მთავარი ჯანმრთელობა ეს ვარჯიშები კისრის მალებს ადგილზე აბრუნებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას

ეს ვარჯიშები კისრის მალებს ადგილზე აბრუნებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას

by Keti

ოფისში მუშაობა, ტელევიზორის ყურება, მჯდომარე კითხვა, და საერთოდ, ნაკლები ფიზიკური აქტივობა და არასწორი კვება მრავალი დაავადების მიზეზია. ყველაზე ხშირი კი ოსტეოქონდროზია, კერძოდ, ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი. ეს იწვევს თავბრუსხვევას, კისრის ტკივილს, გულისრევას.

ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ ყველაზე ეფექტური მეთოდია სამკურნალო ვარჯიშები. მათ შორის, ყველაზე ეფექტურად ბუტრიმოვის ვარჯიშების კომპლექტი ითვლება. დღეს მის შესახებ გიამბობთ.

ვარჯიში კისრის ოსტეოქონდროზის დროს

კისრის ოსტეოქონდროზი არის პროცესი, როცა თანდათან ირღვევა მალთაშუა სახსრებისა და დისკების ხრტილოვანი ქსოვილი. სიმძიმე კეფაში ათასობით ადამიანს აწუხებს, მაგრამ ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე, მაგალითად, სურდოს. გართულების შემთხვევაში მკურნალობა ძნელდება, ხანგრძლივია და ძვირი.

დაავადების პირველი ნიშნები ჩნდება უკვე 25 წლიდან.

კისრის მიდამოში მრავალი სისხლძარღვი და ნერვული დაბოლოებაა. ოსტეოქონდროზის დროს ზეწოლას განიცდის მალის არტერია, შედეგად, ადამიანს მოძრაობის კოორდინაცია ერღვევა, უქვეითდება მხედველობა და სმენა, საბოლოოდ პროცესი სრულდება ინსულტით. ასე რომ, როგორც კი იგრძნობთ დისკომფორტს კისერში, მიმართეთ ექიმს.

ბუტრიმოვის მეთოდი ფართოდ გავრცელდა, რადგან მისით ბევრი ადამიანი განიკურნა. ის 30 წელზე მეტ ხანს არჩევდა ყველაზე უფრო ეფექტურ ვარჯიშებს კისრის ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ.

ვარჯიშები ამუშავებს კისრის კუნთებს და ავითარებს კისრის მალების სახსრებს. ვარჯიშები შესასრულებლად მარტივია, თუმცა აუცილებელია მთავარი წესის დაცვა – კერძოდ, ვარჯიშების შესრულებისას აუცილებელია სრული მოდუნება და მათი ძალიან ნელა გაკეთება.

არ გააკეთოთ მკვეთრი მოძრაობები და სწრაფად არ გადახვიდეთ მომდევნო ვარჯიშზე. ეს ზოგადად ყველა ვარჯიშს ეხება, რომლებიც ხერხემლის მკურნალობისკენაა მიმართული.

რუსულენოვან ვიდეოში ნაჩვენებია ბუტრიმოვის ვარჯიშების ნაწილი, რომლებიც დღეში მინიმუმ ორჯერ უნდა გააკეთოთ. მაგალითად, სამუშაო ადგილას მოწევის ნაცვლად.

გახსოვდეთ, ვარჯიშები გააკეთეთ ნელა.

შრომისუნარიანი მოსახლეობის 90%ს სჭირს კისრის ოსტეოქონდროზი, ამიტომ თუ ეწევით ცხოვრების ნაკლებად მოძრავ წესს, კისერი კი ხშირად გაქვთ მოღუნული (მაგ., კომპიუტერთან მუშაობა), აუცილებელია ხერხემლის კისრის ნაწილის სპეციალური ვარჯიშები გააკეთოთ. ხოლო თუ უკვე გაქვთ დისკომფორტი კისერში, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, სანამ ვარჯიშების შესრულებას შეუდგებით.

ყურადღება მიაქციეთ ხერხემალს, მასზეა დამოკიდებული მთელი ორგანიზმის მუშაობა. ინფორმაცია სამკურნალო გიმნასტიკის შესახებ კი მეგობრებს გაუზიარეთ!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: