მთავარი რჩევები საოცნებო საკვები: აი პროდუქტები, რომელთა მიღებაც არ გაგასუქებთ.

საოცნებო საკვები: აი პროდუქტები, რომელთა მიღებაც არ გაგასუქებთ.

by Keti

ერთხელ ცნობილმა ბალერინამ – მაია პლისეცკაიამ – თავისი დიეტის საიდუმლო გაამხილა. ,,უბრალოდ არ ვჭამ” – თქვა მან. თანამედროვე დიეტოლოგები ამ უკანასკნელს ყველაზე ცუდ ვარიანტად განიხილავენ და თვლიან, რომ ასეთი რადიკალურობა არ შეიძლება.

ჩვენ გთავაზობთ გემრიელი კერძების 10 ვარიანტს, რომლებიც არ ასუქებს.

რა უნდა მივირთვათ ფიგურას რომ ზიანი არ მიადგეს

კიტრი

იმის გამო, რომ ეს ბოსტნეული შეიცავს 96% წყალს, მას თვლიან დიეტის მსურველთათვის საუკეთესო ვარიანტად. კიტრისგან მრავალნაირი დიეტური კერძის მომზადება შეიძლება, ასევე სმუზისა და მარინადის.

ციტრუსები

მრავალი გაურბის ციტრუსებს, რადგან თვლიან, რომ მათში ბევრი შაქარია. სინამდვილეში კი ისინი მდიდარია ორგანიზმისთვის სასარგებლო უჯრედისით, ფლავონიდებითა და C ვიტამინით. გრეიფრუტი კი საერთოდ მინიმალური კალორიების მქონეა.

კვერცხი

ქათმის კვერცხი ცილებისა და სასარგებლო ცხიმების წყაროა, ამიტომ მას იყენებენ ყველა დიეტის დროს. ასევე ამატებენ სალათებს. 4 კვერცხის ცილაში მხოლოდ 70 კილოკალორიაა და 14 გრამი სუფთა ცილა.

ბატიბუტი

დიახ, არ მოგესმათ! თუმცა საუბარია, მხოლოდ უბრალო პოპკორნზე შაქრისა და ცხიმების გარეშე. დიდი ჭიქა შეიცავს მხოლოდ 31 კილოკალორიას. ეს რაოდენობა ნამდვილად არ მოგიმატებთ წონას, თუნდაც ორმაგი პორციის მიღების შემთხვევაში.

ჭარხალი

თუ ყოველდღე მიიღებთ ჭარხალს, ის დაგეხმარებათ სისხლში შაქრის დონის დარეგულირებაში, მოგამარაგებთ ენერგიით. ერთი საშუალო ჭარხალი 40 კილოკალორიას შეიცავს.

სალათის ფურცლები

100 გრამ სალათაში მხოლოდ 12 კილოკალორია შედის, ამიტომ ის შეგიძლიათ მთელი დღის განმავლობაში მიირთვათ. გემოს მიხედვით ის მადისაღმძვრელია. სალათა შეიცავს ფოლის მჟავას, B ჯგუფის ვიტამინებს, კალიუმსა და რკინას.

ნიახური

ეს არის უნიკალური ბოსტნეული, რომელშიც იჭმევა ყველაფერი: ფოთლები, ღერო, ძირი. ნიახური ასტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას და ორგანიზმს წმენდს ტოქსინებისგან. მასაც მინიმალური კალორიები აქვს.

ანანასი

ნივთიერებები, რომლებსაც ანანასი შეიცავს, ორგანიზმს ეხმარება ცხიმების ეფექტურად დაშლაში. მხოლოდ 50 გრამი ანანასის მირთმევა ძირითადი კვების წინ, იწვევს სწრაფ დანაყრებას და შეუმჩნევლად შეამცირებთ ჩვეული პორციის რაოდენობას.

ლამინარია

წყალმცენარე შედგება მცენარეული ცილისგან, რომელიც დიდხანს გადამუშავდება კუჭში, ამიტომ შიმშილის გრძნობა გვიან დადგება. ის აჩქარებს მეტაბოლიზმს და წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან.

ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო

რთული დასაჯერებელია, თუმცა 200 გრამი კომბოსტო მხოლოდ 7 კილოკალორიას შეიცავს. ეს, ფაქტობრივად, დაბალკალორიული პროდუქტების რეკორდია. ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო ხელს უწყობს ზედმეტი ცხიმის დაწვას და ეფექტურად ახშობს შიმშილის გრძნობას.

ცხადია, თქვენი რაციონი მხოლოდ ამ პროდუქტებისგან არ უნდა შედგებოდეს. ასევე არ დაივიწყოთ, რომ კვების გარდა დრო უნდა დაუთმოთ ფიზიკურ აქტივობას და ცხოვრების ჯანსაღ წესს.

გიყვარდეთ თქვენი თავი და გაუზიარეთ ეს სასარგებლო სტატია სხვებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: