მთავარი აგრონომია გამოკვებეთ ისინი: 10 საუკეთესო მინერალი თქვენი სახლის მცენარეებისთვის

გამოკვებეთ ისინი: 10 საუკეთესო მინერალი თქვენი სახლის მცენარეებისთვის

by Keti

დედაჩემს ძალიან უყვარდა ყვავილები. ის ცდილობდა, მთელი ბინა მცენარეებით მოერთა. ყველაზე რთული ის იყო, რომ ყოველ მცენარეს თავისი მიდგომა სჭირდებოდა. ამ შემთხვევაში ძალიან გვეხმარებოდა ყვავილების კვების შინაური საშუალებები.

როგო ვკვებოთ სახლის ყვავილები

ყველა მცენარეს დროდადრო სჭირდება ვიტამინები, მინერალები. თუ ყვავილი დიდხანს არის ,,მშიერი”, იწყებს ავადობას და ჭკნება. ამის თავიდან ასაცილებლად, გამოიყენეთ ჩვენი რეცეპტები.

ტკბილი წყალი

ბევრ მცენარეს, განსაკუთრებით კაქტუსს, უყვარს ტკბილი წყალი. ერთი ჩაის კოვზი შაქარი გახსენით 100 მილილიტრ წყალში. ან უბრალოდ მოაყარეთ შაქარი გრუნტს მორწყვამდე.

აბუსალათინის ზეთი

მოყვავილე მცენარეებს, კვირტების გამოტანის დროს, უხდებათ აბუსალათინის ზეთი. ერთი ჩაის კოვზი ზეთი ერთ ლიტრ წყალში გახსენით და მორწყით ჩვეულებრივად.

ხის ნაცარი

ის ყველა მცენარეს უხდება. შეურიეთ ერთი სუფრის კოვზი ნაცარი ერთ ლიტრ ცხელ წყალს და დადგით ბნელ ადგილას ერთი კვირით. დროდადრო ამოურიეთ. მისით ყვავილი მორწყით მხოლოდ ათ დღეში ერთხელ.

ციტრუსის ან ბროწეულის ქერქი

ქერქები ჩაალბეთ წყალში ერთი დღე-ღამით. გამოდის საუკეთესო მოსარწყავი ხსნარი. ის კვებავს მწვანე და მოყვავილე მცენარეს.

ასპირინიანი ხსნარი

თუ მცენარემ მოიწყინა ან ჭკნობა დაიწყო, მოამზადეთ ასპირინის ხსნარი. ერთი ტაბლეტი ერთ ლიტრ წყალში გახსენით და მოაფრქვიეთ მცენარეებს რამდენიმე თვეში ერთხელ.

ალოეს წვენი

ზამთარში საუკეთესო საკვები საშულება ალოეს წვენია. საკმარისია ერთი ჩაის კოვზი ერთ ლიტრ წყალზე. ჩამოასხით ის ბოთლებში და მორწყით მცენარეები.

რძე

ფიკუსის ფოთლების დაზიანების გარეშე შესანარჩუნებლად, და მათი პრიალისთვის, გაწმინდეთ ფოთლები რძით.

ვიტამინი B12

იებს უხდება შემდეგი ხსნარი: ერთი ამპულა B12 გახსენით ერთ ლიტრ ნადგომ წყალში. მორწყით იები თვეში ორჯერ.

ბანანის ქერქი

მცენარის გადარგვისას სასუქად უმჯობესია ბანანის ქერქის გამოყენება. დაჭერით წვრილად ან გაატარეთ ხორცსაკეპში. დაყარეთ სადრენაჟო ფენაზე. შემდეგ დააყარეთ გრუნდი და გადარგეთ მცენარე. ბანანის ქერქი მდიდარია ფოსფორით, მაგნიუმით, კალიუმით, რაც ხელს უწყობს მცენარის აქტიურ ზრდას.

სოკოს წყალი

მცენარის გაჯანსაღებისთვის მოამზადეთ სოკოს ნაყენი. წვრილად დაჭერით საჭმელი სოკო, შეურიეთ წყალი პროპორციით 1:1. 24 საათის შემდეგ ხსნარი გადაღვარეთ და კვლავ დაასხით წყალი სოკოს. ერთი დღე-ღამის შემდეგ ნაყენი მზად იქნება. გამოიყენეთ კვირაში არაუმეტეს ორჯერ.

მიიღეთ სიამოვნება მცენარეების მოვლისგან და აუცილებლად გაუზიარეთ სასარგებლო რჩევები მეგობრებს!