მთავარი ჯანმრთელობა 7 ვიტამინი და მიკროელემენტი, რომლებიც თქვენი კბილების ჯანმრთელობაზე ზრუნავენ

7 ვიტამინი და მიკროელემენტი, რომლებიც თქვენი კბილების ჯანმრთელობაზე ზრუნავენ

by Keti

მაგარი კბილები – ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი და აუცილებელი შემადგენელია. თუმცა ხშირად ყურადღებას ვაქცევთ მაშინ, როცა ტკივილი გვაწუხებს. რომელი ვიტამნები და მიკროელემენტები უნდა ჩართოთ რაციონში, რათა კბილები ჯანმრთელი და ლამაზი იყოს?

ვიტამინი A

ეს ვიტამინი საჭიროა კარგი მხედველობისთვის და ასევე ნერწყვის ნორმალურ დენას უზრუნველყოფს. ეს კი აუცილებელია პირის ღრუს ჯანსაღი მიკროფლორის შესანარჩუნებლად – თქვენი ღრძილები აღარ ავადობს და კარგად აფიქსირებს კბილებს. მიირთვით ისპანახი, სტაფილო, კომბოსტო, რათა A ვიტამინის მარაგი შეივსოთ.

B ჯგუფის ვიტამინები

B ჯგუფის ვიტამინები თავიდან გვაცილებს პირის ღრუს დაავადებებს. თუ ამ ჯგუფის ვიტამინებს იღებთ, არაფერი პრობლემა აღარ გექნებათ ენის, ღრძილების, ლოყის ანთებასთან დაკავშირებით. ჩაამატეთ რაციონში ისპანახი, ნუში და პარკოსნები.

ვიტამინი C

ვიტამინი C აუცილებელია, რათა ღრძილებმა სათანადოდ შეაკავოს კბილები. ამ ვიტამინის ნაკლებობა იწვევს კბილების ცვენას. მიირთვით მეტი ციტრუსი, კომბოსტო, კენკრა.

კალციუმი

კალციუმი მაგარი ძვლებისა და კბილების საფუძველია. ის პასუხს აგებს კბილის მინანქარზე. ჩართეთ რაციონში მწვანილი, პარკოსნები და ნუში.

ვიტამინი D

 

ვიტამინი D არამხოლოდ ამაღლებს კბილების მინერალურ სიმკვრივეს, არამედ კალციუმს უკეთ ათვისებაში ეხმარება. D ვიტამინის გარეშე კალციუმი უსარგებლოა. D ვიტამინის მიღება მზის ზემოქმედებით შეიძლება ან შეიძინეთ კაფსულები აფთიაქში.

ფოსფორი

ეს არის ძვლების მინერალი, რომელიც მინანქრის დემინერალიზაციას და კარიესის წარმოქმნას. ფოსფორისა და კალციუმის წყალობით პირის ღრუს მჟავიანობა კონტროლდება. ფოსფორი მიიღეთ რძის პროდუქტებისგან, კაკლეულისგან, გოგრისგან, მარცვლოვანისგან.

ფთორი

ფთორი შეუცვლელი მინერალია, ის თავიდან გვაცილებს კბილების რღვევას და მინანქარს იცავს სიმჟავისგან. ფთორი შედის კარტოფილში, კიტრში, სალათაში, პომიდორში, ქიშმიშში, თეთრ ბრინჯში.

საუკეთესო პროდუქტები თქვენი კბილების ჯანმრთელობისთვის
  1. ყველი და ყველა რძის პროდუქტები. ისინი ჯანმრთელი ძვლებისა და კბილებისთვის სამყოფ კალციუმს შეიცავს.
  2. მწვანილი აუცილებელია პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის.
  3. სტაფილო სავსეა უჯრედისით და A ვიტამინით. ასევე გვეხმარება ნერწყვის გამოყოფაში, ეს კი გვიცავს კარიესისგან.
  4. ნიახური კბილის ჯაგრისივით მოქმედებს და აჯანსაღებს ღრძილებს.

როგორც ხედავთ, კბილებისთვის მხოლოდ კალციუმი არ კმარა. ჩართეთ რაციონში სხვადასხვა ვიტამინის ბალანსირებული ნორმა, რათა კბილები მაგარი იყოს და დიდი ხნით არ შეგაწუხონ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: