მთავარი კულინარია ლუდზე მომზადებული სამარხვო ,,ნაპოლეონის” რეცეპტი

ლუდზე მომზადებული სამარხვო ,,ნაპოლეონის” რეცეპტი

by Keti

რა უნდა ქნათ, თუკი მარხვის დროსსტუმრები მოვლენ? ან მოგინდათ რაიმე ტკბილი? გამოსავალი არსებობს! ეს არის სამარხვო ტორტი ,,ნაპოლეონი”. თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ ფქვილი, ზეთი, კაკალი და ლუდი. ტორტი მზადდება ძალიან მარტივად, ბევრი ცომის გარეშე.

,,ნაპოლეონი” ლუდზე

მიჰყვებით ჩვენს მიერ შემოთავაზებულ რეცეპტს:

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 250 მლ ზეთი
  • 250 მლ ლუდი
  • 900 გ ფქვილი

ინგრედიენტები კრემისთვის

  • 700 მლ წვენი ან ნექტარი
  • 120 გ მანი
  • 2-4 სუფრის კოვზი თაფლი
  • ერთი ჭიქა ნიგოზი

მომზადება

1. მოხერხებულ ჭურჭელში ჩაასხით ზეთი, დაამატეთ ცოტა ფქვილი და ლუდი. კარგად აურიეთ.

2. ნარევს დაუმატეთ დარჩენილი ფქვილი, მოზილეთ ცომი. ის უნდა გამოვიდეს რბილი, ელასტიური, არ უნდა ეკვროდეს ხელებს.

3. ცომი გადაიტანეთ მაცივარში და დატოვეთ 60 წუთით.

4. კრემის მოსამზადებლად ქვაბში ჩაასხით წვენი და დადგით ცეცხლზე, აადუღეთ, დაამატეთ მანი და ხარშეთ ნელ ცეხლზე 5 წუთით. მუდმივად ურიეთ. შემდეგ ფაფა გააციეთ ოთახის ტემპერატურამდე.

5. მანის კრემი ათქვიფეთ ბლენდერში, დაამატეთ კრემში თაფლი (გემოვნების მიხედვით), კარგად აურიეთ.

6. გააბრტყელეთ ცომი და გაყავით 7 ნაწილად. გააბრტყელეთ თხლად თითოეული ნაწილი და გამოაცხვეთ მორიგეობით.

7. ფირფიტებს უხვად წაუსვით კრემი, თან მოაყარეთ დაქუცმაცებული ნიგოზი.

8. სამარხვო ნაპოლეონი მზადაა! გემრიელად მიირთვით!

როცა საოჯახო დღესასწაულები მარხვის პერიოდს ემთხვევა, გამოაცხეთ ,,ნაპოლეონი” ამ რეცეპტით. გემოთი, რა თქმა უნდა განსხვავდება კლასიკურისგან, თუმცა სტრუქტურა მსგავსი აქვს. ფირფიტები გამოდის ფენოვანი და ხრაშუნა.

გაუზიარეთ ეს გემრიელი რეცეპტი თქვენს მეგობრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: