მთავარი რჩევები “ყოველ დილით ვსვამ ფინჯან ყავას, მაგრამ მხოლოდ ახლა გავიგე როგორ მოქმედებს იგი ჩემს ორგანიზმზე, ნეტა აქამდე მცოდნოდა”

“ყოველ დილით ვსვამ ფინჯან ყავას, მაგრამ მხოლოდ ახლა გავიგე როგორ მოქმედებს იგი ჩემს ორგანიზმზე, ნეტა აქამდე მცოდნოდა”

by guramus

ბევრი ჩვენგანისთვის ყავა მეტია ვიდრე უბრალოდ სასმელი. იგი შეუცვლელი ატრიბუტია დილით გაღვიძების რიტუალში. გარდა ამისა, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, ან სულაც ბიზნეს პარტნიორებთან ერთად ფინჯანი ყავის დალევას არაფერი შეედრება.

გაინტერესებთ რა ხდება ორგანიზმში მას შემდეგ, რაც ყავას დავლევთ? პატარა კვლევა ჩავატარეთ და აი რა შედეგი მივიღეთ:

დალევიდან 10 წუთში – კოფეინი აღწევს სისხლში და მთელ ორგანიზმში ვრცელდება. გულის მუშაობა და სისხლის წნევა იზრდება.

20 წუთის შემდეგ – მეტად აქტიურად გრძნობთ თავს. ტვინი უკეთესად იწყებს მუშაობას და გიადვილდებათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. კოფეინი გიხსნით დაღლილობას და დაძაბულობას.

40 წუთის შემდეგ – ორგანიზმში იზრდება სეროტონინის დონე, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს კუნთოვანი ქსოვილების უკეთეს მუშაობას. სხეული მკვრივი და გამძლე ხდება გარემო ფაქტორების მიმართ.

4 საათის შემდეგ – ორგანიზმი იწყებს ცხიმის წვას. კოფეინი ასევე ასტიმულირებს კუჭში არსებულ რეცეპტორებს და უკეთესაც მუშაობაში ეხმარება.

როგორც ხედავთ, ყავა ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის. თუმცა ზომიერება ყველაფერში საჭიროა, გადამეტებული არაფერი ვარგა.