როგორ მოვამზადოთ ოსური ღვეზელი ხორცით, იგივე ფიჩინი?

თუ გიყვართ ნოყიერი და არატკბილი საკვები, აუცილებლად უნდა გასინჯოთ ოსური ხორცის ღვეზელი. ჩვენ გეტყვით, როგორ გამოაცხოთ ის საქონლის ხორცით.

ამ სახეობას ეძახიან ,,ფიჩინს”. თხელი ცომი ბევრი ხორცით იპყრობს ყველას ყურადღებას. მისი მირთმევა შეიძლება საუზმეზეც და ვახშამზეც ჭიქა კეფირთან ერთად.

ინგრედიენტები

150 მილილიტრი კეფირი

100 მილილიტრი წყალი

50 მილილიტრი ზეთი

45 გრამი კარაქი

500 გრამი ფქვილი

ნახევარი ჩაის კოვზი შაქარი

ნახევარი ჩაის კოვზი მარილი

ნახევარი ჩაის კოვზი საფუარი

საქონლის ფარში – 700 გრამი

ნახევარი ხახვი

2 კბილი ნიორი

ერთი კონა მწვანილი

ნახევარი ჩაის კოვზი ქონდარი

ხორცის ბულიონი და დაფქული შავი ან წითელი პილპილი – გემოვნებით

მომზადება

1. ღრმა ჯამში აურიეთ წყალი და შაქარი, დაამატეთ მშრალი აქტიური საფუარი, დატოვეთ ნარევი 10 წუთით, შემდეგ ჩაასხით კეფირი, დაამატეთ მარილი, ზეთი და 25 გრამი გამდნარი კარაქი.

2. ჩაყარეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი, დააფარეთ ჯამს და დატოვეთ თბილ ადგილას ერთი საათით. შემდეგ გადაიტანეთ ზეთით დასველებულ სამუშაო ზედაპირზე.

როგორ მოვამზადოთ ოსური ღვეზელი ხორცით, იგივე ფიჩინი?

3. შიგთავსის მოსამზადებლად ფარშში აურიეთ მწვანილი, ხახვი, ნიორი, მარილი, ასევე პილპილი. ჩაასხით ცოტა წყალი ან ბულიონი და კარგად აურიეთ.

როგორ მოვამზადოთ ოსური ღვეზელი ხორცით, იგივე ფიჩინი?

4. მომზადებული ცომი სამ ნაწილად გაყავით. ხელით გააკეთეთ მრგვალი ფორმები და ცომის შუაგულში ჩადეთ შიგთავსის მესამედი.

როგორ მოვამზადოთ ოსური ღვეზელი ხორცით, იგივე ფიჩინი?

5. მოამრგვალეთ ცომი და შეუკარით პირი.

როგორ მოვამზადოთ ოსური ღვეზელი ხორცით, იგივე ფიჩინი?

6. ფრთხილად მოათავსეთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში, მოკრული პირი უნდა იყოს დაბლა.

7. გააბრტყელეთ ღვეზელი ისე, რომ საცხობი ფორმის ფსკერი მთლიანად დაიფაროს. ცენტრში პატარა მრგვალი ნახვრეტი გააკეთეთ, რათა მისგან ორთქლი ამოვიდეს.

როგორ მოვამზადოთ ოსური ღვეზელი ხორცით, იგივე ფიჩინი?

8. შედგით ფორმა 250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 12-15 წუთით. ამავე მეთოდით მოამზადეთ დარჩენილი ორი ფირფიტაც. ცხელ ღვეზელს წაუსვით დარჩენილი გამდნარი კარაქი.

როგორ მოვამზადოთ ოსური ღვეზელი ხორცით, იგივე ფიჩინი?

როცა ღვეზელი მზად იქნება, მიიტანეთ მაგიდასთან და გემრიელად მიირთვით! არ დაგავიწყდეთ რეცეპტის გაზიარება მეგობრებისთვის!

  კომენტარები