მთავარი რჩევები გამოცდილმა ძველმა ბრძენმა ადამიანებმა ქალებს ეს 7 ვარჯიში დაუტოვეს.

გამოცდილმა ძველმა ბრძენმა ადამიანებმა ქალებს ეს 7 ვარჯიში დაუტოვეს.

by Keti

ქალებში ავადმყოფობისა და ცუდი განწყობის არასაიმედო სტატისტიკა დაკავშირებულია მოძრაობის უკმარისობასა და ცუდ ძილთან.

ნევროლოგიაში არსებობს ცნება – პროპრიოცეპტული შიმშილი. ამ დროს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის რომელიმე ნაწილი ქრონიკულ უძრაობაშია და ამ ზონაში მდებარე შინაგანი ორგანოები ვერ იღებენ სათანადო კვებასა და სტიმულაციას. ქალების უმრავლესობას მდჯომარე ცხოვრების წესი ახასიათებთ. ეს კი აისახება მცირე მენჯის ორგანოებისა და ზურგის მდგომარეობაზე.

ამას ემატება სტრესი, გვიან დაძინება, რაც მკვეთრად ვნებს ჩვენს ჯანმრთელობას.

როგორ მოვიხსნათ ნერვული დაძაბულობა

ჩვენ მოგიმზადეთ 7 ოქროს ვარჯიში, რომლებიც ნერვული დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ, ასევე დეპრესიის დათრგუნვასა და გახდომაში.

1. პეპლის პოზა მწოლიარე მდგომარეობაში

დაწექი ზურგზე, შეაერთე ტერფები, გაშალე მუხლები და დაუშვი იატაკისკენ. ამ პოზაში მიმდინარეობს მოდუნება.

დახუჭე თვალები და შეინარჩუნე პოზა 5 წუთის განმავლობაში.

2. ბაყაყის პოზა

ეს ვარჯიშინ ამაგრებს ზურგის კუნთებს და ეხმარება მათ, ვისაც აქვთ ვენების ვარიკოზული გაგანიერება.

დაწექით მუცელზე, ხელები გაჭიმეთ უკან, ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოსუნთქვაზე ფეხები მუხლებში მოხარეთ, თან ეცადეთ ქუსლებით შეეხოთ საჯდომს. მარჯვენა ხელი ჩაავლეთ მარჯვენა ტერფის გულს, მარცხენა ხელი – მარცხენა ტერფის. ამ პოზაში დაყოვნდით 2 სუნთქვითი ციკლის განმავლობაში. ჩასუნთქვისას ნელ-ნელა ასწიეთ სხეული მაღლა, ამასთან გაჭიმეთ ზურგი მაღლა და წინ. ხელისგულები მიაბრუნეთ თავისკენ თითებით წინ და ცოტათი დააწექით ფეხებს ხელებით. თავი ასწიეთ მაღლა.

გაშალეთ მკერდი, მხრები გასწიეთ განზე და მიმართეთ მაღლა. გაჩერდით ასე 30 წამით. ეცადეთ მუცლით ისუნთქოთ და არა მკერდით.

3. ნემსის ყუნწის პოზა

ამ პოზაში დუნდება მუხლქვეშა მყესები და წელი, ასევე წყნარდება ტვინი.

დაწექით ზურგზე, მოხარეთ ფეხები მუხლებში და მიიტანეთ მკერდთან. დადეთ მარჯვენა ხელისგული მარცხენა ბარძაყზე. ფეხებით მიიღეთ ოთხიანის პოზა, გაჭიმეთ ტერფი, შეყავით მარჯვენა ხელი ფეხებს შუა სივრცეში და ჩაჭიდეთ მარცხენა ხელს. ჩაისუნთქეთ და ამოსუნთქვისას ასწიეთ მარცხენა ბარძაყი სხეულის მიმართულებით. გააკეთეთ სუნთქვის 10 ციკლი და შეცვალეთ მხარე.

4. კატის პოზა

ეს საუკეთესო ვარჯიშია ზურგისთვის, სწორედ აქ არის დაძაბულობის მთავარი წყარო.

დადექით ოთხზე, ხელისგულები მხრების გაწვრივ, ხელები გაჭიმული. ჩასუნთქვისას ჩააგდეთ ზურგი დაბლა და ჩაკიდეთ თავი ქვემოთ. ამოსუნთქვისას მიბჯინეთ თავი მკერდს და ამოზნიქეთ ზურგი მაღლა. ხელები მუდმივად ვერტიკალურად უნდა იყოს და ეყრდნობოდეს იატაკს. გააკეთეთ სუნთქვის 10 ციკლი.

5. ფეხები კედელზე

ეს ვარჯიში ხსნის ფეხის დაღლილობასა და შეშუპებას, მუხტავს ნერვულ სისტემას. თუ რთული პერიოდი გაქვთ, ყოველ საღამოს 3-15 წუთით იწექით ამ მდგომარეობაში და დეპრესია გაქრება.

დაწექით ზურგზე, შეეხეთ ორივე დუნდულათი კედელს, ასწიეთ ფეხები მაღლა. მოადუნეთ ტერფები, ქუსლები ეყრდნობა კედელს, ფეხები ერთადაა. წელი მიადეთ იატაკს. ხელები დააწყეთ სხეულის განზე, ხელისგულებით მაღლა, მოადუნეთ მხრები და კისერი.

6. მწოლიარე ტრიალის პოზა 

დაწექით ზურგზე და მიიტანეთ მუხლები მკერდთან. გაჭიმეთ მარცხენა ხელი განზე და მიაბრუნეთ თავი მარცხენა ხელისგულისკენ. მუხლები გასწიეთ მარჯვენა მხარეს და მარჯვენა ხელი დაუშვით მარცხენა მუხლზე. გააკეთეთ სუნთქვის რამდენიმე ციკლი და გადაბრუნდით მეორე მხარეს.

7. ბავშვის პოზა

ეს ვარჯიში ტვინს აძლევს მძლავრ სიგნალს, რომ დროა მოდუნდეს და დაიციწყოს ყველა პრობლემა. დაუშვით საჯდომი წვივებზე, გაშალეთ მუხლები საჯდომის სიგანეზე, ამასთან ფეხის დიდი თითები შეაერთეთ. დაიხარეთ წინ და დაუშვით თავი იატაკზე. ხელები წაიღეთ გვერდებზე და მთლიანად მოდუნდით. გაჩერდით ასე 1-2 წუთი.

რჩევა რედაქციისგან

არ დაიზაროთ ამ ვარჯიშების შესრულება ყოველ საღამოს, ძილის წინ და თქვენ ნახავთ, როგორ შეიცვლება თქვენი სიცოცხლის ხარისხი.

სილამაზე, ახალგზრდობა, კარგი აღნაგობა, მოქნილობა, ჯანსაღი და ღრმა ძილი – აი, ბონუსები, რომლებსაც ერთკვირიანი ვარჯიშის შემდეგ მიიღებთ. სინჯეთ და იგრძნობთ კონტროლს თქვენს სხეულზე, რომლის დაკარგვაც აღარასდროს მოგინდებათ.

გაუზიარეთ ეს არაჩვეულებრივი სტატია ყველას, ვისაც იცნობთ!