მთავარი კულინარია ლავაში ბოსტნეულის შიგთავსით

ლავაში ბოსტნეულის შიგთავსით

by Keti

აუცილებლად იყიდეთ ლავაში და დაიწყეთ მისი მომზადება შიგთავსის ჩასაწყობად, თუკი ეს კერძი ჯერ არ გაგისინჯავთ. გაამდიდრეთ თქვენი შიგთავსების სია ბადრინჯის, ტომატის სოუსის, ყველის, და ახალი მწვანილის ნარევით. ლავაში ბადრიჯნით – სრულიად ახალი ვარიაციაა, არანაირი ხორცი, მხოლოდ სეზონური ბოსტნეული და შესაბამისი მადა!

თუ არ გიყვართ ბადრიჯნის სიმწარე, გაასუფთავეთ ის ქერქისგან. თუკი სხვები შიგთავსში ამატებენ მაგარ ყველს, ჩვენ გადავწყვიტეთ ის ცხვრის ყველით – ბრინზათი ჩავანაცვლოთ. გამოცხობის შემდეგ ის დაუჯერებლად გემრიელი ხდება. მიჰყევით რეცეპტს და შედეგი საოცრად კმაყოფილს დაგტოვებთ!

ინგრედიენტები

  • 1 ბადრიჯანი
  • 1 ლავაში
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 1 კონა ქინძი
  • 250 გ ბრინზა
  • 2 სუფრის კოვზი მაიონეზი
  • 2 სუფრის კოვზი ზეთი
  • 2 სუფრის კოვზი კარაქი
  • 1 პომიდორი
  • მარილი – გემოვნებით
  • შავი პილპილი – გემოვნებით

მომზადება

1. დაჭერით ბადრიჯანი კუბებად, გააცხელეთ ტაფაზე ზეთი, შეწვით დაჭრილი ბოსტნეული და დაუმატეთ მარილი და პილპილი. გადაიტანეთ ცალე ქვაბში.

2. გაფცქვენით ნიორი, დაჭერით პომიდორი რგოკებად, წვრილად დაჭერით ქინძი.

3. შეწვით ნიორი იმავე ზეთში, დაამატეთ პომიდორი, მწვანილი, მარილი და პილპილი. შეწვით დაბალ ცეცხლზე, გასქელებამდე. გადაიტანეთ სოუსი ცალკე ჭურჭელში და დააყოვნეთ.

4. გააბრტყელეთ ლავაში, წაუსვით მაიონეზი. დააწყვეთ ზემოდან ბადრიჯანი, შემდეგ მორთეთ ყველით და ტომატის სოუსით.

5. შეახვიეთ რულეტი. ატრიალეთ ზეთწასმულ ზედაპირზე, შემდეგ შედგით 190 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 20 წუთით.

გირჩევთ გასინჯოთ ერთი ნაჭერი, სანამ რულეტი თბილი იქნება. შემდეგ კი მთლიანად შეჭამთ უდიდესი სიამოვნებით.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: