ბოსტნეულის ნერგების ,,მეგობრობის” საიდუმლო

ჯერ კიდევ ძველ დროში ადამიანები ამჩნევდნენ, რომ საერთო ფესვის მქონე ბაღის მცენარეები დიდხანს ცოცხლობდნენ, სხვები კი ფესვის ჩადგმისთანავე კვდებოდნენ

მოგვიანებით მეცნიერებმა შეისწავლეს, თუ როგორ ეხმარებიან მცენარეები ერთმანეთს კვებითი ნივთიერებების მიღებასა და მავნებლებთან ბრძოლაში.

ბოსტნეულის დარგვა

მცენარეებს, რომლებიც ერთმანეთთან ,,მეგობრობენ” კომპანიონი-მცენარეები უწოდეს. პომიდორს, მაგალითად, სტაფილოსთან, კამასთან და ბაზილიკასთან მეზობლობა მოსწონს, ხოლო კარტოფილთან ერთად ყოფნა მას ვნებს.

ბოსტნეულის ნერგების ,,მეგობრობის'' საიდუმლო

ბაზილიკის ძლიერი არომატი მავნებლებს თავიდან იშორებს, სტაფილო, კამა, ოხრახუში და ძირთეთრა მტაცებელ მწერებსა და ობობებს იზიდავენ და ამით პომიდორი გადარჩება ხოლმე.

ბოსტნეულის ნერგების ,,მეგობრობის'' საიდუმლო

პომიდორი და კარტოფილი ერთ ოჯახს განეკუთვნება, ამიტომ მათ ერთი და იმავე ტიპის მავნებლები ერჩიან და ერთად ადვილად ავადდებიან ფიტოფტოროზით.

კომპანიონი-მცენარეების ერთად ყოფნა ყველა მათგანს აძლიერებს და დაავადებების მიმართ უფრო ამტანს ხდის. ამიტომ ეს რჩევა ძალიან მნიშვნელოვანია.

ბოსტნეულის ნერგების ,,მეგობრობის'' საიდუმლო

ეს ასევე ხსნის არსებული მოსაზრების არსს: ბოსტნეულს შორის ჩარგეთ ყვავილები. მაგალითად, გულყვითელა, გვირილა და დედოფლის ყვავილი. ერთი შეხედვით უსარგებლო ყვავილები კარგი კომპანიონები არიან და გაზრდაში ეხმარებიან ყაბაყს, გაროხს, კიტრსა და პომიდორს.

ბოსტნეულის ნერგების ,,მეგობრობის'' საიდუმლო

მწერებს რომ შევეშვათ, ზოგიერთი მცენარე უბრალოდ ვერ ეგუება ერთმანეთს და ავადდებიან, როდესაც მათ სივრცე სჭირდებათ. წიწაკა და ლობიო ერთმანეთის გვერდით ვერ ხარობენ, გაროხი უპირატესობას ანიჭებს ხახვთან ერთად ყოფნას, სალათას კი ბროკოლის დანახვაც არ უნდა.

კომპანიონი-მცენარეების სია

ბოსტნეულის ნერგების ,,მეგობრობის'' საიდუმლო

კიტრი

1. წარმატებული მეზობლები

ბოლოკი, გაროხი, ნიახური, კომბოსტო, პომიდორი, მზესუმზირა, სიმინდი, გულყვითელა

2. წარუმატებელი

სალბი, კამა, პიტნა, ცერეცო

პომიდორი

1. წარმატებული მეზობლები

ნიორი, ბაზილიკი, სტაფილო, ხახვი, ოხრახუში, გაროხი, სალბი, კომბოსტო, გულყვითელა, ისპანახი, სალათა.

2. წარუმატებელი

კარტოფილი, ცერეცო

ბოსტნეულის ნერგების ,,მეგობრობის'' საიდუმლო

წიწაკა

1. წარმატებული მეზობლები

ბაზილიკი, სტაფილო, თავშავა, მაიორანი, ხახვი, გულყვითელა, ქინძი, დედოფლის ყვავილი

2. წარუმატებელი

ცერეცო, კოლრაბი, ლობიო

ბადრიჯანი

1. წარმატებული მეზობლები

გაროხი, ლობიო, სალათა, ბაზილიკი, ტარხუნა, ბეგქონდარა

2. წარუმატებელი

კარტოფილი და პომიდორი

ბოსტნეულის ნერგების ,,მეგობრობის'' საიდუმლო

გაროხი

1. წარმატებული მეზობლები

სტაფილო, სიმინდი, კიტრი, ბადრიჯანი, სალათა, ბოლოკი, ისპანახი, პომიდორი, კარტოფილი.

2. წარუმატებელი

კარტოფილი

ყაბაყი

1. წარმატებული მეზობლები

ლობიო, სიმინდი, პიტნა, დედოფლის ყვავილი, ბოლოკი.

2. წარუმატებელი

კარტოფილი

ბოსტნეულის ნერგების ,,მეგობრობის'' საიდუმლო

კომბოსტო

1. წარმატებული მეზობლები

ლობიო, ჭარხალი, ნიახური, გვირილა, კამა, პიტნა, დედოფლის ყვავილი, ხახვი, თავშავა, კარტოფილი, სალბი.

2. წარუმატებელი

მარწყვი, პომიდორი

კარტოფილი

1. წარმატებული მეზობლები

ლობიო, კომბოსტო, სიმინდი, სალათა, ხახვი, გულყვითელა, ბოლოკი, ქინძი, დედოფლის ყვავილი, სელი.

2. წარუმატებელი

პომიდორი, კიტრი, მზესუმზირა, გოგრა

ბოსტნეულის ნერგების ,,მეგობრობის'' საიდუმლო

სიმინდი

1. წარმატებული მეზობლები

გაროხი, ნესვი, გოგრა, ლობიო, სოიო, მზესუმზირა, ლუპინი.

2. წარუმატებელი

ნიახური და ჭარხალი.

ხახვი

1. წარმატებული მეზობლები

კომბოსტო, კარტოფილი, მარწყვი, სტაფილო, სალათა, ჭარხალი, პომიდორი.

2. წარუმატებელი

გაროხი, ლობიო, სალბი.

ბოსტნეულის ნერგების ,,მეგობრობის'' საიდუმლო

სტაფილო

1. წარმატებული მეზობლები

ხახვი, მწვანე ხახვი, ნიორი, პომიდორი, ლობიო, ბოლოკი, გაროხი, სალბი.

2. წარუმატებელი

კამა, ანისი

ბოლოკი

1. წარმატებული მეზობლები

კიტრი, ლობიო, გაროხი, კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, გოგრა, სალათა, პომიდორი, სტაფილო, ძირთეთრა, ხახვი.

2. წარუმატებელი

ისპანახი

ბოსტნეულის ნერგების ,,მეგობრობის'' საიდუმლო

ჭარხალი

1. წარმატებული მეზობლები

კომბოსტო, კოლრაბი, ხახვი, პიტნა.

2. წარუმატებელი

მწვანე ლობიო

გოგრა

1. წარმატებული მეზობლები

სიმინდი, ლობიო, მზესუმზირა, გაროხი, პომიდორი, ბოლოკი, დედოფლის ყვავილი, პიტნა.

2. წარუმატებელი

კარტოფილი

ლობიო

1. წარმატებული მეზობლები

სიმინდი, კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, ჭარხალი, გოგრა, სტაფილო, პომიდორი, მარწყვი, ქონდარი, დედოფლის ყვავილი, გულყვითელა.

2. წარუმატებელი

სალბი, ნიორი, მწვანე ხახვი.

ბოსტნეულის ნერგების ,,მეგობრობის'' საიდუმლო

ნიორი

1. წარმატებული მეზობლები

პომიდორი, სტაფილო, ბადრიჯანი, კომბოსტო.

2. წარუმატებელი

გაროხი, ლობიო.

საზამთრო და ნესვი

1. წარმატებული მეზობლები

სიმინდი, გაროხი, ბოლოკი, ჭარხალი, მზესუმზირა.

2. წარუმატებელი

კიტრი.

ახლა თქვენ უკვე იცით რომელი მცენარე რომლის გვერდით უნდა დარგოთ. იმედს ვიტოვებთ, ეს რჩევები გამოგადგებათ! გაუზიარეთ სასარგებლო სტატია მეგობრებს, რათა ყველამ იცოდეს მცენარეების მოვლის ამ მეთოდებზე! ბედნიერ გაზაფხულს გისურვებთ!


Loading...

  კომენტარები