მთავარი გასართობი აი, რატომ ეცვა ცნობილ მსახიობს ოსკარის დაჯილდოებაზე სმოკინგი და ქვედაკაბა

აი, რატომ ეცვა ცნობილ მსახიობს ოსკარის დაჯილდოებაზე სმოკინგი და ქვედაკაბა

by guramus

49 წლის ვარსკვლავი ბილი პორტერა ამჟამად ზენიტში იმყოფება. სერიალებში “პოზა” და “ამერიკული საშინელებათა ისტორია” არაჩვეულებრივი თამაშის შემდეგ მასზე ყველა ალაპარაკდა. უფრო ადრე კი პორტერი ბროდვეიზე ბრწყინავდა და თეატრის მსახიობის ამპლუაში უამრავი ჯილდოც დაიმსახურა.

თუმცა მამაკაცის ტალანტი მსოფლიომ მხოლოდ მას შემდეგ დააფასა რაც პორტერი ტრიუმფალურად გამოჩნდა ტელეეკრანებზე. ის მალევე მიხვდა თუ როგორ უნდა გამოეყენებინა საკუთარი დიდება: “მე ახლა ხშირად ვჩნდები წითელ ხალიჩებზე და შემიძლია საზოგადოებას ვაჩვენო ძალიან ბევრი ჩემი ჩაცმულობიდან გამომდინარე. მე მსურს გავხდე მოსიარულე მიზეზი ყოველგვარი დისკუსიისა!”

პორტერი ჰაერზე არ ისვრის სიტყვებს. ოსკარების რიგით 91-ე დაჯილდოვებაზე მამაკაცმა საკუთარი კაბით ყველა გააკვირვა.

მსახიობის ელეგანტური სმოკინგი ნებსმიერი პრინცესისთვის საოცნებო იქნებოდა. ამ ყველაფერს კი არაჩვეულებრივი ძვირფასეულობაც დაემატა, რომელიც იდეალური იქნებოდა მაღალი საზოგადოების მანდილოსნის საღამოს კაბისთვის.

ჰოლივუდური დრეს-კოდის მიმდევრები გაურკვევლობაში აღმოჩნდნე: ფორმალურად პორტერს არავითარი წესი არ დაურღვევია.

მსგავსი ჩაცმულობით მსახიობი პირველად არ გამოჩენილა. ბილის უყვარს საზოგადოების წინაშე ქვედაკაბებსა და კოლგოტებში გამოჩენა. აღსანიშნავია, რომ ის გამოირჩევა კარგი გემოვნებით და მსგავსი ჩაცმულობაც საკმაოდ უხდება.