მთავარი რჩევები 7 გზა თმის სწრაფად გასაზრდელად

7 გზა თმის სწრაფად გასაზრდელად

by Keti

მემკვიდრეობა – აი, ძირითადი ფაქტორი, რომელიც თმის ტიპზე მოქმედებს, რა თქმა უნდა, თავისი ზეგავლენა აქვს გარემოს, კვებას, მოვლას. თუმცა, არაერთხელ გვსმენია, რომ თუ ბუნებამ არ დაგაჯილდოვათ საუკეთესო თმით, ვერაფერს შეცვლით. ეს ასე არ არის!

თმა რომ სწრაფად გაიზარდოს, გახდეს ხშირი, მბზინავი, უნდა გამოვიყენოთ სპეციალური ნარევები ხელმისაწვდომი პროდუქტებით. კოსმეტიკური ნიღბები მხოლოდ ნაწილობრივ ცვლის თმას, მაგრამ არ კურნავს შიგნიდან. გთავაზობთ 7 რეცეპტს, რომლებიც დაგეხმარებათ თმის ზრდასა და მის გაჯანსაღებაში. შედეგი ერთ თვეში დადგება.

როგორ იზრდება თმა

ადამიანების უმრავლესობას თმა 1,5 სანტიმეტრით ეზრდება ყოველთვიურად, ანუ დღეღამეში 0,35 მილიმეტრით.

თმა ზაფხულში უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ზამთარში. ზოგს დღე უფრო სწრაფად ეზრდება, ვიდრე ღამე. ჩვენ გთავაზობთ, ხალხურ საშუალებებს, რომლებიც აპრობირებულია ასწლეულების მანძილზე.

თმის ზრდის დაჩქარების 7 საშუალება

განიხილეთ ყველა და ამოარჩიეთ სათქვენო. მოგვიანებით შეგიძლიათ სხვა ვარიანტიც სცადოთ.

1. ალოე

გაყავით ალოეს ფოთოლი ორად და გამოწურეთ. შეიზილეთ სითხე თმის ძირებში. წვენი ღრმად შევა კანში და გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. დაიტოვეთ ნიღაბი 2 საათით, ან მთელი ღამე. შემდეგ ჩამოიბანეთ.

2. ვაშლის ძმარი

მას შემდეგ, რაც თმას დაიბანთ ჩვეულებრივად, გამოიყენეთ ვაშლის ძმარი საყვარელი კონდიციონერის ნაცვლად. არ ჩამოიბანოთ, უბრალოდ შეიწმინდეთ ზედმეტი სითხე. თმა კი გაიშრეთ ფენით.

3. კვერცხის ცილა

ათქვიფეთ კვერცხის ცილა, უხვად წაისვით თმაზე, შემოიხვიეთ პოლიეთილენი, შემდეგ კი თბილი ქუდი დაიხურეთ. იყავით ასე 40 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ.

4. მდოგვის ფხვნილი

გახსენით 2 სუფრის კოვზი ფხვნილი იმავე რაოდენობის ცხელ წყალში. დაამატეთ გული, 2 სუფრის კოვზი ოროვანდის ზეთი და ორი ჩაის კოვზი შაქარი. წაისვით, შეიფუთეთ პოლიეთილენით ერთი საათით. ჩამოიბანეთ.

5. კონიაკი

შეურიეთ კონიაკის ერთი სირჩა ორ კვერცხს. დაამატეთ ცოტა ზეითუნის ზეთი. წაისვით ძირებზე და გადაანაწილეთ თმის მთელ სიგრძეზე. დაიტოვეთ ერთი საათით.

6. ლიმონი

შეურიეთ ნახევარი ხახვის წვენი და ერთი ჩაის კოვზი ოროვანდის ზეთი. დაამატეთ ერთ ლიმონის წვენში შერეული კვერცხის გული. გააცხელეთ ნარევი ორთქლის აბაზანაზე. თბილი მასა წაისვით თმის მთელ სიგრძეზე. ჩამოიბანეთ ერთ საათში.

7. დარიჩინი

ორი ჩაის კოვზი დარიჩინი შეურიეთ ოთხ ჩაის კოვზ ცისფერ თიხას. დაამატეთ რამდენიმე წვეთი საყვარელი ეთერზეთი. წაისვით ნახევარი საათით. ჩამოიბანეთ შამპუბით.

ერთი გამოყენების შემდეგ, შედეგებს ვერ ნახავთ. მისი მოლოდინი თვენახევრის შემდეგ უნდა გქონდეთ, იმ პირობით, რომ ნებისმიერ ნიღაბს გაიკეთებთ კვირაში 2-3ჯერ. მოგვიყევით, რა საშუალებებს იყენებთ თქვენ და რამდენად ეფექტურია ისინი.

ჩვენ მიერ შემოთავაზებული ნიღბების უპირატესობა მათ ეფექტურობასა და უსაფრთხოებაშია. შეინახეთ სტატია!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: