მთავარი რჩევები პარფიუმერიას უფრო სასიამოვნო და ხანგრძლივი სურნელი ექნება, თუკი ამ 5 წესს გაითვალისწინებთ

პარფიუმერიას უფრო სასიამოვნო და ხანგრძლივი სურნელი ექნება, თუკი ამ 5 წესს გაითვალისწინებთ

by Keti

თქვენთვის შესაფერისი პარფიუმის შერჩევა, წარმატების მხოლოდ 50%ია. როგორც ლამაზი ჩაცმა, არომატის ტარებაც სწორად უნდა შეგეძლოთ. არ აქვს მნიშვნელობა ის ძვირია თუ იაფი, მთავარია გონივრული გამოყენება. უაზრო შეშხაპუნებები მხოლოდ უაზროდ დახარჯავთ სუნამოს და შესაძლოა, არომატი ისე შეცვალოთ, რომ გარშემომყოფები თქვენგან თავს შორს დაიჭერენ.

ჩვენი რედაქცია გთავაზობთ პარფიუმის გამოყენების 5 წესზე. მათი წყალობით თქვენი სუნამო დიდხანს შეინარჩუნებს სუნს.

სუნამოს მდგრადობა

1. შეარჩიეთ ერთი ხაზის პროდუქცია

თქვენი პარფიუმი ისეთი რომ იყოს, როგორიც გინდათ, შეარჩიეთ სხეულის მალამო და დეოდორანტები ან სუნამოს მსგავსი არომატის, ან ნეიტრალური. არც ერთი სხვა სუნი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს თქვენს სუნამოს. იდეალური იქნება, თუ თქვენი ანტიპერსპირანტები და კრემები არ შეიცავს სუნამოებს. ან შეგიძლიათ სხეულისთვისაც იმავე ფირმის კრემი გამოიყენოთ, რომელიც სუნამოს აწარმოებს.

2. ყველა არომატს თავისი დრო აქვს

სპეციალისტები არომატებს ყოფენ ასე: დღისა და ღამის, ზამთრის და ზაფხულის. ამიტომ პარფიუმერული თაიმინგის დაცვა მშვენიერია. დღის მანძილსა და თბილ სეზონზე რეკმენდებულია მსუბუქი სუნამოები. საღამოს და სიცივისას ნაჯერი არომატული სუნამოს გამოყენება შეგიძლიათ.

3. მხოლოდ სუფთა კანზე

ბევრი ადამიანი პარფიუმს ტანსაცმელზე ისვამს, თუმცა წესი ერთია – დატანება მხოლოდ სუფთა კანზე! მართალია, ტანსაცმელი სუნს უკეთ ინახავს, მაგრამ თუ სხვადასხვა სუნამოთი სარგებლობთ, სჯობს, კანზე წასმა, რათა არ მოხდეს გაუგებარი არომატის წარმოქმნა.

კონკრეტული ფირმის პარფიუმი მხოლოდ კანზე წაისვით, ისინი ყველასთან ინდივიდუალურად ჟღერს, ხოლო მასში არსებულმა ცხიმოვანმა კომპონენტებმა შესაძლოა გააჭუჭყიანონ ტანსაცმელი.

4. არ გასრისოთ პარფიუმი

ყველაზე გავრცელებული შეცდომა პარფიუმის გასრესვაა. მაგალითად, როცა ისვამენ მაჯებზე ან ხელებს შორის ისრესენ. ასე ნადგურდება პარფიუმერული კომპოზიციის უნიკალური მოლეკულები. წაისვით ისინი მხოლოდ მიფრქვევით, ან თითის მსუბუქი შეხებით ან ბამბის ჩხირით თუ სუნამო მაგარია.

5. მიისხით სუნამო გარკვეულ წერტილებზე

პარფიუმი საუკეთესოდ რომ წარმოჩინდეს, ის განსაზღვრულ წერტილებზე დაიტანეთ, სადაც მომეტებული პულსაციაა: ყურების უკან, მაჯებზე, იდაყვების მოხრის ადგილას, საძილე არტერიასთან. ყურის უკან არ წაისვათ ზეთოვანი სუნამო, რადგან იქ ბევრი ოფლის ჯირკვალია.

ცივ ზამთარში პარფიუმერები გვირჩევენ სუნამო მივისხათ კისერზე. იქ სუნი დიდხანს ნარჩუნდება და ძლიერად შეიგრძნობა ხალხმრავალ ადგილებში. ზაფხულში კი ამ ზონაზე არ წაისვათ.

და რა თქმა უნდა თმა. პარფიუმი წაისვით არა თმაზე, არამედ ვარცხნილობაზე. ან თმის სპეციალური სპრეი გამოიყენეთ.

სუნამო იხმარეთ, სანამ სამკაულებს გაიკეთებთ. რადგან ისინი შესაძლოა დაჟანგდეს. ყველაზე უკეთ სუნამო ინახება ცხიმიან კანზე, ამიტომ მის წასმამდე, კანზე ტანის ლოსიონი წაისვით ან ნეიტრალური სუნის კრები.

შამპუნის ან კრემის არომატიზაციისთვის ყველაზე მეტად გამოდგება ზეთოვანი სუნამოები. დაამატეთ რამდენიმე წვეთი ბოთლში. ასე დაბანილი თმა ძალიან სასიამოვნო იქნება.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: