მთავარი კულინარია როგორ მოვამზადოთ სამარხვო იოგურტი?

როგორ მოვამზადოთ სამარხვო იოგურტი?

by Keti

იოგურტი, ალბათ, ყველას უყვარს. ზოგი მას საუზმეზე მიირთმევს, ზოგი – დესერტის სახით. ბევრს მის გარეშე ცხოვრებაც კი ვერ წარმოუდგენია. მარხვის პერიოდში, ან თუკი ადამიანი ცხოველურ პროდუქტებს საერთოდ არ ეკარება, ეს ნუგბარი რაციონიდან ვარდება. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს პრობლემა გადაჭრადია – სამარხვო და ამავდროულად ვეგანური იოგურტის სახით, რომელშიც გრამი რძეც კი არ იქნება.

ეს მცენარეული პროდუქტი შესანიშნავად გამოადგებათ მათ, ვინც იცავს მარხვას, ასევე ვეგანებს და ადამიანებს, რომლებსაც ლაქტოზის მიუღებლობა აქვთ.

ინგრედიენტები

  • 1 ლ სოიოს რძე
  • 3 სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი
  • 6 სუფრის კოვზი საფუარი (ცომის ხაში)

მომზადება 

1. 750 მლ რძე გააცხელეთ დაბალ ცეცხლზე, არ მიიყვანოთ ადუღებამდე.

2. დარჩენილ 250 ლ რძეში გახსენით სიმინდის სახამებელი, შემდეგ დაამატეთ გაცხელებულ რძეს, კარგად აურიეთ და ნელ ცეცხლზე მიიყვანეთ დაახლოებით 60 გრადუსამდე.

3. სოიოს რძე მიიყვანეთ ოდნავ თბილ მდგომარეობამდე და ჩაამატეთ საფუარი. გამზადებული მასა ჩაასხით მინის ჭურჭელში და მოათავსეთ ძალიან თბილ ადგილას, მაგალითად, ღუმელში ან სპეციალურ იოგურტის შესანახში – 6-9 საათით. ამის შემდეგ, გასქელებისთვის, იოგურტი მაცივარში გადაიტანეთ, კვლავ 5 საათით.

იოგურტი მიირთვით ახალ კენკრასთან ან ხილთან ერთად, მურაბასთან ამ მწვანილთან. ნებისმიერი ვარიანტი ერთნაირად გემრიელი და სასარგებლოა. კერძი უშიშრად შეგიძლიათ მისცეთ ბავშვებსაც, წასახემსებლად.

მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ ახალი რეცეპტი მეგობრებს!