მთავარი კულინარია ფუმფულა ოლადების რეცეპტი, რომელსაც კვერცხი არ სჭირდება

ფუმფულა ოლადების რეცეპტი, რომელსაც კვერცხი არ სჭირდება

by Keti

ბევრმა დიასახლისმა არ იცის, რომოლადების მომზადება კვერცხის გარეშეც შეიძლება და ისინი უფრო ფუმფულა გამოდის, ვიდრე ჩვეულებრივი.

კეფირზე მომზადებული ოლადები, კვერცხის გარეშე, გამოდის ბუმბულივით მსუბუქი. გარეგნულად გავს საფუარზე დამზადებულს, მაგრამ უფრო ნაკლები დრო სჭირდება. ის საუზმის საუკეთესო ვარიანტია მარხვისას.

ფუმფულა ოლადები კვერცხის გარეშე

ინგრედიენტები

  • 250 მილილიტრი კეფირი
  • 200 გრამი ფქვილი
  • ერთი სუფრის კოვზი შაქარი
  • ნახევარი ჩაის კოვზი სოდა
  • მწიკვი მარილი
  • ზეთი შესაწვავად

მომზადება

1. ჯამში ჩაასხით თბილი კეფირი, დაამატეთ მარილი და წყალი.

2. დაამატეთ შაქარი, შემდეგ თანდათან გაცრილი ფქვილი და თქვიფეთ სანამ ერთ მასად იქცევა.

3. დაასვენეთ ცომი 5 წუთით, გაახურეთ ზეთიანი ტაფა.

4. თითო სუფრის კოვზი ცომი დაასხით ტაფაზე და შეწვით ორივე მხარეს საშუალო ცეცხლზე, ოქროსფრამდე.

5. ძალიან ფუმფულა ოლადები მზადაა. ერთი ჭიქა კეფირიდან გამოდის დაახლოებით 12 ცალი.

6. გემრიელად მიირთვით!

2019 წელს ყველიერის კვირა დაიწყო 4 მარტს და, რა თქმა უნდა, ტრადიციული ბლინების გარეშე მათ ვერ ჩავატარებთ!

გაუზიარეთ სტატია მეგობრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: