მთავარი კულინარია სამარხვო ნამცხვარი ,,ვულკანი”

სამარხვო ნამცხვარი ,,ვულკანი”

by Keti

თუ გგონიათ, რომ სამარხვო ნამცხვრები მოსაწყენია, რადგან აქვს ერთფეროვანი კრემი და შიგთავსი, ცდებით. უბრალოდ შეხედეთ ამ სილამაზეს და დარწმუნდებით: ის გასაოცარია შესახედაობითაც და გემოთიც!

,,ვულკანის” კლასიკური ვარიანტი არასამარხვოა, თუმცა ამაზე შემდეგ ვისაუბროთ. დღეს დესერტის სამარხვო ვარიანტს გთავაზობთ, რომელიც არის უკვერცხო, უკარაქო და ურძეო, ერთი სიტყვით, უყველაფრო, რაც სტანდარტულ ნამცხვრებს აქვს ხოლმე დამატებული. მიღებული შედეგი კი მოლოდინს გადააჭარბებს.

ტორტისთვის დაგჭირდებათ 22 სმ დიამეტრის მქონე ფორმა, შიგთავსისთვის და ბისკვიტისთვის რომელიმე ნატურალური წვენი. რეცეპტში სხვადასხვა სახის წვენია მითითებული, რადგან გემოც უფრო ეფექტური და მრავალფეროვანი ყოფილიყო. შაქრის რაოდენობა ცომში დარეგულირდება წვენების რაოდენობით

იდეა: შოკოლადის შიგთავსის მისაღებად გამოიყენეთ ქლიავის წვენი რბილობთან ერთად. აურიეთ 1,5-2 სუფრის კოვზ სახამებელთან, კაკაოს ფხვნილთან და მოამზადეთ რეცეპტის მიხედვით:

ინგრედიენტები

  • 400 მლ ალუბლის წვენი
  • 600 მლ ფორთოხლის წვენი
  • 120 მლ მზესუმზირას ზეთი
  • 1 ჩაის კოვზი სოდა
  • 200 გ შაქარი
  • 1 მწიკვი მარილი
  • 500-520 გ ხორბლის ფქვილი
  • 65 გ სიმინდის სახამებელი
  • ალუბლის მურაბა – გემოვნებით
  • ქოქოსის ფანტელები – გემოვნებით

მომზადება

1. მოამზადეთ პუდინგი შიგთავსისთვის. ქვაბში შეურიეთ ფორთოხლის წვენი, 50 გ შაქარი და სიმინდის სახამებელი. შეუნთეთ ქვაბს დაბალი ცეცხლი. პერიოდულად ურიეთ პირველი ბუშტების გაჩენამდე. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და დააფარეთ საკვები ცელოფანი.

2.მოამზადეთ ცომი. ღრმა ჯამში აურიეთ შაქარი, მარილი, ალუბლის წვენი, მზესუმზირას ზეთი. გაცერით ფქვილი და ნელ-ნელა ჩაამატეთ მასას, ბოლოს კი სოდა ჩაამატეთ. აურიეთ ნარევი კარგად.

3. პერგამენტდაფენილ მრგვალ ფორმაში ჩაასხით ცომი, ცენტრში კი ფორთოხლის წვენის შიგთავსი ჩაასხით. შედგით ფორმა 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 45-50 წუთით, მოამზადეთ ნამცხვარი და დატოვეთ ფორმაში გასაციებლად.

4. გაციებული ნამცხვარი შედგით მაცივარში 6-8 საათით. სუფრაზე მიტანამდე მორთეთ ნამცხვრის ნაპირები ცხელი მურაბით და მოაყარეთ ქოქოსის ფანტელები.

მოამზადეთ ეს არაჩვეულებრივი დესერტი და გემრიელად მიირთვით! გაუზიარეთ რეცეპტი სხვებსაც, რადგან მათაც მიიღონ სიამოვნება ამ ორიგინალური სამარხვო ტორტისგან! ჩვენ მოგვიანებით სახლში მოსამზადებელი სხვა სამარხვო დესერტების რეცეპტებსაც შემოგთავაზებთ.