მთავარი კულინარია ტკბილეული შაქრის გარეშე

ტკბილეული შაქრის გარეშე

by Keti

სახლის პირობებში თქვენ შეგიძლიათ არაჩვეულებრივი, ღრუბელის მსგავსი ნაზი ნამცხვრები მოამზადოთ. საუბარია, გასაოცარ დესერტზე, რომელიც ვაშლის მუსითა და ჩირით მზადდება.

ნამცხვარი ,,ვაშლის ღრუბელი” მოეწონებათ მსუბუქი და დიეტური ტკბილეულის მოყვარულებს, ასევე ბავშვებსაც. მისი ვიზუალი აბსოლუტურად ამართლებს სახელს: ასეთი ლამაზი, ნაზი, ფოროვანი და ჰაეროვანი რამ მარმარილოს გაგახსენებთ. ნამცხვარი მზადდება ძალიან სწრაფად და მარტივად, გამოცხობის, ფქვილის, შაქრისა და ცხიმის გარეშე.

ინგრედიენტები

  • 250 გ ვაშლის პიურე
  • 180 გ ფინიკი
  • 1 ჩაის კოვზი კაკაო
  • 10 გ ჟელატინი
  • 30 გ ნუში
  • 2 ჩაის კოვზი მზესუმზირას ზეთი

მომზადება

1. ჩაალბეთ ჟელატინი წყალში 50 წუთით. ჩააფინეთ მართკუთხა ფორმაში (21 სმ 11 სმ-ზე) საცხობი ფორმა, წაუსვით მას ზეთი.

2. ფინიკი გაასუფთავეთ და ჩაყარეთ ცხელ წყალში 10 წუთით. შემდეგ აურიეთ ბლენდერში ნუშთან და კაკაოსთან ერთად. გადაიღეთ ნარევი ჭურჭელში და შედგით მაცივარში 30 წუთით.

3. მზა ვაშლის პიურე შეგიძლიათ შეიძინოთ ბავშვთა კვების განყოფილებაში ან მოამზადოთ დამოუკიდებლად. ამისთვის ვაშლი გაფცქვენით, გაასუფთავეთ შიგთავსისგან, დაჭერით ნაჭრებად და შეგდით მიკროტალღურში 5 წუთით. შემდეგ მასა შეგიძლიათ ბლენდერში ათქვიფოთ.

4. ვაშლის პიურე შეურიეთ ჟელატინს და გააცხელეთ ნუშის ნარევთან ერთად, სანამ მთლიანი ჟელატინი არ გაიხსნება. არ აადუღოთ.

5. გააციეთ პიურე ოთახის ტემპერატურამდე, შემდეგ ათქვიფეთ მიქსერით. მასა უნდა გახდეს მოცულობითი. დაასხით ის ფინიკის მასას, დაფარეთ ის და დატოვეთ 3 საათით მაცივარში, რათა კარგად შეერწყას 2 მასა ერთმანეთს.

6. გადააბრუნეთ ვაშლის მუსი ზეთიან დაფაზე და მოხსენით ცელოფანი. დანას წაუსვით ზეთი და დესერტი დაჭერით კვადრატებად.

ვაშლის ჯიშების მიხედვით ნამცხვარი შეიძლება გამოვიდეს ტკბილი ან მომჟაო გემოსი. დესერტში შეგიძლიათ დაამატოთ ნებისმიერი ჩირი ან კაკალი. თუ ვაშლის მასა ეფექტური გამოვა, სხვა ტორტების მოსართავადაც გამოდგება.

მოამზადეთ სიამოვნებით ეს არაჩვეულებრივი დესერტი და გაუმასპინძლდით თქვენს ახლობლებსა და მეგობრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: