როგორ დავაქვეითოთ ინსულინის დონე?

ჰორმონი ინსულინი, რომელსაც გამოიმუშავებს კუჭქვეშა ჯირკვალი, გლუკოზას გარდაქმნის ენერგიად. ინსულინი ასევე მონაწილეობს ცილოვან და ნახშირწყლოვან ცვლაში.

ჰორმონის უკმარისობა იწვევს შაქრიან დიაბეტს (თანდაყოლილს ან შეძენილს). ინსულინის სიჭარბე კი იწვევს მეტაბოლური სინდრომის განვითარებას.

როგორ დავაქვეითოთ ინსულინის დონე?

როგორ მოქმედებს ინსულინი წონაზე

მეტაბოლური სინდრომის დროს დარღვეულია ცილოვან- ნახშირწყლოვანი ცვლა. ამას ერთვის ვისცერალური ცხიმის ზრდა და ვითარდება ჰიპერტონია. თანდათანობით ჰიპერინსულინემიამ შესაძლოა გამოიწვიოს II ტიპის დიაბეტის განვითარება.

მეტაბოლური სინდრომით გამოწვეული ჭარბწონიანობა დიეტას არ ექვემდებარება.

როგორ დავაქვეითოთ ინსულინის დონე?

სისხლში ინსულინის სიჭარბეზე მოწმობს აგრეთვე ზედმეტი ოფლიანობა, მუდმივად ჭამის სურვილი, იოლი დაღლა, ტკივილი კუნთებში, კანის ქავილი…

ჰიპერინსულინემიის კორექტირება შესაძლებელია ცხოვრების ნირისა და მენიუს შეცვლით.

როგორ დავაქვეითოთ ინსულინის დონე?

როგორ დავაქვეითოთ ინსულინის დონე

1. გადადით დაბალნახშირწყლოვან დიეტაზე. საუბარია სწრაფი ნახშირწყლების გამორიცხვაზე, რომლებსაც შეიცავს საკონდიტრო ნაწარმი, ტკბილი ხილი, წვენები, თაფლი, თეთრი პური, მაკარონი…

2. რაციონში ჩართეთ ვაშლის ძმარი, რომელიც არეგულირებს მეტაბოლურ პროცესებს.

როგორ დავაქვეითოთ ინსულინის დონე?

3. დაიცავით კვების რეჟიმი: მიირთვით ხშირად და ცოტ- ცოტა.

4. გაზარდეთ მიღებული უჯრედისის რაოდენობა. მიირთვით მეტი ბოსტნეული, პარკოსნები, ქატო, სეზამი, სელის თესლი.

5. სვით მეტი მწვანე ჩაი. დადგენილია, რომ ანტიოქსიდანტი კატეხინი, რასაც შეიცავს ჩაი, გვეხმარება ინსულინისადმი მდგრადობასთან ბრძოლაში.

როგორ დავაქვეითოთ ინსულინის დონე?

6. მინიმუმამდე დაიყვანეთ წითელი ხორცის მოხმარება. გაზარდეთ თევზისა და ზღვის პროდუქტების რაოდენობა. ეს არის სრულფასოვანი ცილებისა და უჯერი ცხიმოვანი მჟავების წყარო.

7. სვით მეტი წყალი: რამდენიმე ყლუპი მაინც ერთ ჯერზე.

როგორ დავაქვეითოთ ინსულინის დონე?

გახსენებთ: არ დაიზაროთ მიმართოთ ექიმს, თუ დიეტის დაცვით ვერ იკლებთ წონაში. ჩააბარეთ სისხლის ანალიზი! მკაცრი დიეტა მეტაბოლური სინდრომის დროს მხოლოდ გააღრმავებს პროცესს.

იყავით ტანადები და, რაც მთავარია, ჯანმრთელები. სასარგებლო სტატია გაუზიარეთ მეგობრებს!

  კომენტარები