინასწარ და მსუბუქად გააბრტყელეთ. აერღუმელი გაახურეთ 200 გრადუსამდე.

2. გვერდების ჩამოჭრით გაასწორეთ ცომი.

3. საცხობს დააფარეთ პერგამენტის ქაღალდი და ზედ მოათავსეთ ცომის ორივე ფირფიტა. ათქვიფეთ ერთი კვერცხი.

4. ცომის გვერდებს წაუსვით კვერცხი, შუა ნაწილი კი დაჩხვლიტეთ ჩანგლით.

5. გამოაცხვეთ ფენოვანი ცომი 200 გრადუსამდე გახუებულ ღუმელში 10 წუთით.

6. სანამ ფუძე მომზადდება, გააკეთეთ შიგთავსი. ტაფაში გააცხელეთ კარაქი და ზეთი, მასში შეწვით ისპანახი. ის უნდა დარჩეს რბილი. დაამატეთ მუსკატის კაკალი, მარილი, პილპილი. აურიეთ და გადმოდგით ცეცხლიდან.

7. გადაიტანეთ ისპანახი ღრმა ჯამში. ზედმეტი სითხე მოაშორეთ სალფეტკით. დაამატეთ ისპანახს არაჟანი და კარგად აურიეთ.

8. ფირფიტაზე დაალაგეთ არაჟნისა და ისპანახის ნარევი. ნაპირები თავისუფალი დატოვეთ. თითოეულ ნამცხვარზე ჩაახალეთ 2-2 კვერცხი. მოაყარეთ მარილი.

9. გამოაცხვეთ კვლავ 7-8 წუთით, ან 12 წუთით თუ გინდათ, რომ კვერცხი მეტად შეიკრას. მზად არის. გემრიელად მიირთვით!

თხელი ხრაშუნა ცომი, ,,მოძრავი” კვერცხი და ისპანახი საუკეთესო შიგთავსია დილის ნამცხვრისთვის. თუ არ გინდათ ისპანახის შეწვა, მოხარშეთ ის ცოტა ხნით. თუმცა ის ცხიმთან უკეთესია.

როცა საუზმე ასეთი მსუბუქი და გემრიელია, განწყობაც საუკეთესოა მთელი დღის განმავლობაში.