მთავარი საკითხავი თეორიები, რომლებიც სამყაროზე წარმოდგენებს შეგიცვლით

თეორიები, რომლებიც სამყაროზე წარმოდგენებს შეგიცვლით

by guramus

რეალობა არც ისეთი მარტივი და აშკარაა, როგორსაც ჩვენ ვფიქრობთ. ზოგიერთი რამ, რაც სრული ჭეშმარიტება გვგონია, სინამდვილეში ფარსია. მეცნიერები და ფილოსოფოსები ძალისხმევას არ იშურებენ ასეთი აღქმის შესაცვლელად. ქვემოთ მოცემული მაგალითები ამაში დაგარწმუნებთ

1. დიდი გამყინვარება

ეს არის თეორია, რომლის მიხედვითაც ჩვენი სამყარო დასასრულისკენ მიემართება. დედამიწაზე ამოწურვადი რესურსებია. ამ თეორიის მიხედვით, როდესაც ენერგია სრულიად ამოიწურება, დედამიწა გაყინულ ადგილს დაემსგავსება. თერმული ენერგიები იწარმოება ნაწილაკების ქაოსური მოძრაობით. რესურსების ამოწურვასთან ერთად ნაწილაკების მოძრაობა შენელდება და, სავარაუდოდ, ერთ დღეს, ყველაფერი გაჩერდება, შეწყდება.

2.  სოლიპსიზმი

სოლიპსიზმი არის ფილოსოფიური თეორია, რომელიც ამტკიცებს, რომ ინდივიდუალური ცნობიერების გარდა არაფერი არ არსებობს.

გაიხსნეთ თქვენი სიზმრები. შეუძლებელია ვთქვათ, რომ ყველაფერი რაც ჩვენს გარშემოა, უბრალოდ არაფერია, მაგრამ ჩახლართულ სიზმრებში ხომ მართლა მასეა? რაც ჩვენს გარშემოა, არაფერია. არსებობს ხალხი, რომელთა არსებობაშიც ეჭვს ვერ შევიტანთ, რადგან მათ ვხედავთ, გვესმის მათი, შევიგრძნოთ სუნს და ა.შ. ასეა ხომ? – კი, და, ამავე დროს, არა. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ  ადამიანს შეუძლია საკუთარ ჰალუცინაციებსაც კი შეეხოს. თუმცა მათი რწმენა რთულია. სიზმარს შეუძლია ემოციების გამოწვევაც. და ბოლოს, მივდივართ იქამდე, რომ ყველაფერი იმ ინფორმაციის დამსახურებაა, რაც ტვინის სხვადასხვა კუთხეში ინახება.

3. იდეალიზმი

იდეალიზმის მამა ჯორჯ ბერკელი ამტკიცებდა, რომ ყველაფერი, რაც არსებობს არის ადამიანის გონების ნაყოფი. იდეალიზმი არის მიმართულება ფილოსოფიაში, რომლის მიხედვითაც იდეა, ცნობიერება, სული არის პირველადი, ხოლო მატერია, ბუნება, ყოფიერება – მეორეული. იდეალიზმი უარყოფს ობიექტურ რეალობას და ამტკიცებს, რომ საგნები და მოვლენები არსებობს მხოლოდ ადამიანის ცნობიერებაში. იდეალიზმი ამბობს თითქოს ყოველივე არსებულის საფუძველი იყოს სამყაროს მიღმა “ობიექტურად” არსებული “აბსოლუტური იდეა”, “მსოფლიო სული”, არამატერიალური საწყისი (საბოლოო ანგარიშში – ღმერთი).

 

4. ფრეზენთიზმი (ამჟამინდელობის თეორია)

როგორც წესი, დროს სამ ნაწილად ვყოფთ: წარსული, ახლანდელი და მომავალი. ფრეზენტიზმი არის თეორია, რომლის მიხედვითაც მომავალი დაწარსული უბრალოდ წარმოსახვაა, რადგან მხოლოდ ახლანდელი დრო არის რეალური. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,  საუზმე ან თითოეული სიტყვა ამ სტატიიდან შეწყვეტს არსებობას მას შემდეგ, რაც წაიკითხვათ მას ან მიირთმევთ.

5. პარალელური სამყაროების თეორია

მულტივერსის თეორიის მიხედვით, ჩვენი სამყარო ერთ-ერთია იმ მრავალი სამყაროდან, რომლებიც ერთმანეთის პარალელურად არსებობენ. ამ სამყაროებს პარალელური სამყაროები ეწოდებათ. სამყაროს შესახებ მთელი რიგი თეორიები სწორედ მულტივერსის თეორიას ეფუძნება. ყველა ფიზიკოსს არ სჯერა ამ სამყაროების არსებობის. კიდევ უფრო ნაკლები ფიქრობს, რომ ოდესმე პარალელურ სამყაროებთან დაკავშირება შეგვეძლება.

6. ფენომენალიზმი

ფენომენალიზმი, ეს არის სუბიექტურ-იდეალისტური ფილოსოფიური მიმართულება, რომლის მიხედვითაც შემეცნებისათვის მისაწვდომია მხოლოდ ცნობიერების მოვლენები – ფენომენები

 

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: