მთავარი რჩევები რა არის პარალელური პარკირება?

რა არის პარალელური პარკირება?

by Keti

ყველა ავტომოყვარულის საოცნებო მართვის მოწმობა აღებულია! მაგრამ პრობლემები სწორედ ახლა იწყება.

დიდი ქალაქის პირობებში, უნდაც მანქანის გასაჩერებელი ადგილი მოიძებნოს, მისი პარკირება არც ისე იოლია. შესაძლოა ძვირი მანქანაქ გქონდეთ და საგზაო წესებიც ზეპირად იცოდეთ, მაგრამ პარალელური პარკირების გამოცდილების გარეშე ნორმალურ მართვას ვერ შეძლებთ.

ჩვენ გიამბობთ, როგორ უნდა მოახდინოთ პარკირება სწორად, რათა არ დაზარალდეს არც ერთი მანქანა.

პარალელური პარკირება

ავტოსკოლებში სწორი პარკირების სწავლებას მცირე დრო ეთმობა. საოცნებო მართვის მოწმობის მიღების შემდეგ, მძღოლს უწევს პარკირების წესის სწავლა დამოუკიდებლად, ინტუიციის დახმარებით.

ავტომობილის წინსვლით პარკირება რთული არ არის. საკმარისია, გაითვალისწინოთ მანძილი დაბრკოლებამდე და დროულად გაჩერდეთ. იმავეს ვერ ვიტყვით უკანსვლით პარკირებაზე.

სწორი პარკირების ცოდნა ნებისმიერ სადგომსა და გადატვირთულ ქუჩაზე ძალიან გამოგადგებათ.

პარალელური პარკირების ინსტრუქცია

1. შესაბამისი ადგილის ძიება

ნელა იმოძრავეთ ტროტუარის გასწვრივ გაჩერებული ავტომობილების პარალელურად. როცა აღმოაჩენთ თავისუფალ ადგილს, დაამუხრუჭეთ და შეაფასეთ მოთავსდება თუ არა იქ თქვენი მანქანა. ავტომობილის წინა და უკანა ნაწილი მთლიანად რომ მოთავსდეს, თადარიგში უნდა იყოს კიდევ 60 სანტიმეტრი. ყურადღება არ მიაქციოთ თქვენს უკან მძღოლებს, რომლებიც სიგნალს გაძლევენ და გიყვირიან.

2. გასწორება

ავტომობილი გააჩერეთ იმ მანქანის პარალელურად, რომელიც დგას თავისუფალი ადგილის წინ 80-100 სანტიმეტრ მანძილზე. შემდეგ ნელა წადით უკან, სანამ ავტომობილის უკანა ნაწილი ბამპერით არ გაუსწორდება იმ მანქანას, რომლის უკანაც ჩერდებით.

ორიენტირება შეგიძლიათ უკანა მარჯვენა შუშის შავი რეზინის მიმართ: ის უნდა იყოს საორიენტირო მანქანის უკანა მარცხენა ფარის დონეზე.

3. შესვლა

დააყანეთ მანქანა ზემოაღნიშნული ორიენტირების მიხედვით და საჭე მაქსიმალურად მარჯვნივ მიაბრუნეთ. აუჩქარებლად შედით უკუსვლით ისე, რომ ტროტუართან 45 გრადუსიანი კუთხე შეიქმნას.

იმოძრავეთ ასე მანამ, სანამ უკანა ხედვის მარცხენა სარკეში უკან მდგომი ავტომობილის მარჯვენა წინა ფარს არ დაინახავთ, ან სანამ უკანა ხედვის მარჯვენა სარკე არ გაუსწორდება წინა მანქანის მარცხენა კუთხეს. შეჩერდით და გაასწორეთ საჭე.

4. გასწორება

ბოლო ეტაპი იოლია, თუ წინა მითითებებს ზუსტად შეასრულებთ. საჭე მარცხნივ გადაატრიალეთ და ნელა იმოძრავეთ უკუსვლით, სანამ არ დარწმუნდებით, რომ ავტომობილი დგას გზისპირის პარალელურად.

შეჩერდით, გაასწორეთ ბორბლები და დაიკავეთ მდებარეობა წინა და უკანა ავტომობილებიდან უსაფრთხო შუალედით, დატოვეთ ერთნაირი მანძილი მათ შორის. ძრავის ჩაქრობამდე ის გადაიყვანეთ ნეიტრალუდ მდგომარეობაში და ჩართეთ გასაჩერებელი მუხრუჭი. გილოცავთ, თქვენ პროფესიონალივით დაპარკინგდით.

თუ სტატიას მიიჩნევთ სასარგებლოდ, არ დაგავიწყდეთ გაუზიაროთ ის მეგობარ მძღოლებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: