მთავარი ჯანმრთელობა როგორ გავუმკლავდეთ მომატებულ მადას?

როგორ გავუმკლავდეთ მომატებულ მადას?

by Keti

ბევრი ადამიანი, ვისაც ჭარბი წონა აქვთ, ზედმეტს მიირთმევს. ეს მავნე ჩვევის შედეგია, რაც მუდმივი შიმშილის შეგრძნებასა და ჭამის მუდმივ მოთხოვნაში ვლინდება.

მომატებული მადა

დღეს მოგიყვებით, როგორ დაიქვეითოთ მადა 1 წუთში. ამისთვის არ დაგჭირდებათ მორიგი დიეტა. შიმშილის გრძნობისგან გათავისუფლებაში მარტივი ძველჩინური ვარჯიშების – ,,ციგუნის” – ერთ-ერთი სავარჯიშო დაგეხმარებათ. მას ეძახიან, ,,ტალღებზე მოკატავე ბაყაყს”.

ვარჯიში მათ უნდა შეასრულონ, ვინც არარეგულარულად იკვებება ან დღეში 5 ჯერზე მეტად.

შესრულებამდე დალიეთ 100-200 მლ წყალი. შეარჩიეთ საყრდენი – არამაღალი მაგიდა ან სკამი. დაეყრდენით იდაყვებით სკამის ზურგს ან მოიხარეთ და ხელისგულები დაალაგეთ სკამის საჯდომზე. საყრდენის სიმაღლე ისე შეარჩიეთ, რომ კომფორტულად იყოთ, ხერხემალი კი იყოს მოღუნული. შეგიძლიათ ვარჯიში კედელზე მიყრდნობით შეასრულოთ.

ჩაისუნთქეთ ღრმად და ერთდროულად შეიწიეთ მუცელი რამდენადაც შეგიძლიათ. გააჩერეთ სუნთქვა 3-4 წამით, შემდეგ ამოისუნთქეთ და მოადუნეთ მუცლის კუნთები. გაიმეორეთ ვარჯიში 10ჯერ. შიმშილის გრძნობა მაშინვე გაქრება ან ორიოდ წუთში. სუნთქვას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, მთავარია შესუნთქვისას მუცლის კარგად შეწევა და მომრგვალება ამოსუნთქვაზე.

ნაკლები რომ მიირთვათ, ვარჯიში შეასრულეთ საკვების მიღებამდე 10-15 წუთით ადრე. ასე უფრო სწრაფად დანაყრდებით.

,,ბაყაყის” შესრულება შეგიძლიათ დგომისას, სიარულისას, ჯდომისას, წოლისას. უკანასკნელ შემთხვევაში ეფექტურობა ნაკლებია. სუნთქვის კონტროლისთვის ხელი მუცელზე უნდა გედოთ.

რაში მდგომარეობს ვარჯიშის საიდუმლო? შიმშილის გრძნობის გაჩენისას კუჭში გამომუშავდება კუჭის წვენი, ის კი კუჭის კედლებს აღიზიანებს. ამის შედეგია ცუდი სუნი პირიდან, ნადები ენაზე, გასტრიტი, წყლული. იქმნება მანკიერი წრე – არ შეჭამ ავად გახდები, შეჭამ – ზედმეტი წონაა. ზედმეტი ჭამა არის საშიში დამოკიდებულება საკვებზე, რომელიც ორგანიზმს ანგრევს.

ვარჯიშის შესრულებისას მუცლის პრესის კუნთები კუჭის წვენს ,,გადაასხამს” ნაწლავებში და მადა ქრება. დროთა განმავლობაში ჭამის სურვილი მცირდება, მავნე ჩვევა ქრება, შიმშილს კი მაშინ იგრძნობთ, როცა ორგანიზმს ეს რეალურად დასჭირდება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შენიშვნა: ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ ეს მეთოდი მკვეთრად შეამოკლებს რაციონს და უფრო დაიკლებენ წონაში. მაგრამ ეს არ შეიძლება, შიმშილი და ვარჯიშის ბოროტად გამოყენება ჯანმრთელობას დაგინგრევთ. თუ ორგანიზმს აუცილებელი კვებითი ნივთიერებები აკლია, არანაირი ,,ბაყაყი” არ გიშველით.

თუ რაციონი არის საკმარისად დაბალანსებული, ვარჯიშები საშუალებას მოგცემთ ჭამის ჯერადობა და პორციის მოცულობა შეამციროთ.

მოგეწონათ სტატია? მოუყევით მეგობრებს, როგორ არ მიირთვათ ზედმეტი მარტივი და ეფექტური ვარჯიშევის შესრულებით!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: