მთავარი კულინარია მითები და რეალური ფაქტები გლუტენის შესახებ

მითები და რეალური ფაქტები გლუტენის შესახებ

by Keti

ბოლო წლებში თავი ახალმა საკითხმა იჩინა – ეს უგლუტენო პროდუქტებია. ისინი რამდენჯერმე უფრო ძვირია ჩვეულებრივზე. გლუტენზე უარის თქმა გვპირდება ყველა არსებული თუ არარსებული დაავადებებისგან განკურნებას, მუდმივ ახალგაზრდობასა და უკვდავებას. ასეთი მავნებელია ის რეალურად?

რა არის გლუტენი?

გლუტენი – არის ცილების ნაკრების სახელწოდება, რომლებსაც მარცვლოვანი პროდუქტები შეიცავს. სხვა სიტყვებით ეს არის წებოვანა, რომელიც ცომს სიბლანტეს ანიჭებს და ფორმას უნარჩუნებს მას.

მოსახლეობის 1% ავადაა ცელიაკიით – ეს მძიმე დაავადებაა, რომელსაც იწვევს გლუტენის აუტანლობა. სწორედ მათთვის შეიქმნა ეს უგლუტეინო დიეტა. ჯანსაღი ადამიანისთვის კი ასეთ კვებას არანაირი აზრი არ აქვს.

მითები გლუტენის შესახებ

გლუტენის შემცველი ყველა პროდუქტი მავნეა

გლუტენის შემცველი პროდუქტები მდიდარია უჯრედისით, ანტიოქსიდანტებით, თუთიით, ვიტამინებით. სხვა საკითხია, რომ მავნეა სხვადასხვა ფასტ ფუდი და ტკბილეულობა. საქმე აქ გლუტენს კი არ ეხება, არამედ ტრანს ცხიმებში, რაფინირებულ შაქარსა და ქიმიურ დანამატებში.

გლუტენზე უარის თქმა კარგი საჭმლის მონელების გარანტია

საჭმლის მონელება მხოლოდ მაშინ შეიცვლება, თუკი ადამიანს ცელიაკია აქვს ანუ გლუტენის მიუღებლობა. სხვა შემთხვევაში გლუტენზე უარის თქმა არაფერს შეცვლის.

უგლუტეინო დიეტა წონის კლებაში გვეხმარება

თუ გამორიცხავთ ტკბილეულსა და ფასტ ფუდს, მას კი ხილითა და ბოსტნეულით ჩაანაცვლებთ, სწორედ მაშინ გექნებათ შედეგი. ხოლო თუ ჩვეულებრივ ნამცხვარს შეცვლით უგლუტეინო ნამცხვრით, შესაძლოა, საპირისპირო ეფექტი მიიღოთ, რადგან მასში გაცილებით მეტი შაქარი და ცხიმია დამატებული წებოვანების მისაღებად.

გლუტენი ონკოლოგიურ დაავადებებს იწვევს

ცელიაკიით დაავადებულ ადამიანებს მომატებული აქვთ ონკოლოგიური დაავადებების რისკი, თუკი გლუტენს გამოიყენებენ. სხვა დანარჩენისთვის ის უსაფრთხოა და, პირიქით, სასარგებლოც, რადგან მარცვლოვანი პროდუქცია მდიდარია ანტიოქსიდანტებით.

გლუტენზე უარის თქმა მატებს ენერგიას

უგლუტეინო დიეტის მომხრეები ამტკიცებენ, რომ გლუტეინის გადამუშავებაზე ბევრი ენერგია იხარჯება, რეალურად კი ენერგიას გვართმევს სწრაფი ნახშირწყლები და ცხიმები. მსხვილად დაღერღილი პურის ნაწარმი კი ნოყიერია და ძალებს გვაძლევს რამდენიმე საათით.

გლუტენს არ უნდა შეიცავდეს არც საკვები და არც საყოფაცხოვრებო ქიმია და კოსმეტიკა

არც კოსმეტიკა და არც ქიმია, გლუტენის შემცველობით, არ ვნებს ცელიაკიით დაავადებულადამიანსაც კი, არამცთუ ჯანმრთელს. გამონაყარს და სხვა სიმპტომებს იწვევს საკვებისმიერი ალერგია და არა კანთან შეხება. გლუტენი ცელიაკიის მქონე ადამიანს მხოლოდ ღია ჭრილობაში მოხვედრის შემდეგ ვნებს, ან თუ მას შეიცავს პომადა და კბილის პასტა.

ახლა შეგიძლიათ მშვიდად მიირთვათ საყვარელი ნამცხვრები და გემრიელი ბუტერბროდები. აუცილებლად გაუზიარეთ ეს სასარგებლო ინფორმაცია მეგობრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: