მთავარი რჩევები იაპონური მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო ამოხსნილია. აი, 5 წესი, რომელიც უნდა დაიცვათ.

იაპონური მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო ამოხსნილია. აი, 5 წესი, რომელიც უნდა დაიცვათ.

by Keti

წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ გემრიელად იკვებოთ, კარგად დანაყრდეთ და ამავდროულად დაბალკალორიულად, რაც დაგტოვებთ იმავე წონაში და გაგხდით მხნესა და აქტიურს ღრმა სიბერემდე.

ჩვენ მოგიყვებით იაპონური კუნძულის – ოკინავას – მაცხოვრებლებზე, რომლებიც 100 წლამდე ცოცხლობენ და არც ჯანმრთელობას უჩივიან. კვების უნიკალური პრინციპი ოკინაველებს ეხმარება, კარგად გამოიყურებოდნენ 70 წლის ასაკშიც კი.

ოკინავური დიეტის კვების წესები

1. ნოყიერი საკვები ჭარბი კვების გარეშე

ოკინავაში ამბობენ: ,,ჭამე, სანამ არ გაქრება შიმშილი.” ჩვენ დანაყრებას ვგრძნობთ, როცა კუჭი სავსეა 80%-ით და მნიშვნელოვანია არ გავუშვათ ეს მომენტი. თითოეული ტრაპეზის წინ ოკინაველები მიირთმევენ მსუბუქი სუფის ერთ მათლაბას, რომელიც შიმშილს აყუჩებს. ამასთან კუნძულის მაცხოვრებლები მიირთმევენ სიამოვნებით, არ ჩქარობენ და ტკბებიან თითოეული ლუკმით.

2. ჯანმრთელი ნახშირწყლები

ცნობილია, რომ იაპონური კვების საფუძველი – ბრინჯია, მაგრამ ოკინავაზე მიირთმევენ ნაკლებ ბრინჯსა და მეტ ბატატს (ტკბილი კარტოფილი). ხორბლისა და ბრინჯის ატრია (ლაფშა) ჩანაცვლებულია წიწიბურით. ოკინაველები ძირითადად იყენებენ ყვითელი და მწვანე ფერის ბოსტნეულს, რაც მათი რაციონის მესამედს შეადგენს. ჯანმრთელი ნახშირწყლები არ გარდაიქმნება ცხიმებად, ისინი რგებს ორგანიზმს.

3. ზღვის საჩუქარი

ოკინავის სამზარეულო პრიორიტეტულად მიიჩნევს მცენარეულ და ზღვის პროდუქტებს, რომლებსაც კვირაში 3ჯერ მიირთმევენ.

უნძულელები ბევრ ზღვის წყალმცენარეს მიირთმევენ, კალმარებს, მოლუსკებს. მათში ცოტა კალორიაა და ბევრია რკინა, იოდი და კალციუმი. ისინი ასევე იყენებენ ფუკოიდანის შემცველ წყალმცენარეებს, ეს ბიოოგიურად აქტიური პოლისაქარიდია, რომელსაც აქვს კიბოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედება, ებრძვის ვირუსებს და აქვეითებს ქოლესტერინს.

საინტერესო ფაქტი: ოკინავაზე ხორცს თითქმის არ ჭამენ. გამონაკლისია ღორის ქონი სოიოს სოუსთან ერთად.

4. ფერმენტირებული პროდუქტები

ტრადიციული სოიოს ყველი – ტოფუ – თავიდან არიდებს ოკინაველ ქალებს ადრეული კლიმაქსის დადგომას. ის შეიცავს ქალის ჰორმონის მსგავს ნივთიერებებს. სოიოს სხვადასხვა პროდუქტი საკვებს ადვილად შეწოვაში ეხმარება.

5. კვება რეჟიმის მიხედვით

უჩივით მუცელში სიმძიმეს, გულძმარვას, გულისრევას? დაიწყეთ კვება ნელა და რეგულარულად, იაპონელებივით. ასე საკვები უკეთ შეიწოვება და გადამუშავდება. ასევე მცირე პორციებით კვებისას, როცა კარგად ხდება საკვების დაღეჭვა, თქვენ დროულად იგრძნობთ დანაყრებას.

სასურველია, საუზმე შედგებოდეს თევზის, ბოსტნეულისა და მწვანე ჩაისგან. სადილზე მიიღეთ სუფი – ,,მისო”, ბრინჯი თევზთან და ბოსტნეულთან, სოიოს ყველი, კვერცხი და ხილი. ივახშმეთ წიწიბურათი ან ბატატის ფაფით და ბოსტნეულის სალათით მწვანილთან ერთად.

ოკინავურ დიალექტში არსებობს სიტყვა ,,კუსუიმუნი”, ის ითარგმნება, როგორც ,,სამედიცინო საჭმელი.” მათი რაციონი ბევრად კვებითია და ნაკლებ კალორიული. თუ კალორიებს სამჯერ შევამცირებთ, თეორიულად შეიძლება მაგდენჯერვე გაიზარდოს სიცოცხლის ხანგრძლივობა. ოკინაველები ამ თეორიას ადასტურებენ.

ჩვენც შეგვიძლია სწორი რაციონის შემუშავება ,,მშობლიური” პროდუქტებით. მიირთვით ბევრი ხილი, ბოსტნეული, ზღვის კომბოსტო, ისპანახი, სალათა. გამოიყენეთ ფერმენტირებული პროდუქტები, კეფირი, იოგურტი, ყველი, მჟავე კომბოსტო, პურის საფუარი, სოიოს სოუსი… სვით მწვანე ან ბალახეული ჩაი შავი ჩაის ან ყავის ნაცვლად. საკვების ყოველი მიღება ცალკე ცერემონიად წარმოიდგინეთ.

გახსოვდეთ მნიშვნელოვანი სიტყვები რეკლამიდან: ,,დაე, მთელმა მსოფლიომ დაიცადოს” – ასეთი განწყობით შეუდექით ტრაპეზს.