მთავარი რჩევები საუზმის ვარიანტები ქალებს – არჩევანი კვირის ყოველი დღისთვის!

საუზმის ვარიანტები ქალებს – არჩევანი კვირის ყოველი დღისთვის!

by Keti

საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთია. თუ ცუდად ისაუზმებთ, სადილამდე ძლიერ შიმშილს იგრძნობთ. საუზმის გამოტოვება კი არის გზა მეტაბოლიზმის დარღვევისა და ზედმეტი წონის აკრეფისკენ.

საუზმე უნდა იყოს ბალანსირებული. გთავაზობთ ქალის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო საუზმის ვარიანტებს, რაც კვირის ყოველ დღეს გამოგადგებათ.

საუზმის ვარიანტები

1. შვრიის ბურღული ვაშლითა და დარიჩინით

საუკეთესო ცხიმისმწველი კომბინაციაა. მას შეიძლება დაამატოთ კაკალი და ჩირი.

2. იოგურტი და კენკრა

სასურველია შეარჩიოთ ნატურალური იოგურტი ცოცხალი ბიფიდობაქტერიებით. კენკრა – ვიტამინების წყაროა. კერძში ომეგა 3-ის დასამატებლად საკმარისია მას დავუმატოთ 1-2 კოვზი სელის ფქვილი.

3. გრეიფრუტი და თოხლო კვერცხი

კვლევებმა აჩვენა, რომ ნახევარი გრეიფრუტის ჭამის წინ მიღება დადებითად მოქმედებს მეტაბოლიზმზე. ამ ტკბილ-მწარე ხილის მიღების შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ ძირითადი კერძი: თოხლო კვერცხი დაღერღილი ხორბლის პურით და ბოსტნეულის სალათა.

4. ხილი და ცილოვანი ბატონები

საყვარელი ხილის ერთი თეფში ენერგიის საუკეთესო წყაროა დღის დასაწყისში. დაამატეთ მას 1-2 პროტეინის ბატონი ჩაისთან ერთად და დღეც წარმატებით ჩაივლის.

5. ხორბლით სავსე თეფში

ცოტა მარცვლეულს დამატებული აღვივებული ხორბალი და იოგურტი – ეს არის უჯრედისი და რთული ნახშირწყლები. ისინი მექანიკურ ზემოქმედებას ახდენენ კუჭისა და ნაწლავის კედლებზე და ხელს უწყობენ პერისტალტიკას.

6. ბანანის სმუზი

ნოყიერი, გემრიელი და სასარგებლო საუზმე. ნებისმიერი რაოდენობით შეურიეთ კეფირი ან იოგურტი, ბანანი, ჩირი, სელის თესლი, სეზამის თესლი და კაკაო. ყველაფერი ათქვიფეთ ბლენდერში.

7. მწვანე სმუზი

ჯანსაღი კოქტეილ-დეტოქსი, რომელიც სავსეა ვიტამინებითა და მინერალებით. აიღეთ ერთი კონა ნებისმიერი მწვანილი, პიტნის ფოთლები, კენკრა, მწვანე ბოსტნეული, ბანანი, ცოტა თაფლი, ნუშის რძე და ათქვიფეთ ყველაფერი ბლენდერში.

ექიმი მიასნიკოვი თვლის, რომ ეს ვარიანტები ყველაზე სასარგებლოა. ის რეკომენდაციას გვიწევს, დღე დავიწყოთ ჭიქა წყლით ლიმონთან ერთად, 15 წუთის შემდეგ კი დაიწყეთ საუზმობა. მეტი ეფექტისთვის დიეტოლოგი გვირჩევს, საუზმის შემდგომი საკვები იყოს ნახშირწყლოვანი. სადილი – კვლავ ბალანსირებული. ვახშამი კი – მსუბუქი ცილოვანი.

გაუზიარეთ ეს სტატია მეგობარ გოგონებს!