ეს კოქტეილი შემუშავებულია იმ შემთხვევებისთვის, როცა ზედმეტი წონისგან სწრაფი გათავისუფლებაა საჭირო. გახსოვდეთ, რომ რომელი დიეტაც არ უნდა დაიცვათ, უნდა მიმართოთ დამხმარე საშუალებებსაც. ეს ეხება სპორტს, ფიზიკურ აქტივობას და გასახდომ კეფირის კოქტეილს.
ეს უკანასკნელი აჩქარებს გახდომის პროცესს მასში შემავალი ინგრედიენტების დამსახურებით. ყოველი მათგანი სასარგებლოა. მათ ერთობლივ მოქმედებას კი უფრო მეტი სარგებელი მოაქვს. შედეგიც სწრაფად დგება.
როგორ მუშაობს დიეტური კოქტეილი
წიწიბურას ფქვილი გვამდიდრებს ვიტამინებითა და მინერალებით, უჯრედისით, სასარგებლო ცხიმებით და მონოსაქარიდებით.
იმბირი, რომელიც შედის ასევე ამ კოქტეილში აწესრიგებს მეტაბოლიზმს და ხელს უწყობს საკვების შეთვისებას. ასევე შეიცავს ანტიოქსიდანტებსა და მინერალურ ნივთიერებებს.
კეფირი ასუფთავებს ნაწლავის მიკროფლორას და აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას. ის არის პრობიოტიკი, რომელიც მოიცავს ყველაფერს, რაც სჭირდება ნაწლავის მიკროფლორის ნორმალიზაციას.
თაფლი კი ხელს უშლის მავნე მიკროორგანიზმების ზრდას, ავსებს ორგანიზმს ენერგიით და გამოაქვს ტოქსინები.
კეფირისა და წიწიბურას კოქტეილის რეცეპტი
ინგრედიენტები
ერთი სუფრის კოვზი წიწიბურას ფქვილი
ერთი მწიკვი დაფქული იმბირი
200 მლ კეფირი (2,5% ცხიმიანობით)
ერთი ჩაის კოვზი თაფლი
დაიწყეთ დიეტური კოქტეილის მომზადება საღამოდან. ამისთვის საკმარისია ინგრედიენტების შერევა შუშის ჭურჭელში და მათი მაცივარში დატოვება მთელი ღამით. რათა თითოეულმა პროდუქტმა შეავსოს დანარჩენები.
დილით გამოიღეთ მინის ჭურჭელი მაცივრიდან და დადეთ მაგიდაზე, ოთახის ტემპერატურის მიღწევამდე. უზმოზე დალიეთ თბილი წყალი ლიმონთან ერთად, 20 წუთის შემდეგ კი მიირთვით კოქტეილი საუზმის ნაცვლად. კურსი არის ორკვირიანი.
და შემდეგ რას მივიღებთ? შემდგომი ორი კვირა შესვენების პერიოდია. თუმცა უარი არ თქვათ სასარგებლო საკვებზე. ორი კვირის შემდეგ კი კურსი კვლავ გაიმეორეთ. რაც შეეხება ფიზიკურ დატვირთვას, ამისთვის აუცილებლად იარეთ სპორტდარბაზში.