არომატული ყველეული საუზმისთვის – დღის საუკეთესო დასაწყისია. ყველას გვიყვარს ხაჭოსა და ყველის ეს კერძი, თუმცა ყოველთვის იდეალური არ გამოდის, რადგან, ერთი შეხედვით მარტივი რეცეპტი, საკმაოდ პრეტენზიულია.
ჩვენ მოგიმზადეთ რჩევები, რომლითაც მოამზადებთ შეუდარებელ ყველის ნამცხვარს. მისი გასინჯვა ბავშვობაში დაგაბრუნებთ.
იდეალური ყველის ნამცხვრის საიდუმლოებები
1. შეარჩიეთ ხაჭო
თუ გსურთ ყველეული იდეალური გამოვიდეს, საჭიროა, მხოლოდ ახალი ხაჭო. ის უნდა იყოს ასევე მშრალი და არ უნდა იყოს მჟავე. შეარჩიეთ რბილი და სქელი ხაჭო. ხაჭოს ცხიმიანობა მის გემოზე არ მოქმედებს, თუმცა კულინარები გვირჩევენ 5-9%იანი ცხიმიანობის პროდუქტს, რათა არ მოხდეს ცომის დაშლა.
2. მოამზადეთ ხაჭო
ცომი რომ გამოვიდეს თანაბარი, ათქვიფეთ ხაჭო ბლენდერით ან გახეხეთ ბადეზე.
3. იცოდეთ ზომა
500 გრამ ხაჭოზე დაგჭირდებათ 1-2 კვერცხი. არ აიღოთ ძალიან ბევრი ან ცოტა კვერცხი, ყველეული მაგარი რომ არ გამოვიდეს და არ დაიშალოს.
4. მშრალი ინგრედიენტები
ცომისთვის გამოიყენეთ სხვადასხვა პროდუქტი: ხორბლის ფქვილი, მანის ბურღული, სახამებელი. დიეტურ რეცეპტებში კი ქატოვანი ფქვილი. გამოცდილი დიასახლისები გვირჩევენ მანის გამოყენებას. ასე ხაჭოს ნამცხვარი უფრო ნაზი გამოდის.
5. არ გააკეთოთ ძალიან ტკბილი
შაქარმა შეიძლება გააფუჭოს ნამცხვარი. თუ ის ბევრია , ცხობის პროცესში სიროფად გარდაიქმნება, რაც ცუდად აისახება ცომის ფორმაზე. სჯობს, მზა ნამცხვარს მოასხათ სახლის ჯემი. მარილიანი ყველი კი სოუსთან ერთად მიირთვით.
6. ფორმირება
ცომი თითებზე რომ არ მიგეკრათ, ფორმის მიცემისას ხელი დაისველეთ. იდეალურია ერთი ნამცხვრისთვის იმ რაოდენობის ცომის გამოყენება, რომელიც ერთ სუფრის კოვზში მოთავსდება.
7. შეწვა
შეგიძლიათ ხაჭოს ნამცხვარი ღუმელში გამოაცხოთ, მაგრამ უკეთესია, რომ შეწვათ ის. ეს უნდა გააკეთოთ სქელძირიან ტაფაში, დაბალ ცეცხლზე. დაახურეთ ტაფას მომზადებისას.
ამ რჩევების გამოყენებით, თქვენ მიიღებთ საუკეთესო გემოს მქონე ხაჭოს ნამცხვარს. გაახარეთ ასეთი საუზმით საყვარელი ადამიანები. არ დაგავიწყდეთ გაუზიაროთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!