მთავარი კულინარია როგორ მოვამზადოთ ხრაშუნა კიტრის მწნილი სტერილიზაციის გარეშე?

როგორ მოვამზადოთ ხრაშუნა კიტრის მწნილი სტერილიზაციის გარეშე?

by Keti

,,საქორწინო” კიტრს ძმრის გარეშე ამზადებენ მოსავლის აღებისთანავე. მას ასხამენ ჭის წყალს და არ ასტერილებენ. ძალიან არომატულები და ხრაშუნა გამოდის, ადვილად მზადდება და კარგად ინახება.

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ კიტრის მარინადი არ გაგაკვირვებთ თავისი გემოთი, არ იჩქაროთ პასუხის გაცემა. რეცეპტი, რომელზეც დღეს მოგიყვებით, იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას, თუნდაც იმიტომ, რომ ,,საქორწინო” კიტრზე უფრო გემრიელი არასდროს არაფერი გამისინჯავს.

ინგრედიენტების რაოდენობა გათვლილია სამლიტრიან ქილაზე.

ინგრედიენტები

  • 2 კგ კიტრი
  • 100 გ მარილი
  • 1 ლ წყალი
  • 3 აყვავებული კამა
  • 1 ფოთოლი პირშუშხა
  • 1 თავი ნიორი
  • 4 შავი პილპილის მარცვალი
  • 3 სურნელოვანი პილპილის მარცვალი
  • 2 დაფნის ფოთოლი
  • 1 ჩაის კოვზი მდოგვის ფხვნილი
  • 1/4 წითელი წიწაკა
  • 2 ალუბლის ფოთოლი
  • 2 შავი მოცხარის ფოთოლი
  • 2 მუხის ფოთოლი

მომზადება

1. გარეცხეთ კიტრი ჯაგრისით. ჩაალბეთ ცივ წყალში 2 საათით. ჩალბობა – საუკეთესო ხერხია, რათა კიტრი უფრო ხრაშუნა გამოვიდეს.

2. კარგად გარეცხეთ ქილა, გასტერილება საჭირო არ არის

3. გარეცხეთ კამა, პირშუშხას, ალუბლის, მოცხარის, მუხის ფოთლები ცივი წყლით. გაფცქვენით ნიორი.

4. ფოთლების ნახევარი, წითელი წიწაკა, ნიორი და სანელებლები ბანკის ფსკერზე დააწყეთ. მაქსიმალურად მჭიდროდ ჩაალაგეთ კიტრი.

5. ქვაბით გააცხელეთ წყალი და გახსენით მარილი.

6. მარილწყალი დაასხით კიტრს, დაადეთ დარჩენილი ფოთლები და დაახურეთ.

7. იმისთვის, რომ მწნილი ცივი მეთოდით გააკეთოთ, დატოვეთ ასე 5 დღით. შემდეგ გადმოასხით მარილწყალი, ბალახეული კი დატოვეთ. გარეცხეთ კიტრი თეთრი ნადებისგან და დაასხით სუფთა ცივი წყალი. ერთი თვის შემდეგ მწნილი მზად იქნება.

8. ,,საქორწინო” კიტრი 2 დღით დაამწნილეთ.

9. შემდეგ გადაღვარეთ მარილწყალი, ამოიღეთ ნიორი და მწვანილი, კიტრი კი გარეცხეთ გამდინარე წყლით.

10. მარილწყალი გაწურეთ მარლაში და წამოადუღეთ, მოხადეთ ქაფი.

11. სუფთა ქილებში ჩაალაგეთ გარეცხილი კიტრი, ცოტა ახალი კამა და ნიორი – გემოვნებით. დაასხით მდუღარე მარილწყალი. მოხუფეთ დამდუღრული ლითონის ხუფებით.

12. კიტრიანი ქილები გადააბრუნეთ და დატოვეთ ასე 24 საათი.

13. შეინახეთ ილები გრილად ხანგრძლივი პერიოდისთვის.

რჩევა

,,საქორწინო” კიტრის მარილწყალი მღვრიე უნდა იყოს. თუ მასში თეთრი ნალექი გაჩნდა, ეს არ ნიშნავს კიტრის გაფუჭებას, ეს რძის მჟავაა, ბუნებრივი კონსერვანტი, რომელიც კიტრს ინახავს. გამოყენებამდე კიტრი წყალში გაავლეთ. გემრიელად მიირთვით!

გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი იდეები, ჩვენ ყველაზე ორიგინალურ რეცეპტს აღმოვაჩენთ. ეს რეცეპტი კი გაუზიარეთ მეგობრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: