მთავარი რჩევები კოკო შანელის 5 ცხოვრებისეული სწავლება: ”სუნამო ყოველთვის, ხახვი- არასდროს”

კოკო შანელის 5 ცხოვრებისეული სწავლება: ”სუნამო ყოველთვის, ხახვი- არასდროს”

by Keti

გაბრიელ შანელმა ქალებს მოაცილა კორსეტი, გააღმერთა შავი ფერი და შექმნა რევოლუციური სული. ამ ლეგენდარული ქალის შარმი მდგომარეობს მის განსაკუთრებულ სილამაზეში, მახვილ გონებაში და განსაკუთრებულ ხასიათში. მას ერთდროულად აღმერთებდნენ და სძულდათ. ერთი ფრაზით შეეძლო ადამიანის მიწასთან გასწორება.

კოკო შანელის ცხოვრება

  • “წარმატებებს ხშირად ისინი აღწევენ, ვინც არც კი ეჭვობს დამარცხების შესაძლებლობაზე”

საკუთარ ძალებში დარწმუნება წარმატების საწინდარია. ვერავინ შეგამჩნევს თუ თავად არ შეიყვარებ საკუთარ თავს. მაგალითად, კოკო არ ამზადებდა საჭმელს. არა იმიტომ, რომ არ იცოდა, ან ეზარებოდა. არამედ, კულინარია დაუტოვა მათ, ვისაც ეს უყვარდა. თვითონ კი თავისი ენერგია მიმართა საკუთარი ბრენდის განვითარებისკენ.

  • “მეზიზღება საკვების ის რაოდენობა, რასაც იღებენ ფრანგები”

კოკო აღმერთებდა შამპანურს, ცხელ შოკოლადს, ყველს და კრეკერს. ის ყოველ დღე ცდილობდა ეჭამა ხიზილალა და დაელია წითელი ღვინო. ეს მისი სიბერესთან ბრძოლის საიდუმლო იყო. “ყველაზე მთავარია არ ჭამა” უთხრა ერთხელ მან მოდის ჟურნალის ფოტოგრაფს.

  • “ფუფუნება უნდა იყოს მოსახერხებელი, წინაამღდეგ შემთხვევაში, ეს არ არის ფუფუნება”

კოკო შანელამდე შავი ითველობდა გლოვის ფერად. თუმცა, მის მიერ შექმნილმა მოდამ, ქსოვილებმა, კაბის სიგრძემ, შავი ფერის ჩაცმულობაზე სამუდამოდ შეცვალა წარმოდგენა. არ დახარჯოთ ფული, დრო და ძალისხმევა იმაზე, რაც არ განიჭებთ სიამოვნებას.

  • “არ მიყვარს საჭმელი, რომელიც თავს გახსენებთ ჭამის შემდეგ”

მდიდრულ სადილებზე კოკო ხშირად სინჯავდა სხვადასხვა დელიკატესებს. მაგრამ, თავად ყოველთვის მარტივ კვებას ანიჭებდა უპირატესობას. თავის მზარეულებს არ თრგუნავდა სხვადასხვა ახირებით. მაგალითად, სადილად ამზადებინებდა გამომცხვარ კარტოფილს, წაბლის პიურეს, მკაცრად კრძალავდა ხახვის გამოყენებას საჭმელში და უარს ამბობდა მკვეთრი გემოს და სუნის საკვებზე.

  • “ქალს, რომელიც არ სარგებლობს სუნამოთი, არ აქვს მომავალი”

ეს ცნობილი გამონათქვამი ყველაფერზე მეტყველებს. მისი თქმით, ქალმა სუნამო უნდა იპკუროს იქ, სადაც უნდათ რომ აკოცონ. კოკომ პარფიუმერულ სამყაროში მოახდინა რევოლუცია, შექმნა რა მდგრადი არომატი ალდეჰიდების საფუძველზე. მას ფუთავენ კვადრატულ ფლაკონში, რომელიც ხასიათით მამაკაცისას გავს და დაარქვეს “შანელი #5”

“თუ თქვენ ფრთების გარეშე დაიბადეთ, ნუ შეუშლით ხელს მათ გაზრდას” – ეს კოკო შანელის ცნობილი გამოთქმაა. ცხოვრების 87 წლის მანძილზე კოკომ თავისი სახელი მიანიჭა ტანსაცმლის, მოდის სახლის და სუნამოების მთელ რიგს. მან დანერგა მრავალი სიახლე, მათ შორის, პირველ ყოვლისა ქალისისეთი სახე, რომელსაც მანამდე ვერავინ წარმოიდგენდა.

გაბრიელმა, როგორც არასაჭირო ბალასტი, ისე გადააგდო საკუთარი ცხოვრების 10 წელი და ამაზე 1 წუთითაც არ უნანია: “ნებისმიერ მომენტში შეგიძლია დაიწყოთ საკუთარი კარიერა”

რა აზრის ხართ კოკოს შემოთავაზებულ 5 გაკვეთილზე? მოგვიყევით თქვენი აზრი კომენტარებში და გაუზიარეთ მეგობრებს სოციალურ ქსელებში!