მთავარი კულინარია შეცდომები, რომელსაც ფლავის მომზადების დროს ვუშვებთ

შეცდომები, რომელსაც ფლავის მომზადების დროს ვუშვებთ

by guramus

ფლავი არაჩვეულებრივი საკვებია იმ ადამიანებისთვის, ვინც საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავს. პირველ რიგში, ეს არის ცილებისა და ცხიმების არაჩვეულებრივი ერთობლიობა, რომელიც ჩვენს ორგანიზმს დიდი ხნის განმავლობაში მიჰყვება. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ის წონის შენარჩუნებაშიც გვეხმარება.

გარდა ამისა, ფლავი არის ძალიან კარგი საკვები იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც კუჭის პრობლემები აწუხებთ.

გაგაცნობთ იმ შეცდომებს, რომლებსაც ვუშვებთ იდეალური ფლავის მომზადებისას:

1. პირველ რიგში აუცილებელია, რომ ბრინჯი სწორად იყოს შერჩეული. ამისათვის კი ბრინჯის შეძენისას მნიშვნელოვანია დავაზუსტოთ თუ რისთვის გამოიყენება კონკრეტული ინგრედიენტი.

2. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სწორად იყოს შერჩეული ბრინჯის გარდა ის ინგრედიენტები და მათი თანაფარდობა, რომელსაც ფლავის მომზადების პროცესში ვიყენებთ. მაგალითად ერთი კილოგრამი ბრინჯის გამოყენების შემთხვევაში საჭიროა ერთი კილოგრამი ხროცი. არანაკლებ 500-800 გრამი სტაფილო და 300 გრამი თეთრი ხახვი.

3. აუცილებელია გამოვიყენოთ სწორი ჭურჭელი. ფლავის მომზადებისას საჭიროა გამოვიყენოთ ღრმა ტაფა, რომელსაც დავაფარებთ თავსახურს.

4. არ გამოიყენოთ მცირე რაოდენობის ცხიმი. ერთი კილოგრამი ბრინჯის შემთხვევაში საჭიროა 200-350 გრამამდე ზეთი.

5. ხშირ შემთხვევაში ფლავის მომზადებისას წყლის ზედმეტი ან ნაკლები რაოდენობა უარყოფითად აისახება გემოზე, ამიტომ კულინარები ოპტიმალურ ვარიანტად ერთი კილოგრამი ბრინჯის შემთხვევაში 1,2 ლიტრ წყალს მიიჩნევენ.

6. აუცილებლად გამოიყენეთ სხვადასხვა სახის სუნელები. ფლავი შეიძლება ბრინჯის გარეშეც კი მომზადდეს, თუმცა სანელებლების გარეშე მისი მომზადება დანაშაულია.