მთავარი კულინარია გთავაზობთ ნაღების კარაქის სახლის პირობებში მოსამზადებელ რეცეპტს

გთავაზობთ ნაღების კარაქის სახლის პირობებში მოსამზადებელ რეცეპტს

by Keti

სახლის პირობებში მომზადებული კარაქი ნაყიდისგან გემოთი და, ცხადია, შემადგენლობითაც განსხვავდება. მზა კარაქი ხშირად შეიცავს დიდი რაოდენობით მცენარეულ ტრანსცხიმებს. ასევე ხშირად ამატებენ პალმის ზეთს.

ნამდვილ კარაქს ამზადებენ ნაღებისგან, რომელიც იქმნება შინაური რძის ზედაპირზე. თითოეული ქილისგან ფრთხილად იღებენ ნაღების პორციებს, შემდეგ თქვეფენ ხელით ან მიქსერით. ქალაქის მაცხოვრებელს ამ პროდუქტის მომზადება შეუძლია თუ ბაზარში იყიდის ცხიმიან ნაღებს. შემდეგ უკვე რამდენიმე მარტივი წესი და უგემრიელესი სახლის კარაქი მზადაა.

ინგრედიენტები

ერთი ლიტრი ნაღები

მომზადება

  1. აიღეთ ღრმა ჯამი ან ქვაბი. მისი ორი მესამედი შეავსეთ 35%იანი ცხიმიანობის ნაღებით.
  2. დაიწყეთ ნაღების ათქვეფა ყველაზე დაბალი სიჩქარით. როცა ნაღები დაიწყებს გასქელებას, სიჩქარეს მოუმატეთ და განაგრძეთ თქვეფა გამჭვირვალე სითხის – დოს – მიღებამდე.
  3. როცა დო მთლიანად გაცალკევდება, კარაქი კი შეიკვრება, გადაიღეთ ეს მასა საწურში და გადაავლეთ ცივი წყალი.
  4. კარაქში შეგიძლიათ დაუმატოთ მარილი, შაქარი, თაფლი. გააკეთეთ გუნდები ან ბრეკეტი კარაქისგან. შეინახეთ ან მაცივარში ან საყინულეში.

ერთი ლიტრი ხარისხიანი ნაღებისგან მიიღება დაახლოებით 700 გრამი ნაღების კარაქი. რამდენად ხელსაყრელია ეს, თავად უნდა განსაზღვროთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს რეცეპტი ყველა დიასახლისს გამოადგება.

გაუზიარეთ მეგობრებს სტატია!