ვალერი სინელნიკოვი ცნობილი ექიმი-თერაპევტია, ასევე ჰომეოპათი და მრავალი წიგნის ავტორი. მისი ნაშრომების უმრავლესობა ეძღვნება პასუხისმგებლობის და იმის გაგების საკითხს, რომ ადამიანის ყოველ მოქმედებას სერიოზული შედეგები აქვს.
ვალერი სინელნიკოვი
წიგნში ,,შეიყვარე შენი ავადმყოფობა” ავტორი მოგვიწოდებს დავიცვათ დღისა და კვების რეჟიმი და ყურადღება მივაქციოთ ჩვენივე მეტყველებას. ავტორი მიიჩნევს, რომ ფსიქოლოგიური, ქვეცნობიერი პრობლემები არის ყველა დაავადების დასაბამი.
ჩვენ შევაგროვეთ მისი ნაშრომებიდან ყველა საინტერესო ციტატები და გთავაზობთ მათ:
1. ,,არავითარ შემთხვევაში არ მოეკიდოთ ავადმყოფობას ნეგატიურად, თუნდაც ის სასიკვდილო იყოს. არ დაივიწყოთ, რომ ეს ავადმყოფობა თქვენმა ქვეცნობიერმა გონმა შექმნა, რომელიც სულ ზრუნავს თქვენზე.
აი იჩქაროთ, ცუდად მოიხსენიოთ ავადმყოფობა. უარი თქვით მასთან ბრძოლაზე, პირიქით, მადლობდეთ ღმერთს და ქვეცნობიერს ამ ავადმყოფობისთვის. გააკეთეთ ეს, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს”.
2. ,,ავადმყოფობა – წონასწორობის დარღვევის სიგნალია. ნერვული დაბოლოებები გვამცნობენ, რომ ორგანიზმის რომელიმე ნაწილში რაღაც ისე ვერ არის.
ტკივილი – მხოლოდ ჯანმრთელი ნერვული რეაქციაა. თუ ადამიანი სათანადო ყურადღებას არ აქცევს მას, ან აცხრობს მას ტაბლეტებით, ადამიანის ქვეცნობიერი ტკივილს უფრო აძლიერებს.”
3. არტერიული წნევის დაქვეითება, გულის წასვლამდეც კი, ნიშნავს, რომ კარგავთ სასიცოცხლო ძალებს, არ გჯერათ საკუთარი თავის, ცდილობთ კონფლიქტების არიდებას, პასუხისმგებლობისგან გაქცევას. ამ დროს შეუძლებელია რეალობის სრულად გადახარშვა.
4. თუ თქვენ პირადი პრობლემა გაგიჩნდათ ან ავადმყოფობთ, ეს სიგნალია, რომ თქვენს ცხოვრებასა და აზრებში მოხდა გაყინვა.
5. ავადმყოფს უნდა ესმოდეს, რომ თანამედროვე მედიცინა მხოლოდ ამსუბუქებს დაავადების სიმპტომებს, რადგან თრგუნავს დაავადებას და მის შედეგებს. თანამედროვე მედიცინის ფილოსოფია მარტივია: ავლაგმოთ შედეგები და არ გავითვალისწინოთ მიზეზები!
6. ჩვენ შეგვიძლია გავლენის მოხდენა ჩვენს აზრებზე, ემოციებსა და ქცევაზე. ასევე გარემოზეც. როცა ვზრუნავთ აზრების სისუფთავეზე, ვზრუნავთ ჯანმრთელობაზეც.
7. თუ ადამიანი თრგუნავს თავის თავში გაღიზიანების, მრისხანების ემოციებს, ავადდება ღვიძლი, სახსრები, სუნთქვის ორგანოები და სხვა. გამოუხატავი გრძნობები გროვდება იმ ორგანოებში, რომლებიც პასუხისმგებელია მათ გამოხატვაზე.
8. თუ ადამიანი შინაგან ცვლილებას იწყებს, თავადაც ინკურნება და გარშემოც ქმნის განსაკუთრებულ სივრცეს, რომელიც სხვებზეც დადებით გავლენას ახდენს.
9. არტერიული წნევის ქრონიკული მატება მოწმობს იმაზე, რომ ცხოვრობთ სტრესში, რაც არის საფრთხე თქვენთვის და ახლობლებისთვის.
10. კიბო – განკურნებადი დაავადებაა. აქ საკმარისი არ არის ტრადიციული მეთოდების (ქიმია, დასხივება, ოპერაცია) გამოყენება. ყველაფერი ეს თრგუნავს დაავადებას, თუმცა ხდება მისი გადავადება, რადგან არ ხდება დაავადების მიზეზის აღმოფხვრა. კიბო – ეს ხომ მთელი ორგანიზმის დაავადებაა.სიმსივნური წარმონაქმნის განკურნება, პირველ რიგში, გათავისუფლებაა სიმსივნური მსოფლმხედველობისგან.
და თქვენ ეთანხმებით ამ გამონათქვამებს? აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.