მთავარი საკითხავი ღირს თუ არა ბავშვის გაჩენა მოწიფულ ასაკში?

ღირს თუ არა ბავშვის გაჩენა მოწიფულ ასაკში?

by Keti

გვიანი დედობა დისკურიის საგანია. მას ჰყავს მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც. წინააღმდეგნი ვინც არიან, თვლიან, რომ ბავშვი მხოლოდ ახალგაზრდებმა უნდა გააჩინონ. მათი აზრით, მშობლები სოციალურად აქტიურები უნდა იყვნენ, რათა მოახდინონ ბავშვების ადაპტირება ცხოვრებასთან.

ასაკთან ერთად ადამიანები კარგავენ ცხოვრებისადმი ინტერესს და არანაკლებ მზრუნველობასა და მხარდაჭერას საჭიროებენ, ვიდრე მოზარდი თაობა.

გვიანი დედობის მომხრეები კი თვლიან, რომ ქალი არ უნდა განვსაჯოთ ასაკის მიხედვით, თუკი მან დედობა გადაწყვიტა. თუ ქალი გრძნობს, რომ შეუძლია ახალი სიცოცხლის შექმნა და მისი სიყვარული, რატომაც არა?

ოჯახი და დედობა

განვიხილოთ, მრავალშვილიანი დედის მაგალითზე, როგორ ცხოვრობს წლოვანი ადამიანი პატარა ბავშვთან ერთად. საუბარია ბრიგიტა ნილსეზე.

დანიელმა ქალბატონმა სახელი გაითქვა მთავარი როლით ფენტეზში – ,,წითური სონია.” მისი პარტნიორი ფილმი იყო არნოლდ შვარცნეგერი. ის იყო ასევე სილვესტერ სტალონეს მეუღე.

თვალისმომჭრელი გარეგნობა, ქარიზმა, სიმაღლე (184 სმ.). ამ ყველაფერმა ბრიგიტას საშუალება მისცა ყოფილიყო მოდელი, მომღერალი, მსახიობი. მრავალფეროვანი იყო მისი შემოქმედებითი მოღვაწეობაცა და პირადი ცხოვრებაც.

პირველად შვილი 21 წლისას ეყოლა. შემდეგ ფეხბურთელ – მარკ გასტინოსგან ჰყავდა ვაჟი. ორი ვაჟიშვილი ეყოლა მსახიობ რაულ მეიერისგან.

ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა ბოლო – მეხუთე ქორწინება უბრალო ბარმენთან. მასთან ბრიგიტა უკვე 14 წელია ბედნიერია. ბავშვი მათ მხოლოდ ამ წელს ეყოლათ.

ერთ ინტერვიუში ბრიგიტა ნელსენმა მოჰყვა, რომ 40 წლის ასაკში კვერცხუჯრედები გაიყინა, შემდეგ კი დიდხანს ცდილობდა დაორსულებას ექსტრაკორპოლარული განაყოფიერებით.

ბევრი ტკივილიანი წელი გავიდა, სანამ ბრიგიტას ეს გამოუვიდოდა. ამ წლის ივლისში წყვილს გოგონა ეყოლა. ეს მოხდა მაშინ, როცა ბრიგიტა 55 წლის იყო.

გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც მისი განსჯა დაიწყეს და არ მოუწონეს საქციელი.

,,სამწუხაროა, რომ ბავშვი მშობლების გარეშე გაიზრდება.”

,,გილოცავთ! მაგრამ, როცა ბავშვი 20 წლის იქნება, დედა 75-ის შესრულდება. ეყოფა მას ძალები აღზრდისთვის? მე მაინც მგონია, რომ ის ეგოისტია.”

ამ ყველაფერზე ბრიგიტამ ასე უპასუხა: – ,,დედობა – ყველაზე ლამაზი მოვლენაა ცხოვრებაში.” მეტი არაფერი უთქვამს.

და როგორ თვლით თქვენ? რომელი ოჯახი უფრო საიმედოა – სადაც ყველა ახალგაზრდაა, თუ სადაც ყველას უყვარს ერთმანეთი ასაკის მიუხედავად?