მთავარი რჩევები ტრიქოლოგის რჩევა თმის მოვლასთან დაკავშირებით

ტრიქოლოგის რჩევა თმის მოვლასთან დაკავშირებით

by Keti

შენ იბან თავს ყოველდღე, მაგრამ მაინც არ მოგწონს მისი მოცულობა და ელვარება. ეს ალბათ იმიტომ, რომ თმის დაბანის წესები არ იცი. იმისთვის, რომ გახდე ჯანმრთელი და მბზინვარე თმის პატრონი, აი, რა უნდა აკეთო.

ჩვენ გაგიზიარებთ ექიმი-ტრიქოლოგის რჩევებს თმის სწორად დაბანის თაობაზე

ვიბანთ თავს სწორად

1. ნუ გეშინია შამპუნის

თუ თავის დაბანის საშუალებას აწერია, რომ ის ყოველდღე უნდა გამოიყენო, ესე იგი, მაქსიმალურად ნეიტრალური და დელიკატურია. ასეთი შამპუნი შეგიძლიათ ყოველდღე გამოიყენოთ და არ შეგეშინდეთ თმისა და თავის კანის დაავადების.

2. არ დატოვოთ თმა დიდხანს დაუბანელი

ცხიმოვანი ჯირკვლების გამონაყოფი (სეკრეტი), მტვერი და ჭუჭყი თუ თმას დროულად არ მოსცილდა, სხვადასხვა ბაქტერიისთვის საკვებ ნიადაგად იქცევა. ჭუჭყი თავის კანს სუნთქვის საშუალებას არ აძლევს და თმის ზრდასაც აფერხებს. ამის პრევენციისთვის თავი დაიბანეთ დაბინძურებისთანავე.

3. დაიცავით დაბანის სიხშირე

თავის დაბანის ჯერადობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია თმის ტიპსა და წყლის ხარისხზე. თუ თმა ცხიმიანობისკენაა მიდრეკილი, 3-4 დღიანმა შუალედმა შესაძლოა თავის კანის ანთება გამოიწვიოს.

4. წაისვით შამპუნი სწორად

არასდროს დაისხათ შამპუნი უშუალოდ თავზე, ასე ვერ გააკონტროლებთ მის რაოდენობას. გარდა ამისა, პატარა მონაკვეთზე კონცენტრირებული ნივთიერების მოხვედრა სასურველი არ არის. პირველად, შამპუნი ხელის გულებზე აიქაფეთ და შემდეგ სველ თმაზე წაისვით.

5. თავის დაბანის ალგორითმი

აუცილებელია, დაბანის წინ თმის დავარცხნა. დაბანისას მოძრაობები მასაჟის მსგავსი უნდა იყოს. თავზე ისვით თითის ბალიშები და არა ფრჩხილები, რათა თავის კანი არ დაზიანდეს. ტრიქოლოგების თქმით, თავის მასაჟი არამხოლოდ სასიამოვნოა, არამედ სისხლის სწორ მიმოქცევასაც უწყობს ხელს.

6. შამპუნის რაოდენობა

შამპუნის საჭირო რაოდენობა დამოკიდებულია თმის სიგრძესა და მის სიხშირეზე. თუ იბანთ ყოველდღე, აუცილებელი არაა თმის ორჯერ გასაპნვა. ხოლო თუ უფრო იშვიათად იბანთ, შამპუნი რამდენჯერმე წაისვით. მეორე ჯერზე შამპუნის რაოდენობა ორჯერ უნდა შეამციროთ.

7. წყლის ტემპერატურა

ცხელი წყლით თავის დაბანა ქალების დიდი ნაწილის უხეში შეცდომაა. ცხელი წყალი ფიტავს თმას და ასტიმულირებს კანის ცხიმის გამომუშავებას. შემდეგ არ გაგიკვირდეთ თუკი თქვენი თმა ადვილად ჭუჭყიანდება. წყლის ოპტიმალური ტემპერატურა უნდა იყოს 40-45 გრადუსი.

8. კონტრასტული შხაპი

დაიმახსოვრეთ! თმის დაბანა ყოველთვის დაამთავრეთ ცივი წყლის გადავლებით. ეს დაგეხმარებათ თავის თმიანი ნაწილის სტიმულირებაში. თმა კი დიდხანს დარჩება სუფთა.

9. თმის ნიღაბი

მკვებავი ნიღაბის გამოყენების სიხშირე თმის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. თუ თმა ძლიერადაა დაზიანებული, ნიღაბი გაიკეთეთ თავის ყოველ მეორე დაბანაზე. 9-10 პროცედურის შემდეგ სასურველი ეფექტი დადგება. პროფილაქტიკის მიზნით კი კვირაში 1-2 ნიღაბიც საკმარისია.

10. არ დაივიწყოთ ბალზამი!

თმის ბალზამი ახდენს ph-ის სტაბილიზაციას, ანიჭებს თმას ბზინვარებასა და მორჩილებას. ბალზამი უნდა წაისვათ თმის მთელ სიგრძეზე, მაგრამ არ უნდა შეიზილოთ თმის კანში.

11. რა გავაკეთოთ თავის დაბანის შემდეგ?

ეთერზეთი თმის საუკეთესო მეგობარია. თქვენი ტიპის შესაბამისი ეთერზეთის მცირე რაოდენობა წაისვით სველ ბოლოებზე. მაგრამ გახსოვდეთ, ზეთი მცირე რაოდენობით უნდა გამოიყენოთ, რათა ცხიმიანი თმის ეფექტი არ შეიქმნას. თმა აუცილებლად ნამიანი უნდა იყოს.

12. აუცილებლად გამოიყენეთ თერმოდაცვა

თუ თმას იშრობთ ფენით, დაიცავით შემდეგი წესები: გაიშრეთ თმა ძირებიდან, ბოლოები კი დატოვეთ ცოტა ნამიანი. რაც შეეხება დამცავ სპრეის, ის უნდა გამოიყენოთ თუკი თმა ხშირად განიცდის ცხელი ჰაერის მოქმედებას. ცხელი დახვევისას აუცილებლად გამოიყენეთ თერმოდამცავი სპრეი.

ასეთი მოვლის წყალობით თქვენი თმა იქნება არამარტო დაცული უარყოფითი მოქმედებებისგან, არამედ შეიძენს შესაშურ ბზინვარებას.

თითქოს ადვილია სათქმელად – თმის დაბანა! მაგრამ ცოტა თუ ახერხებს ამას უშეცდომოდ. დაუჯერეთ ჩვენს მარტივ რჩევებს და მალე შეამჩნევთ, როგორ გარდაიქმნება თქვენი თმა. ის გახდება მბზინავი და მოქნილი.

არ დაგავიწყდეთ გაუზიაროთ სასარგებლო სტატია მეგობრებს სოციალურ ქსელებში!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: