მთავარი კულინარია ავოკადოს სმუზი

ავოკადოს სმუზი

by Keti

გსურთ საუზმისგან მიიღოთ მაქსიმუმი ჯანმრთელობისთვის? საკვირველი სიკეთე პროდუქტი თქვენი კანისთვის, ნაწლავებისთვის, საერთო მდგომარეობისთვის. ამის შექმნა ავოკადოს სმუზს შეუძლია. მსუბუქი და ხავერდოვანი კოქტეილი მოქმედებს, როგორც სკრაბი, რადგან ასუფთავებს შლაკებსა და ტოქსინებს. ერთი ჭიქა ფირუზისფერი სასმელი დღეში გაზარმაცებულ მეტაბოლიზმს დააჩქარებს, გაგამდიდრებთ ვიტამინებით და გააძლიერებს იმუნიტეტს.

წონაში კლების ეფექტის გასაძლიერებლად, ავოკადოსთან ერთად გამოიყენეთ ბანანი, ისპანახი, კიტრი და კივი. 2 კვირის შემდეგ უკვე შეამჩნევთ, როგორ დაგიპატარავდებათ მუცელი და თეძოები.

ინგრედიენტები

  • 100 მლ წყალი
  • 1 ავოკადო
  • 2 ბანანი
  • 100 გ ისპანახი

მომზადება

1. გარეცხეთ ისპანახის ფოთლები და წვრილად დაჭერით.

2. ავოკადო გაფცქვენით, კურკები ამოაცალეთ, რბილობი დაჭერით.

3. გაფცქვნილი ბანანი წრეებად დაჭერით.

4. ყველა კომპონენტი ათქვიფეთ ბლენდერში. შეგიძლიათ დაატკბოთ ერთი სუფრის კოვზი თაფლით და მორთოთ ახალი პიტნის ფოთლებით.

ეს არის ვიტამინების სმუზის საბაზისო რეცეპტი. მას შეგიძლიათ დაამატოთ სხვადასხვა ინგრედიენტი ან ჩაანაცვლოთ რეცეპტში მოცემული. თუ გსურთ კოქტეილის გამწმენდი თვისებების გაძლიერება, დაამატეთ პატარა კიტრი და 1 ჩაის კოვზი სელის ზეთი. სასმელი რბილი რომ გამოვიდეს, წყალი შეგიძლიათ ნუშის ან ქოქოსის რძით შეცვალოთ.

თუ სიმჟავის დამატება გინდათ, ბლენდერში ჩაამატეთ ნახევარი კივი ან ცოტა ლიმონის წვენი.

სასარგებლო და გემრიელი სმუზების კოლექციას ეს ლამაზი კოქტეილიც მიამატეთ. რეცეპტი კი მეგობრებს გაუზიარეთ!