მთავარი რჩევები რისი ჭამა არ შეიძლება მშიერ კუჭზე: ეს აუცილებელია ჯანმრთელობისთვის!

რისი ჭამა არ შეიძლება მშიერ კუჭზე: ეს აუცილებელია ჯანმრთელობისთვის!

by Keti

ყველამ იცის ფრაზა: ,,შენ ის ხარ, რასაც ჭამ.” თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ რას ვაკეთებთ საკვების მიღებამდე. რა თქმა უნდა, ყველაზე კარგია საუზმეს მივეჩვიოთ, რომელსაც შეიძლება სულ წუთები დასჭირდეს.

ამ სტატიაში შეიტყობთ, როგორ შეიძლება დილაობით ჩვენი ჩვევებისგან გამოწვეული მავნებლობის მინიმუმამდე დაყვანა.

9 რამ, რაც არ უნდა გააკეთოთ მშიერ კუჭზე

1. ტკივილგამაყუჩებლების მიღება

თუ მიეჩვიეთ დილიდან ასპირინის დალევას, სჯობს, გადაეჩვიოთ: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები არამხოლოდ არ იმოქმედებს, არამედ გამოიწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს. დილი ტკივილის თავიდან ასაცილებლად, ღამით არ მიიღოთ ალკოჰოლი, დაწექით დროულად. მაგრამ თუ ტკივილი აუტანელია, დალიეთ ჭიქა რძე. ის შეამცირებს წამლის ნეგატიურ შედეგებს.

2. ყავა უზმოზე

უკოფეინო ყავაც კი ხელს უწყობს კუჭის წვენის ჭარბ გამოყოფას. ეს კი იწვევს გულძმარვას. საუზმის ჩანაცვლება ყავით იწვევს სეროტონინის ნაკლებობას და მთელი დღე მოწყენილ განწყობას. თუ მაინც ვერ წარმოგიდგენიათ დილა ყავის გარეშე, მასში ჩაამატეთ ნაღები ან რძე, ასევე ხსნადი ყავის ნაცვლად შეარჩიეთ ნატურალური ყავა.

3. არ გამოიყენოთ ალკოჰოლი

მშიერ კუჭზე სპირტიანი სასმელის მიღება, მისაყოლებლის გარეშე, მისი ინტრავენური მიღების ტოლფასია – ალკოჰოლის შეწოვა ორმაგად ჩქარდება.

ალკოჰოლის უზმოზე მიღება სერიოზულ დარტყმას აყენებს ღვიძლს, გულსა და თირკმელებს. ამიტომ აუცილებლად მიირთვით თუნდაც პატარა ბუტერბროდი და უპირატესობა მიანიჭეთ ცივ, არაგაზირებულ სასმელებს.

4. საღეჭი რეზინი

კუჭის წვენი, რომელიც საღეჭი რეზინის ღეჭვისას გამოიყოფა, აზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს, ამიტომ მისი გამოყენება არ ღირს. შესაძლოა გამოიწვიოს გასტრიტი. მაშინაც კი, როცა ახალი ნაჭამი ხართ, არ არის რეკომენდირებული საღეჭი რეზინის 10 წუთზე დიდხანს ღეჭვა. სჯობს, ისეთი კევის გამოყენება, რომლებსაც ნატურალური დამატკბობელი აქვს დამატებული.

5. ძილი

დილაობით შიმშილისა შეგრძნება და გლუკოზის დაქვეითება ხშირად იწვევს უძილობას. თუ მაინც დაგეძინათ, ძილი არასტაბილური იქნება. ძილის უკმარისობა კი ზრდის შიმშილის ჰორმონების მატებას, რაც მომდევნო დღეს იწვევს ზედმეტი საკვების მიღების მოთხოვნილებას. ძილის წინ უმჯობესია რძის პროდუქტები მიიღოთ, მასში მაგნიუმისა და კალციუმის შემცველობა ძილს უფრო ხარისხიანს გახდის.

6. ძალისმიერი ვარჯიშები

არსებობს აზრი, რომ მშიერზე ვარჯიში ინტენსიურად წვავს კალორიებს, თუმცა ეს ასე არ არის. ვარჯიშის ეფექტი ქვეითდება, რადგან ორგანიზმს აკლია ენერგია. სჯობს, ძალისმიერი დატვირთვები კარდიო ვარჯიშებით შეცვალოთ. სასურველია, წაიხემსოთ კიდეც, რადგან ვარჯიში გამოყოფს კუჭის წვენს.

7. საყიდლებზე სიარული

ყველა იცნობს სიტუაციას, როცა უზმოზე წყლის საყიდლად შესული, იქიდან გამოდიხარ პროდუქტებით სავსე კალათით. მშიერი ადამიანი ემონება კუჭის გზავნილს – ,,მე მსურს ჭამა.” შედეგად ადამიანი არასაჭირო პროდუქტებსაც ყიდულობს. ამიტომ შეადგინეთ საყიდლების სია და გადაიხადეთ ნაღდი ფულით და არა საკრედიტო ბარათით. როგორც წესი, ასე მცირე თანხა იხარჯება.

8. ფორთოხლის წვენის მიღება

მჟავე და მაგარი ბოჭკოები, რომლებსაც ციტრუსი შეიცავს, აღიზიანებს ცარიელ კუჭს. ეს საფრთხეს უქმნის მათ ვისაც აქვს გასტრიტი ან მისი განვითარების საფრთხე. ახალგამოწურულმა წვენმა სარგებლობა რომ მოიტანოს, ის უნდა განაზავოთ წყალში 2:1, ან 1:1, თუ მომატებული მჟავიანობა გაქვთ.

9. კამათი

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ შიმშილი აქრობს თავშეკავებას და ტაქტიურ ქცევას. ეს ხდება იმიტომ, რომ თვითკონტროლი ენერგიას მოითხოვს, ეს კი დეფიციტშია ცარიელი კუჭისას. თუ ჭამის დრო არ გაქვთ, მოამზადეთ თბილი სასმელი თქვენთვის და თქვენი მოსაუბრისთვის. ეს საუბარს უფრო მეგობრულს გახდის.

თუმცა არსებობს ისეთი რამ, რაც უნდა გააკეთოთ უზმოზე

  • ამოხსნათ ამოცნები. შიმშილისას მატულობს ყურადღების კონცენტრაცია.
  • გააკეთოთ არჩევანი. ცხადია, ეს არ ეხება სერიოზულ საკითხებს, როგორიცაა, მაგალითად, ქორწილის დაგეგმვა, თუმცა მშიერი კუჭი სწრაფად გადაწყვეტს, რა ჩაიცვათ დღეს – საყვარელი ჯინსები თუ ახალი ქვედაბოლო.

გამოყავით 15 წუთი საუზმისთვის და თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ. გააკეთეთ ეს თავადაც და გაუზიარეთ მეგობრებსაც!