მთავარი კულინარია როგორ მოვამზადოთ ბლინების შიგთავსი უხორცოდ

როგორ მოვამზადოთ ბლინების შიგთავსი უხორცოდ

by Keti

არის დღეები, როცა მაცივარში აღარაფერია. მარკეტშიც ვერ ჩადიხარ. ამ დროს გამოსავალი არის ჩვენ მიერ მომზადებული ბლინები, გარკვეული საიდუმლოთი.

გემრიელი ბლინების რეცეპტი

ჩვენ გთავაზობთ ,,ყალბი” ხორცის შიგთავსს ბლინებისთვის. ბლინები ისეთი გემრიელი გამოვა, რომ ვერავინ მიხვდება მასში რა არის. თითქოს არაფერს სდებ, თუმცა შედეგი შთამბეჭდავია.

ამ ბლინების მოსამზადებლად დაგჭირდებათ ჩვეულებრივი პროდუქტები, რომლებიც სულ გექნებათ სახლში.

ინგრედიენტები

  • ორი საშუალო ზომის სტაფილო
  • ორი საშუალო ხახვი
  • სამი კვერცხი
  • 100 გრამი მაგარი ყველი
  • მარილი, პილპილი – გემოვნებით
  • ზეთი – შესაწვავად

მომზადება

1. გაფცქვენით ბოსტნეული, გარეცხეთ გამდინარე წყლით. ხახვი დაჭერით წვრილად, სტაფილო მსხვილ სახეხზე გახეხეთ.

2. გაახურეთ ტაფა, ჩაასხით ზეთი, ჩაალაგეთ ბოსტნეული და დააფარეთ ხუფი. შეწვით, თან ურიეთ, 10-15 წუთი. თუ სტაფილო წვნიანი არ არის, დაამატეთ რამდენიმე კოვზი წყალი.

3. სტაფილო რომ დარბილდება, ჩაამატეთ უმი კვერცხი. მოაყარეთ მარილი, პილპილი და მოთუშეთ დაბალ ცეცხლზე, თან ურიეთ, 5 წუთის მანძილზე.

4. მზა ფარში გადაიტანეთ ჯამში და გააციეთ.

5. მაგარი ყველი გახეხეთ მსხვილ სახეხზე და ჩაამატეთ გაციებულ ფარშში.

6. 1-2 სუფრის კოვზი შიგთავსი დადეთ ბლინის ნაპირზე და შეახვიეთ კონვერტისებურად.

7. სუფრაზე მიტანამდე გააცხელეთ ბლინები ტაფაზე ან მიკროტალღურში. გემრიელად მიირთვით!

მოგეწონათ რეცეპტი? გაუზიარეთ მეგობრებს! გაგვიზიარეთ კომენტარებშიც ბლინების რომელი მარტივი რეცეპტი იცით თქვენ! სასურველია, გავსინჯოთ რაიმე უჩვეულო ყველიერის კვირაში.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: